ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე დაიცავს საქართველოს ღირსებას
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე დაიცავს საქართველოს ღირსებას.

კლუბმა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ ამავდროულად, კლუბი დატოვა რამდენიმე ფეხბურთელმა და ნამატი თითქმის არ არის.

ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისელთა მწვრთნელს დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- სატრანსფერო ფანჯარა ორი კვირაა რაც გახსნილია. "ტორპედოდან" უმეტესად ფეხბურთელები წავიდნენ, ვიდრე მოვიდნენ. იგეგმება თუ არა მატება უახლოეს მომავალში?

- რომ მოვიყვანოთ ფეხბურთელები, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. გვპირდება ხელმძღვანელობა, რომ გამოიძებნება მაგის თანხები, რითიც შეგვეძლება კიდევ ორი-სამი ფეხბურთელით გუნდის გაძლიერება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება და უახლოეს დღეებში გაირკვევა ყველაფერი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ იმ ფეხბურთელების დამატებას, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ.

- კლუბი დატოვა გუგა ფალავანდიშვილმა. რატომ ვერ მოხერხდა მისი შენარჩუნება?

- გუგა ფალავანდიშვილის სურვილი იყო, წასულიყო და საზღვარგარეთ მოესინჯა ძალები. მას აქვს რაღაც წინადადებები და შესაბამისად, აქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი.

თავიდანვე, რომ მოვიდა, ასეთი იყო შეთანხმება - დამთავრდებოდა სეზონი და წავიდოდა. ყველამ ვნახეთ, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ძალიან დაგვაკლდება. მე მას წარმატებას ვუსურვებ და ეთამაშოს იმ გუნდში, სადაც მას მოესურვება.

- ქუთაისის "ტორპედო" ქვეყნის ჩემპიონია, ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზებს. როგორ ხედავთ, რა პოზიციებზეა საჭირო გაძლიერება, რათა ამ ტურნირზე კლუბმა შეძლოს ღირსეულად გამოსვლა?

- კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული და ისეთი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც ევროპის საშუალო გუნდებში თამაშობენ, რთულია.

ჯერჯერობით არ ჩანს პერსპექტივა, რომ დავიმატებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ევროტურნირებისა და საკვალიფიკაციოზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ, რადგან ამის თანხები ნამდვილად არ გვაქვს.

- მოლაპარაკებები ახსენეთ. შესაძლებელია, რომ მომავალ სეზონში ლეგიონერები ვიხილოთ?

- შესაძლებელია, მაგრამ ესეც თანხებთანაა დაკავშირებული. ისეთი ლეგიონერის დამატებას ნამდვილად არ ვაპირებ, რომელიც ჩვენს გუნდში მყოფ ფეხბურთელს ვერ ჯობნის. მირჩევნია, ქართველი ახალგაზრდა იყოს და ვისაც ჩამოიყვან, ის ქართველზე მინიმუმ ორი თავით მაღლა უნდა იდგეს.

მით უმეტეს, ჩვენ გვყავს გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შარშანდელი გამოცდილება აქვთ და მე მათი დიდი იმედი მაქვს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთი ლეგიონერები, რომლებსაც მაღალ დონეზე აქვთ ნათამაშები, ნამდვილად გამოადგებოდა გუნდს და სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთელების დამატებას ვერ შევძლებთ.

- უკვე ერთი სრული ჩემპიონატი ჩატარდა. სუპერთასის ფინალი ზამთარში არის. მოგწონთ ეს ფორმატი?

- ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი გამოდგა, რადგან მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დაძაბულობა იგრძნობოდა და კონკურენცია იყო ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ხარისხი აუცილებლად მოიმატებს. აქამდე სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ადრე იწყებოდა სხვა ქვეყნებში ჩემპიონატები და ისინი უფრო მომზადებულები გვხვდებოდნენ, ახლა კი ჩვენ ვართ მომზადებულები როგორც სათამაშო თვალსაზრისით, ასევე ტაქტიკურად. ფიზიკურადაც გუნდი უკეთეს კონდიციებშია.

წინ უნდა წავიდეთ, მომავლის იმედი უნდა გვქონდეს და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსთვის. ყველანი ვალდებულები ვართ, რა შესაძლებლობაც გვაქვს, 100%-ით კი არა, 200%-ით გავაკეთოთ და ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ მოედანზე, დროთა განმავლობაში კი ყველაფერი გამოგვივა.

პატრიოტი იმერელი
სიმართლეს თუ იტყვი უმუშევარი დარჩები.
პატრიოტი იმერელი
ტორპედო იძირება
პატრიოტი იმერელი
დ
gia
5 shekitxvidan 4 shi fuli ar ariso idzaxis!magi ar iko merias rom landzgavda male gakidon gundio chachava gvishveliso?!
LIVE
მეც მინდა გუნდი ფული არც მე მაქვს და ვიქნებით კონკურენტულ გარემოში პლიუს ჩემგან ფეხბურთის დიდი სიყვარული იქნება და მენეჯმენტის სფეროში როგორც თეორიულიუ ესე პრაქტიკული გამოცდილება. ბატონებო თქვენ ხუმრობთ ? თუ ფული არ გაქვთ დაანებეთ თავი ამ საქმეს ამ გაღატაკებულ გუნდებს ჯიბე გამორეცხილი სპონსორები რაში ჭირდება
roma
ამ ყველაფერში გეთანხმები მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ ქართველები მუშაობენ კლუბში და ის ფულები რაც მიიღეს სახელწიფოსგან ყველას ხომ ვერ გამოიყენებენ გუნდისთვის ამ მუქთაღორებმა ხომ უნდა ჭამონ ფული? ხელფასს არ აძლევენ ვინც არის გუნდში ნორმალურს და ვისაც მოიყვანენ იმას მიცემენ რამეს? ასე არაფერი არ გამოსწორდება თუ ერთ ხუთ გუნდში სამუშაო პერსონალი არ დააპატიმრეს.
დინამო
ესეთი გუნდი რომ მოგიგებს ჩემპიონობას :(
ვეტერანი
გამოაცხადოს ფედერაციამ ახალი კონცეფციის შესაქმნელად კონკურსი. მოქმედი კონცეფცია მოპარულია და უტვინოდ გადაკეთებული. ის თანხა 10ჯერ მეტი, რომ იყოს მაინც არ იქნება შედეგი. ფუტკარის მაგივრად ბზიკებს კვებავთ.
zaza
მეპატრონე თუ უფულოა აპა ჩხეტიანი ვერ იყიდის თავის ფულით ფეხბურთელს მაგარი მეპატრონე კი ყოლია ტორპედოს.
gia
torbedos saertod ar chirdeba prezidenti.isedac mshvenivrad gaartmeven tavs .da prezidents tu prezidentoba unda mashin moitanos puli da ukidos kai futbalistebi.prezidents ro xelpasi ekneba gundshi is prezidenti pexburtels mogkvans aaa gamecit pasuxi.kokaias konda xelpasi?pipias ak xelpasi? da xalxo cota gamopxizldit.raknas am bichebma tavis terenebianad? raknan ver gamovlen da mas rasac vambob ver itkvian.arada magrad uchirt.im prexidentis xelpasit ert kai futbalists moikvanden.vnaxot aba ras izaven tu caikitxaven da cotas mainc dapikrdebian.ro prezidens xelpasi klubshi ar unda kondes da im tanxit pexburteli unda moikvan
qomagi
visze gakidet aba torpedo 2-3 kargi legioneris damateba tu ar shegizliat? aset xalxs rogor azlevt gunds? eg xart sul?))))))))

erti normaluri legioneris puli ra ver shekarit vercertma ra xalxi xart bicho aba ra azri ak sadme gasvlas da pretenziebs daietie sadac xar sad midixar trenchinma rac giknat is monagoni ikneba ligaze lobui gundi gagimeorebt magas:)))))))))!
Giorgi
იჯარაზე მაინც იჩალიჩეთ იგივე თურქეთიდან,საბერძნეთიდან,კვიპროსიდან,არიან იქ გუნდები რომლებიც სისტემატურად გამოდიან ევროტურნირებზე,თქვენ იმ დონის ხელფასებს ვერ გაქაჩავთ მარა ძირითადში თამაშის პერსპექტივითაც მოხიბლავთ ტიპებს.ან და თავისუფალი აგენტების ბაზარს დაეჩალიჩეთ.უამრავი გზა არსებობს გუნდის გასაძლიერებლად ბოლობოლო.
Tbiliseli
რა ტვინი წაიღე ამ თანხები, თანხების ძახილით. გუნდმა ამდენი თამაში მოიგო ჩემპიონატში და თასზე, ამაზე თანხებს ხო გაძლევთ სახელმწიფო? ჩემპიონობაზე ხო გაძლევთ ფულს? თასის ფინალში რო ითამაშეთ მაგაზეც ხო მოგცეს ფული. პლუს ეს ახალი მფლობელი რო მოვიდა გუნდში, ლარ ნახევრით მოვიდა? არ აფინანსებს გუნდს? თუ სად მიდის ეგ ფული, "ჯიბაში"? მორიგი სირცხვილი გველოდება, ტრენჩინი მონაგონი იქნება. დინამოს რა ვუთხარი თორე ესენი როგორ უნდა გაუშვა ლიგაზე.
თბილისელი
წელსაც სირცხვილი უნდა ვჩამოთ ჩემპიონობის აზრი მაინტერესებს თუ ევრო ტურნირებზე ისევ უნდა განადგურდეთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს