უმცროსი "ბორჯღალოსნები", რომლებიც 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს მესამე, ერთკვირიან შეკრებას ასრულებენ, გუშინ კი "შევარდენის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარნეულის "არმაზთან", შეკრების დამაგვირგვინებელი საკონტროლო მატჩი გამართეს.

მზადების ახალ ციკლში ეს 20-წლამდელების პირველი შეხვედრა იყო და მიუხედავად სიცივისა, მას ქომაგი მრავლად დაესწრო. მათ შორის 20-წლამდელთა გარჯას აკვირდებოდნენ "ბორჯღალოსანთა" თავკაცები მილტონ ჰეიგი და შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი, ასევე, 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით და დიდი 10-ის კლუბების რამდენიმე მწვრთნელი.

უმცროსი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელებს შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშის საქმეში ხილვა სურდათ და ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარეს. თამაში შედარებით გამოცდილმა მორაგბეებმა დაიწყეს, მათ, რომლებმაც 20-წლამდელებთან ერთად მზადება 2017 წელს გაიარეს. ეს ხარისხზეც აისახა. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 4 ლელო გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი ერთი გაუშვეს.

მეორე ტაიმში ინიციატივას "არმაზი" დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, თუმცა თავადაც ორი გაუშვა. საბოლოოდ, ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გუნდმა 6:3 იმარჯვა (საკონტროლო, მართვად მატჩებში ლელოების ოდენობა ითვლება).

მაისურაძეს ამ თამაშმა ბევრი რამ დაანახა და შეცდომების გამოსწორებას, ასევე, არსებულის გაუმჯობესებას შემდეგ სამდღიან შეკრებაზე ეცდება (28-31 იანვარი), შედეგებს კი ფრანგული ტურნეს დროს დააკვირდება, რომლის ფარგლებში უმცროსი "ბორჯღალოსნები" მასპინძელთა 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ თამაშს გამართავენ (11 და 16 თებერვალს).

"თამაშით ნაწილობრივ კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა, რომ შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშებ და ახალ მოთამაშეებს შორის ჯერაც ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენი მიზანია, რომ ეს სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. "არმაზთან" პირველი ტაიმი შედარებით უკეთ ჩავატარეთ. დაცვაში და ბურთის მოგების ზონაში კარგად გამოვიყურებოდით. მეტი შეგვიძლია შერკინებაში და დღეს შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა ზეწოლა გააძლიერეს. გვექნება ვიდეოგანხილვა და ამის შემდეგ უფრო ბევრი რამ გამოჩნდება.

"სამუშაო პროცესი გრძელდება და თებერვალში ფრანგებთან დაგეგმილი ორი თამაში კიდევ უფრო ბევრ რამეს დაგვანახებს. ლეგიონერებიდან საფრანგეთში გელა აფრასიძე და ლუკა აზარაშვილი ვერ დაგვეხმარებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკება თედო აბჟანდაძის, ლუკა მაჭარაშვილისა და ჯემალ შათირიშვილის შესახებ“ - ამბობს მაისურაძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს