12-15 იანვარს ავსტრიის საკურორტო ქალაქ მიტერსილში ძიუდოისტთა წლის პირველი კემპის პარალელურად გაიმართა
12-15 იანვარს ავსტრიის საკურორტო ქალაქ მიტერსილში ძიუდოისტთა წლის პირველი კემპის პარალელურად გაიმართა IJF-ის მასშტაბური სემინარი მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის, რომელსაც ძიუდოს სამყაროს უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან.

საზოგადოებას გააცნეს ახალი წესები და აუხსნეს ნიუანსები, რომლებიც ამ წესების ცვლილებას ახლავს თან.

სემინარს ქართველი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ვლადიმერ ნუცუბიძე და მერაბ ლოსეურაშვილიც ესწრებოდნენ.

მათ გადაეცათ ბუკლეტები და განმარტებითი ბარათები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ცვლილება.

მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც უახლოეს ტურნირებში ძალაში შევა.

ორი ვაზარი იპონია.

დამატებით დროში შიდო არ იგებს.

შეხვედრის მოსაგებად დამატებით დროში აუცილებელია გდების შესრულება. შიდოების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძიუდოისტს დაუგროვდება სამი შიდო. ასეთი ძიუდოისტი გამოცხადდება დამარცხებულად.

იკრძალება დგომიდან მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების წამოწყება და გაკეთება.

ასეთ შემთხვევაში შეხვედრა გაჩერდება და შემტევ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება. შესაბამისად, იკრძალება ხელის გადატრიალებით, მკლავის ჩაკეტვით და ძალის გამოყენებით დგომიდან მეტოქის იძულებით გადაყვანა ქვეჭიდში. ასევე იკრძალება ე.წ. შეხტომით მტკივნეულის გაკეთება ( Flying juji gatame ), რასაც საკმაოდ წარმატებულად აკეთებდა ზებედა რეხვიაშვილი და არაერთი სხვა ძიუდოისტი.

ასევე იკრძალება მტკივნეული თუ მახრჩობელა ილეთის ქვეჭიდში შესრულებისას წამოდგომა და ილეთის გაგრძელება დგომში. იმ საბაბით, რომ ქვეჭიდში სპორტსმენს რამდენიმე ოფცია აქვს - შეუძლია გადატრიალდეს, თავი დაიძვრინოს, ანაც დანებდეს ხელის დარტყმით. დგომში კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რაც ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას. ამ შემთხვევაში შეხვედრა შეჩერდება, სასჯელის გარეშე.

დასაშვები ხდება ქვეჭიდიდან წამოდგომა და დინამიკაში შედეგიანი გდების შესრულება.

აქამდე თუ ქვეჭიდიდან წამოდგომისთანავე მსაჯი შეხვედრას აჩერებდა მატეთი, ამიერიდან ასე აღარ იქნება. შესაბამისი საბაბის არარსებობის შემთხვევაში შეხვედრა გრძელდება და წამომდგარ ძიუდოისტს შეეძლება შედეგიანი გდების შესრულება.

ილეთი - კონტრილეთი

ილეთზე კონტრილეთის შესრულების დროს თუ აქტიური ძიუდოისტი პირველად თვითონ დაეცემა ზურგზე და მეტოქეს შემდეგ გადააგდებს, ილეთი არ შეფასდება და შეხვედრა გრძელდება.

თუ ძიუდოისტმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და ორივე წავიდა ტატამისკენ, იმისათვის, რომ კონტრილეთის შემსრულებელ სპორტსმენს გდება შეუფასდეს, იგი არ უნდა დავარდეს ზურგზე.

ეს რეგულაცია ეხება მხოლოდ კონტრილეთის შესრულების შემთხვევებს.

ყველა სხვა შემთხვევაში ე.წ. თვითშეწირვის ილეთის შესრულებისას ( Tomoe nage, Ura nage, Sumi gaeshi და სხვა), რომლებიც კეთდება ზურგის გამოყენებით, არაფერი შეცვლილა და ბუნებრივია, წარმატებული გდება ჩაითვლება.

ქვეჭიდში ფეხის გაჭიმვა აკრძალულია

როდესაც დგომიდან ძიუდოისტს მეტოქე გადაჰყავს ქვეჭიდში, ცდილობს მტკივნეულის გაკეთებას, ერთი ხელით კისერი უჭირავს და მეორე ხელით ფეხს უჭიმავს, მსაჯი მომენტალურად გააჩერებს შეხვედრას და შემტევი ძიუდოისტი გაფრთხილებას მიიღებს.

აღწერილ პოზიციაში დასაშვებია ხელის მოკიდება ფეხზე მუხლის სახსარში. მუხლს ქვემოთ კოჭის მიმართულებით ხელის მოკიდება და მეტოქის ფეხის გაჭიმვა ისჯება შიდოთი.

ძირითადი ან მეორადი ნებისმიერი მტკივნეული ილეთი ფეხის სახსრებზე დასჯადია.

ორმაგი ჰანსოკუმაკე

ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამიერიდან შესაძლებელი ხდება, რომ შეხვედრაში ორივე ძიუდოისტი პასიურობისა და მესამე შიდოს მიღებისთვის ერთდროულად მოიხსნას შეჯიბრიდან (ძველი წესებით შეხვედრა გადადიოდა დამატებით დროში).

ამ წესის შემოღების მიზანია - სპორტსმენები არ იყვნენ პასიურნი და გრძნობდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მკაცრად დასჯის შესაძლებლობა არსებობს.

თუ ასეთი შემთხვევა ტურნირის პირველ, მეორე ან მესამე წრეში მოხდა, ორივე ძიუდოისტი იხსნება ტურნირიდან.

მეოთხედფინალის შემთხვევაში ორივე გავა მე-7 ადგილზე და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეშვიდეადგილოსანი.

ნახევარფინალში თუ მოიხსნებიან, ორივე დაიკავებს მე-5 ადგილს და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეხუთეადგილოსანი.

ფინალური შეხვედრის შემთხვევაში ორივე მიიღებს ვერცხლის მედალს.

დათვის ჩავლება ( Bear hug )

დაუშვებელია მეტოქეზე მივარდნა და ხელების შემოხვევით გდების გაკეთება პირველადი ჩავლების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შემტევ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება.

მოქმედება რომ ლეგალურად ჩაითვალოს, აუცილებელია, შემტევ სპორტსმენს აღებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი ჩავლება. ხელის მიდება საკმარისი არ არის.

დასაშვებია რეალური ჩავლების აღებისთანავე მომენტალურად ხელების შემოხვევა და გდების შესრულება.

მკაცრდება ამუნიციის კონტროლი. გარდა სახელოების სიგრძისა, შემოწმდება ასევე კიმონოს სიგრძეც.

ხიდი შიდო-ჰანსოკუმაკე

თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად გადადის თავზე და ეყრდნობა ერთ ან ორივე ფეხს, შეხვედრა ჩერდება და მეტოქეს უფიქსირდება სუფთა მოგება - იპონი.

თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად იყენებს თავს, ტრიალდება თავზე, ცვლის მიმართულების კუთხეს და ეცემა გვერდზე ან მუცელზე, შეხვედრა ჩერდება, მეტოქეს უფიქსირდება სუფთა გამარჯვება, ხოლო აღნიშნული სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან - ჰანსოკუმაკე.

მკაცრდება გაფრთხილებები არატრადიციულ ჩავლებებზე (ცალმხრივი, ჯვარედინი, ქამრის, "პისტოლეტის", ჯიბის, თითების სახელოში შეყოფით). ამიერიდან, მსგავსი ჩავლების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი შეტევა.

ასევე განხილულ იქნა შემთხვევები, თუ როდის შეიძლება ძიუდოისტს მიეცეს გაფრთხილება მეტოქეზე არალეგალურად მიწოლისა და ტატამიდან გაყვანის შემთხვევაში, როდის შეიძლება მიეცეს გაფრთხილება ჩახვეული ფეხის არალეგალურად გამოყების შემთხვევაში და ა. შ.

ზოგადად, კანონმდებლები შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული, და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველი არ არის - შემტევი ძიუდოისტი მიიღებს გაფრთხილებას - შიდო.

- თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველია, მაშინ შემტევი ძიუდოისტი იღებს დისკვალიფიკაციას - ჰანსოკუმაკე და იხსნება შეჯიბრიდან.

IJF-ის ოფიციოზის თქმით, განვითარებაზე მუდმივი ფიქრი და წესებში ცვლილებები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - ძიუდო გახდეს ადვილად გასაგები და აღსაქმელი როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი გულშემატკივრებისთვის მთელ მსოფლიოში.

არაფერი ემუქრება ძიუდოს პრინციპებს, თუმცა წესები, ისევე, როგორ სპორტის მრავალ სახეობაში, განიცდის მუდმივ პროგრესს და ცვლას ისევ და ისევ ჭიდაობის ამ ლამაზი სახეობის სასიკეთოდ.

შეცვლილ წესებს, ისევე, როგორც მთელი გასული წლის მანძილზე, ახლაც დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში კვლავაც იქნება ცვლილებები.

წესებში ცვლილებები დაამუშავა ირაკლი ხმელიძემ, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ვლადიმერ ნუცუბიძის რედაქტირებით.

ირაკლიუსი
მადლობა ავტორს, კარგად გადმოცემული ინფორმაციისთვის.
kosta
ბოდიში ვიხდი და ჭიდაობა შეიძლება ახალი წესებით??!?!
jorj
ბოლოს ისე იქნება ბალეტს დაამსგავსებენ ამდენი წესების შეცვლებით ძიუდოს.
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე
ძიუდოში შესაძლოა დრო შემცირდეს - ინტერვიუ ვლადიმერ ნუცუბიძესთან
ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] ბოლო დღეების იმედად
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის