ამ უქმეებზე კიდევ ერთი ტურით მიუახლოვდება "ბარსელონა" სანუკვარ მიზანს
ამ უქმეებზე კიდევ ერთი ტურით მიუახლოვდება "ბარსელონა" სანუკვარ მიზანს - ჩემპიონობას, რომლის დაკარგვაც უფრო რთული უნდა იყოს კატალონიელებისათვის, ვიდრე ამხელა ჰანდიკაპიდან მინიმალურის შენარჩუნება სეზონის ბოლოსთვის.

"ბარსას" უახლოეს კონკურენტ "ატლეტიკოს" 9 ქულა აშორებს ლიდერთან და დიეგო სიმეონეს კრებული, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ბოლომდე იბრძოლებს. მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ამხელა უპირატესობა გაანიავოს.

"ბარსა" სევილიაში ჩადის და ბოლო ორ შეხვედრაში მოგებებით მოფერიანებულ და ცხრილის ზედა ნახევარში ასულ "ბეტისს" ხვდება. სხვათა შორის, გასულ სეზონში კატალონიელებმა სტუმრად ვერ მოიგეს (1:1), თუმცა ურთიერთშეხვედრებში ძირითადად მათი უდიდესი უპირატესობაა.

ჟერარდ პიკე ამ მატჩზე ახალკონტრაქტდამშვენებული ჩადის - "ბარსელონამ" 2022 წლამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება მას. მოკლედ, იმ დროისთვის ჟერარდი 35 წლის იქნება. გამოდის, რომ მან ლამის კარიერის დასრულებამდე გაინაღდა "ბარსელონაში" ბურთაობა.

პიკემ ლამის მთელი კარიერა "ბარსას" უძღვნა. ლა მასიაში იგი 10 წლის ასაკში მივიდა და, თუ არ ჩავთვლით "იუნაიტედში" გატარებულ 4 სეზონს, სულ კატალონიურ გრანდშია. იერი მინამ 24-ნომრიანი მაისურა აირჩია და შესაძლოა, ითამაშოს კიდეც. რაც შეეხება პაულინიოს ტრავმას, განგაში ცრუ გამოდგა და ბრაზილიელს "ბეტისთან" ელიან.

"ატლეტიკო" "ჟირონას" მასპინძლობს. ამ კასტილიურ-კატალონიურ დაპირისპირებას ისტორია, ფაქტობრივად, არ აქვს - I წრეში "ჟირონამ" 2:2 ითამაშა მადრიდულ კლუბთან, სულ ეს არის. სიმეონეს გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი დიეგო კოშტა, გაბი და სტეფან სავიჩი უბრუნდებიან.

სამაგიეროდ, ახლა დიეგო გოდინია დისკვალიფიცირებული. ძალზე საეჭვოა ფილიპე ლუიშის თამაში.

მადრიდის "რეალი", რომლისთვისაც საჩემპიონო რბოლა, ალბათ, მარცხით დასრულდა, "დეპორტივოს" მასპინძლობს. ერთ დროს ეს ტურის ცენტრალური მატჩი იქნებოდა, მაგრამ ახლანდელი "დეპორტივო" ძველის აჩრდილია, სტუმრად გალისიელებს საერთოდ სავალალო შედეგები აქვთ.

ფაქტები

"ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 26 მატჩიდან 23 მოიგო.

"ბეტისმა" ბოლო სამ შეხვედრაში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაუშვა თითოეულ თამაშში.

"დეპორტივომ" ლა ლიგაში ბოლო 28 საგარეო მატჩიდან მოგება 26-ში ვერ შეძლო.

"ატლეტიკომ" ბოლო 9 მატჩიდან 7-ში ლა ლიგაში გოლი არ გაუშვა.

"ატლეტიკოს" ლა ლიგის ბოლო 23 მატჩიდან 22-ში არ წაუგია.

ლა ლიგა. XIX ტური

პარასკევი, 19 იანვარი

ხეტაფე-ბილბაო 23:59

შაბათი, 20 იანვარი

ესპანიოლი-სევილია 16:00

ატლეტიკო-ჟირონა 19:15

ვილიარეალი-ლევანტე 21:30

ლას პალმასი-ვალენსია 23:45

კვირა, 21 იანვარი

ალავესი-ლეგანესი 15:00

რეალი-დეპორტივო 19:15

სოსიედადი-სელტა 21:30

ბეტისი-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 22 იანვარი

ეიბარი-მალაგა 23:59

ბომბარდირები: 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისი" გაანადგურა, გონსალო გარსიამ ვან ნისტელროის მიღწევა გაიმეორა...
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ანტონი "ბეტისში" ბრუნდება - ბრაზილიელი ესპანეთში გაემგზავრა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა