ემოციების ზღვა კალჩოში; კარაბინიერებმა ვინმე მარკო რიგეტო დააკავეს, რომელიც მილანური დერბის ჩაშლას ტერორისტული აქტით აპირებდა
გასულ უქმეებზე, იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ემოციები დუღდა და გადმოდუღდა. ჯერ კიდევ თამაშების დაწყებამდე ატყდა ერთი ამბავი, როდესაც კარაბინიერებმა ვინმე მარკო რიგეტო დააკავეს, რომელიც მილანური დერბის ჩაშლას ტერორისტული აქტით აპირებდა - თუმცა, დერბის და ფეხბურთს ვინ ჩივის, ასაფეთქებული ნივთიერება რომ ამოქმედებულიყო, ასობით ადამიანი დაიღუპებოდა. "მადონინა" ღვთაებრივ დერბის ნიშნავს და ღმერთმა მართლაც დაიფარა იტალია დიდი ტრაგედიისგან.

დერბი შედგა, "მილანმა" მიწასთან გაასწორა თანაქალაქელი და ამის შესახებ ტურის მიმოხილვაში ვრცლად ვისაუბრეთ. იმ ბანერის შესახებაც ვთქვით, რომელიც "როსონერის" ულტრასებმა თავის სექტორზე გაშალეს, თუმცა დღეს კიდევ უფრო ვრცლად უნდა შევეხოთ ამ თემას, რადგან იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბანერზე იესო ქრისტე გახლდათ გამოსახული და მისი თორმეტი მოწაფე - იქიდან თერთმეტი "შავ-წითელ" სამოსში იყო გამოსახული, ერთი, ანუ იუდა კი "შავ-ლურჯში". თუ ვინ იყო იმ ბანერზე იუდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - რა თქმა უნდა, "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი ლეონარდო. ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად მთელი საფეხბურთო კარიერა "მილანში" გაატარა და სამწვრთნელო საქმიანობაც ამ გუნდში დაიწყო, დღეს "ინტერის" მთავარი მწვრთნელია, რაც მისი მშობლიური გუნდის გულშემატკივრებმა ვერ აიტანეს. ლეოს საქციელი არაერთმა "მილანისტამ" გააკრიტიკა, ბევრმა კი უბრალოდ განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებდა - მაგალითად, პაოლო მალდინიმ და კარლო ანჩელოტიმ. ერთადერთი, ვინც ლეონარდოს საქციელი გაამართლა, ტიაგო სილვა გახლდათ. აი, რა განაცხადა "მილანის" ცენტრალურმა მცველმა:

"მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არაა, რაც "მილანში" ვასპარეზობ, ამ გუნდის გარეშე ჩემი თავი ვეღარ წარმომიდგენია. მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სხვაგან გადასვლაზე არც კი ვიფიქრებდი და აქვე დავასრულებდი კარიერას. თუმცა, ლეონარდო დამწყები სპეციალისტია და როდესაც ასეთ წინადადებას იღებ, ძნელია უარი თქვა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ მისცა "მილანს" და ვერ დავეთანხმები ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც ღალატში დასდეს ბრალი და შეიძულეს. თანაც, ზუსტად ვიცი, რომ ლეო დღემდე "როსონერის" ქომაგად რჩება და მის გულში ჩვენს გუნდს დიდი ადგილი უკავია".

ლეონარდოს თქმით, მას ერთი წუთითაც არ უნანია, რომ "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. არადა, ამ ნაბიჯით ნახევარი მილანი გადაიმტერა, ის ნახევარი, რომელიც აღმერთებდა - გააღმერთებს თუ არა ლეოს ქალაქის მეორე ნახევარი, დღეს ამაზე საუბარი ძალიან ადრეა.

ედინსონ კავანის უკვე აღმერთებენ ნეაპოლში და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ აუცილებლად ვისაუბრეთ. წინასიტყვაობაში კი იმ ატმოსფეროზე ვთქვათ, რომელიც "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი"-"ლაციოს" მატჩის მსვლელობისას იყო. ამ მართლაც ფანტასტიკურმა თამაშმა ჭკუიდან გადაიყვანა ტრიბუნებზე შეკრებილი 60 000 ტიფოზი და მათ შორის, სამხრეთული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. კავანის მიერ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ, სენიორ აურელიოს სტატუსიც დაავიწყდა და ასაკიც: გაგიჟდა, გადაირია და ისე იქცეოდა, როგორც რიგითი ულტრასი - ამის შემხედვარე, სრულიად ნათელი ხდება თუ რატომ არ შეიძლება იტალიაში ესპანური ტრადიციის დანერგვა, სადაც კლუბების პრეზიდენტები ერთმანეთის გვერდით სხედან.

ტურის სიმბოლური ნაკრები

სტორარი (იუვენტუსი) - მაჯო (ნაპოლი), აკარდი (ბრეშა), ნესტა (მილანი), გროსო (იუვენტუსი) - ბერტოლაჩი (ლეჩე), ზეედორფი (მილანი), მაური (ლაციო), დოსენა (ნაპოლი) - კავანი (ნაპოლი), პატო (მილანი).

ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმამ "იუვენტუსს" ვერაფერი დააკლო - პირიქით, მარკო სტორარიმ ბრწყინვალედ იასპარეზა "რომასთან" პაექრობაში და ის, რომ ტურინელებმა დედაქალაქში სამი ქულა აიღეს, ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. შესაბამისად, ტურის სიმბოლურ გუნდში სრულიად დამსახურებულად მოხვდა. მერვედ ერგო ასეთი პატივი ედინსონ კავანის, რომელმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარა "ლაციოს" წინაარმდეგ და განაპირობა კიდეც "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება. ურუგვაელს ალეშანდრე პატო უმშვენებს გვერდს, ბრაზილიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა მილანურ დერბიში და მისი რჩეულ ფეხბურთელებს შორის მოხვედრაც სრულიად ბუნებრივია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სიმბოლურში მხოლოდ ორი გამოკვეთილი თავდამსხმელი მოხვდა, ოთხი ნახევარმცველი და ოთხიც მცველი, ანუ კლასიკური ტაქტიკა: 4-4-2 მივიღეთ. შუახაზში კლარენს ზეედორფი და სტეფანო მაური უნდა გამოვარჩიოთ - ჰოლანდიელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა "მადონინაში", უდირიჟორა გუნდს და ისეთი პასები არიგა, ერთ რამედ ღირდა. რაც შეეხება მაურის, "ლაციოს" ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა და ის, რომ "ბიანკოჩელესტეს" შეტევა ძალიან კარგად გამოიყურებოდა, სწორედ მისი დამსახურება გახლდათ - სტეფანოს გოლი კი ცალკე სალაპარაკო თემაა, ორ მცველს აუარა გვერდი და მარცხენა ფეხით შეაცურა ბურთი მორგან დე სანკტისის კარის ბადეში.

ტურის გმირი

როდესაც მილანურ დერბიში დუბლს შეასრულებ, ეს გოლები კი გამარჯვების მომტანი გამოდგება და მიუხედავად ამისა, ტურის გმირის სტატუსს სხვას მიანიჭებენ, ე.ი. იმ სხვამ საოცარი თამაში ჩაატარა. ედინსონ კავანიმ მართლაც რომ იფრინა და "ნაპოლის" კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ვინ მოთვლის მერამდენე შეხვედრაში შეაგდო ურუგვაელმა გადამწყვეტი გოლი, თუ გოლები და სამხრეთელებს სამი ქულა ააღებინა. ამ შემთხვევაში ჰეთთრიკი შეასრულა "ლაციოსთან" პაექრობაში და საკუთარი გოლების რაოდენობა 25-მდე გაზარდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ედინსონისთვის ეს პირველი სეზონია ნეაპოლურ გუნდში და გამომდინარე აქედან, მისი მიღწევა კიდევ უფრო დასაფასებელია. ნამატჩევს, ურუგვაელი შესანიშნავ ხასიათზე იყო:

"ჩემი ასეთი თამაში დიდწილად გულშემატკივრების დამსახურებაა და ეს ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ გეგონოთ. როდესაც თითოეულ პაექრობაში 50 000-მდე გადარეული ტიფოზი მხარს გიჭერს, შეუძლებელია, რომ საკუთარ თავს მაქსიმუმი არ მოთხოვო. მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლში გადმოვბარგდი, ამ მართლაც საოცარ, გადარეულ ქალაქში".

ტურის ცვლილება

ნეაპოლელები კარგი გაგებით მართლაც გადარეულები და გიჟები არიან, მაგრამ მათ რომ არც სიცილიელები ჩამორჩებიან დიდად, მაურიციო ძამპარინის მაგალითზეც კარგად ჩანს. მას შემდეგ, რაც სიცილიურ დერბიში "პალერმომ" გამანადგურებელი მარცხი იწვნია "კატანიასთან", ძამპარინიმ სერსე კოსმის გათავისუფლების გადაწყვეწტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მაურიციოსგან სიურპრიზები ჩვეულებრივი ამბავია, ასეთმა არანორმალურმა გადაწყვეტილებამ მაინც ბევრი გააკვირვა. შეგახსენებთ, რომ სერსე კოსმი დაახლოებით ერთი თვის წინ შეცვალა დელიო როსი და ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმითაც შეუდგა. და გაინტერესებთ ვინ შეცვლის კოსმის? - კარგად დაჯექით სკამზე: დელიო როსი.

XXXI ტურს კიდევ ერთი სამწვრთნელო ცვლილება მოჰყვა - "ბარისთან" საშინაო მარცხის შემდეგ, "პარმას" მთავარი მწვრთნელის პოსტი პასკუალე მარინომ დატოვა., უფრო სწორად გაათავისუფლეს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარინოს ფრანკო კოლომბა შეცვლის, რომელიც უახლოეს დღეებში ემილიურ კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტს სეზონის ბოლომდე ექნება ძალა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ პარმეზანელებმა ელიტაში შეინარჩუნეს ადგილი.

ტურის მოულოდნელობა

ტურის მოულოდნელობა "უდინეზეს" "ლეჩესთან" მარცხი გახლავთ. არადა, ტურის წინასიტყვაობაში ვამბობდით, რომ XXXI სათამაშო დღე შესაძლოა ფრიულელების ყოფილიყო განსაკუთრებულად წარმატებული. "უდინეზეს" აუცილებლად უნდა მოეგო ჩემპიონატის აუტსაიდერისთვის და ყველა შემთხვევაში გაიუმჯობესებდა სატურნირო მდგომარეობას, რადგან კონკურენტები აუცილებლად დაკარგავდნენ ქულებს. თავად განსაჯეთ, უდინელებს რომ მოეგოთ, მთავარ მდევარ "ლაციოს" მთელი ხუთი ქულით გაუსწრებდნენ და უდიდეს ნაბიჯს გადადგავდნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ. თუმცა, ბოლო დროს ბრწყინვალედ მოასპარეზე უდინელებმა მოულოდნელი მარცხი იწვნიეს ლეჩეში და ცამეტმატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყვიტეს. ბედი, რომ "ლაციოც" დამარცხდა და "უდინეზე" კვლავაც მეოთხე ადგილზეა სატურნირო ცხრილში.

ტურის ფრაზები

ედინსონ კავანი (ნაპოლი): "მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლში გადმოვბარგდი, ამ მართლაც საოცარ, გადარეულ ქალაქში ".

მარკო სტორარი (იუვენტუსი): "მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს იმას, რასაც მოედანზე ვაკეთებ - იმედია, ჩვენი მწვრთნელი ბრმა არ არის".

ციფრები და ფაქტები

- ალეშანდრე პატომ მეათე დუბლი შეასრულა სერია A-ს პაექრობებში;

- "ლაციომ" პირველად წააგო ნეაპოლში 1996 წლის დეკემბრის შემდეგ;

- "კატანიამ" ზედიზედ მეოთხე საშინაო შეხვედრა მოიგო;

- "ფიორენტინამ" წაუგებელი მატჩების სერია ექვსამდე გაზარდა;

- "უდინეზემ" 13-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა;

- ანდრეა კარაჩოლომ მეორასე შეხვედრა გამართა "ბრეშას" შემადგენლობაში და 52-ე გოლი გაიტანა;

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!