"ბაია" მომავალი სეზონისთვის მთლიანად საკუთარ ბაზაზე ემზადება, მაგრამ ზუგდიდურმა გუნდმა გუშინ ქალაქი რამდენიმე საათით დატოვა...

"ბაია" მომავალი სეზონისთვის მთლიანად საკუთარ ბაზაზე ემზადება, მაგრამ ზუგდიდურმა გუნდმა გუშინ ქალაქი რამდენიმე საათით დატოვა. "ბაია" ურეკში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანულ "განჯას" გაეჯიბრა. მატჩი საქართველოში შეკრებაზე მყოფმა აზერბაიჯანელებმა მინიმალურად, 1:0 მოიგეს. გამარჯვების გოლი მათ პირველი ტაიმის შუაწელში გაიტანეს.

"მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, რადგან შეტევაში კარგად ვითამაშეთ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მარცხი რაღა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ არა უშავს, მთავარი ისაა, რომ ამ თამაშმა თავისი ფუნქცია შეასრულა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ გუნდის მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ახალი სეზონის სტარტს კარგ ფორმაში მყოფნი შევხვდებით", - გვითხრა "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა.

"ბაიამ" განჯას წინააღმდეგ ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშა და მატჩის დროს გუნდში მხოლოდ სამი ცვლილება განხორციელდა: სომხიშვილი – კვეკვესკირი, რ. ონიანი (კვესეიშვილი), ჭიჭვეიშვილი, აკობია – დოლიძე (კუკავა), გოგობერიშვილი, გუგუჩია, კ. ჩხეტიანი, წურწუმია (სიხარულია) – მეგრელაძე.

შეხვედრისას ტრავმა მიიღო "ბაიას" კაპიტანმა როინ ონიანმა და შესაცვლელი შეიქნა, მაგრამ დაზიანება სერიოზული არაა და ვეტერანი მცველი მწყობრში სულ მალე ჩადგება.

როგორც ხედავთ, "ბაიას" შემადგენლობაში ითამაშა ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ, რომელსაც შეგახსენებთ, მძიმე ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. იგი თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, მაგრამ იქ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია, ევროტურნირებზე კი რუსთავის "ოლიმპს" დაეხმარა. დოლიძის "ბაიაში" ჩარიცხვა ბოლომდე ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ქომეთიანმა გვითხრა, ზუგდიდურ კლუბში მის დარჩენას წინ აღარაფერი უდგას. "ბაიას" თავკაცი შეგვპირდა, რომ დღეისთვის გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულის ვინაობას გაგვიმხელს და "ბაიას" დაკომპლექტებაც ალბათ, ამით დასრულდება.

მოსამზადებელი პერიოდის ბოლო საკონტროლო მატჩს "ბაია" 29 ივლისს მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს შეხვედრა ზუგდიდის ბაზაზე გაიმართება. საქართველოს 22-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში "ბაია" 6 აგვისტოს ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა