23 წლის მცველი ნიკა ჭანტურია ამჟამად თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს. მას თბილისელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სხვა პოზიციებზეც ათამაშებდა.

ნიკას ასევე 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზეც აქვს ნათამაშები. იგი თბილისის "დინამოს" კაპიტანიც გახლდათ.

იყო პერიოდი, როდესაც ჭანტურია ლონდონის "არსენალში" ისინჯებოდა და მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო.

ამ და სხვა სიანტერესო თემებთან დაკავშირებით, Sportall.ge ჭანტურიას ესაუბრა.

- უპირველეს ყოვლისა, გკითხავთ, რას აპირებთ მომავალი სეზონისთვის, ისევ "ლოკომოტივში" იასპარეზებთ თუ არის სხვა ვარიანტებიც?

- "ლოკომოტივთან" მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს და ამ გუნდის სრულუფლებიანი წევრი ვარ. 2018 წლის სეზონშიც ამ გუნდში ვიასპარეზებ.

- როგორ შეაფასებდით "ლოკომოტივის" ასპარეზობას გასულ სეზონში?

- ზოგადად, სტაბილური გუნდის ჩამოყალიბებას დრო უნდა და ვთვლი, რომ იდეალური შედეგი არ იყო. ალბათ, უფრო მეტი შეიძლებოდა... იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში, მაგრამ ალბათ, საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა არასტაბილურობა იყო.

- თქვენ გიორგი დევდარიანზე ამბობდით, რომ მან გუნდი ერთსულოვანი და ერთ მუშტად შეკრული გახადა. ასევე, მან "ლოკომოტივის" შედეგები გააუმჯობესა, მაგრამ კონტრაქტი მაინც არ გაუხანგრძლივეს...

- ფეხბურთელი ვარ და მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო და ფეხბურთელს ჩარევის უფლება არ აქვს.

რაც შეეხება გიორგი დევდარიანს, მინდა მადლობა გადავუხადო და შემდეგში წარმატებები ვუსურვო.

- გიორგი დევდარიანმა თქვენ პოზიცია შეგიცვალათ და საყრდენად გაგამწესათ...

- დევდარიანი რამდენიმე პოზიციაზე მათამაშებდა. თანამედროვე ფეხბურთში უნივერსალური მოთამაშეები უფრო ფასობენ და ძალიან კარგია, სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა რომ მომეცა.

- ლონდონის "არსენალზეც" გკითხავთ. რა მოხდა მაშინ, რამ შეგიშალათ ხელი უცხოეთში დარჩენაში, როდესაც "არსენალში" ვარჯიშობდით?

- არაევროკავშირელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ბრიტანეთის სამუშაო ვიზის აღებაა. პლუს ამას, ნაკრებში თამაშების 75% უნდა გქონდეს ჩატარებული ბოლო 2 წელში და კიდევ სხვა დეტალები... რაც არაევროკავშირელს უნდა უხადონ ბრიტანეთში, ერთ ესპანელ, ერთ გერმანელ და ერთსაც ფრანგ ფეხბურთელს ჩაიყვან მაგ თანხით...

ასე რომ, ქართველისთვის პრემიერლიგა უფრო რთულია, ვიდრე სხვა ჩემპიონატებში გადასვლა.

- როგორ ფიქრობთ, "არსენალში" რომ დარჩენილიყავით, როგორ წარიმართებოდა თქვენი კარიერა?

- ალბათ, გაცილებით სხვაგვარად... ასეთ გარემოში რომ ხვდები, ერთი ნაბიჯი გაშორებს, უმაღლეს დონეზე რომ ითამაშო. მთავარია, ფეხბურთელი საქმეს სწორად მიუდგეს და იქაურ რიტმს აჰყვეს.

როცა ფეხბურთი გიყვარს და ახალგაზრდა ფეხბურთელი "არსენალში" მოხვდები, ეს გაცილებით დიდი შანსია. სწორედ "არსენალმა" იქონია დიდი გავლენა, თორემ სხვა გუნდებში თამაშის შანსი გაცილებით დიდი მქონდა... მაგ პერიოდში ინტერესი სხვა საკმაოდ კარგი გუნდებიდანაც იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და უკან გახედვას არ ვაპირებ.

- რა განსხვავება დაინახეთ ქართულ და ბრიტანულ ფეხბურთს შორის, როდესაც ლონდონში ჩახვედით და რა მოგცათ იქ გატარებულმა პერიოდმა?

- უდიდესი გამოცდილება მივიღე და სხვაობაც ყველა დეტალში უდიდესია. სავარჯიშო ბაზაზე ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ყველა დეტალი თავს ფეხბურთელად გაგრძნობინებს, მოტივაციას გიმატებს, რაც საბოლოო ჯამში შედეგებზეც აისახება.

- როგორ აფასებდნენ მწვრთნელები თქვენს თამაშს "არსენალში", ზოგადად, როგორი შეფასება გქონდათ?

- არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი და მოკლედ შემოვიფარგლები. საკმაოდ დადებითი შეფასება და კარგი პრესაც მქონდა. როდესაც პრესაში დაიწერა, რომ სინჯებს გავდიოდი, ჟურნალისტები "ნორვიჩთან" თამაშს დაესწრნენ და საკმაოდ დადებითი შეფასებაც მომცეს.

- ალბათ, რთულია, როდესაც ასეთი წარმატებული პერიოდის შემდეგ ცუდი დროება მოდის. რას გრძნობდით, როდესაც ყველაფერი წარსულში დარჩა?

- ცუდი პერიოდი როგორც ცხოვრების, ისე ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროა, რომ ტრავმებმა მნიშვნელოვანი პერიოდი გამომატოვებინა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ და წინ ვიყურები. ალბათ, რაღაცები უიღბლობასაც შემიძლია მივაწერო. რაც იყო, წარსულში დარჩა.

- 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი რომ გაიხსენოთ....

- ალბათ, ეს ყველაზე დადებითი პერიოდი იყო, რადგან ეს შენი ქვეყნის ნაკრებს უკავშირდება. როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად წარმატებებს აღწევ, ეს ორმაგად სასიხარულოა.

- ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას ერთი სული აქვს, ეროვნული ჩემპიონატიდან გაიქცეს და თითქმის ყველა უცხოურ ვარიანტს თანხმდება. რატომ ხდება ასე?

- ზოგადად, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ნიჭით და ტალანტით გამოირჩევიან. ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოში არაა ის დონე, რასაც თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს. სწორედ ესაა ფეხბურთელის ინტერესი, წავიდეს უკეთეს ჩემპიონატში.

- შემდეგ ეს წასული ფეხბურთელები საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახერხებენ....

- ვერ გეტყვით ამის რეალურ მიზეზს, რადგან საკუთარ თავზე არ გამომიცდია. ალბათ, ადაპტაცია და სასაუბრო ენა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. დანარჩენი მიზეზები ინდივიდუალურია.

- თქვენი აზრით, ქართულ ფეხბურთში ნიჭს სათანადოდ აფასებენ და კარგ განვითარებას უძებნიან?

- განვითარება ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ კარგია, რომ ბევრი რამე იცვლება. მოქმედი ფეხბურთელისგან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თავის მხრივ, ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაფასებული იყოს და სწორად განვითარდეს.

- შეხვედრის დაწყებამდე რაიმე ცრურწმენა თუ გაქვთ?

- არა, ცრურწმენების არ მწამს.

- ვინ არის პიროვნება, ვინც თქვენს კარიერაში დიდი როლი ითამაშა? ვინ არის თქვენი მოტივატორი?

- კონკრეტული პიროვნება არავინ. ჩემს კარიერაში როლი მთლიანად ჩემმა ოჯახმა შეიტანა. რაც შეეხება მოტივატორს, აქაც ჩემი ოჯახი და კიდევ ჩემი საცოლე.

- რომელია თქვენი ოცნების კლუბი?

- ჩემი ოცნებაა, "მილანში" ვითამაშო.

სალომე
კალაძე თუ აქებდა თავის ცოლს,ოჯახს ზუსტად მაგიტომ არის დღეს ყველა სფეროში წარმატებული))) რაც მიზნად დაისახა ყველაფერს მიაღწია. რამდენიც არ უნდა დაცინოთ ჯერ კიდევ ძააალიან დიდი ხანი იქნება ნომერ 1 ქართველი ფეხბურთელი რომელმაც 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ყველა დროის საუკეთესო მილანში ითამაშა. საცოლეს და ოჯახის ქება ადამიანისგან კი ყველაზე დიდი პლიუსია აბა დაუნახავი ადამიანი ვის რათ უნდა!!! მოდა კი არა ადამიანობაა ეს ხალხო !! ყველაფერში ცუდს ეძებთ მართლა რამ გაგაბოროტათ რა ცხოვრება გაქვთ ეგეთი სხვისი ლანძღვით რომ იმშვიდებთ თავს!
დათო
თქვენ რა იცით მისი შრომა ესე დარწმუნებით რომ ლაპარაკობთ მიზერულობაზე?? იმის მაგივრად ახალგაზრდა ფეხბურთელს წარმატება უსურვოთ რომელიც ტრავმებმა გააწვალა თორე თავის დროზე საამაყო 17 წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო , ამის მაგივრად ბოღმას ანთხევთ. და სულაც არ არის დასაცინი თუნდაც ,,წნორის'' მილანი მსგავსი შეხედულებების გამოა რომ წარმატებებს ვერ ვაღწევთ სპორტში, ყველას ეგრევე გრანდში თამაში უნდა და ხალხიც ამას მოითხოვთ. ამიტომ ლანძღვას და ირონიას მოდი უგულშემატკივრეთ თქვენიანებს!!
tea
წარმატებები!
სტატუს ქუო
შენ წნორის მილანში თუ ითამაშებ, თორემ მაგ მიზერული შრომით სხვა გუნდში ვერ წახვალ.
mtieli
მოდაშია ცოლების და საცოლეების ქება ფეხბურთელებში კალაძის ჩათვლით. კიდევ კარგი ეგენი მაინც გყავთ მოტოვატორად. ისე არ ითამაშოთ ფეხბურთი
კოტე
ხო აბა მაგ მიზეზების გარდა ყველაფერი 10-იანზე გქონდა, მაგი კი არაა არ ხართ მზად ითამაშოთ მასეთ გრანდებში და ითამაშე ბიძიკო სადც ხარ და მოეშვით რაღაც მიზეზების მოგონებას,რავა გასასინჯათ რომ დაგიძახეს ეგ მიზეზები არ იცოდნენ?
qutaiseli
რას მიედებ მოედები თუ კაცი ხარ თქვი სიმართლე რომ ვისაც ფეხბურთის თამაში უნდა და ამ სფეროში უნდა მიაღწიოს რაღაცას თქვი პირდაპირ რომ რაც შეიძლება მალე უნდა გადადგას სპორტცმენმა გაბედული ნაბიჯი და ადრევე წავიდეს საქართველოდან როგორც ეს გააკეთა ჯანო ანანიძემ და სოლომონ კვირკველიამ............... რუსულ ფეხბურთს კი დასცინიან მაგრამ იქ უფრო გამოჩნდა ქართველები ვიდრე სხვაგან სწორედ მაგ "არაევროკავშირელობის გამო" ამიტომ მინიმუმ 10 წელი კიდევ გვინდა რომ მინიმუმი გავაკეთოთ ევროპაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება