ზე რაგბის გათამაშებაში დაუმარცხებლად ასპარეზობს C ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი", რომელმაც მე-7 ტურში სტუმრად დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი დურბანის "ნატალ შარქსი" - 6:16.
ზე რაგბის გათამაშებაში დაუმარცხებლად ასპარეზობს C ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი", რომელმაც მე-7 ტურში სტუმრად დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი დურბანის "ნატალ შარქსი" - 6:16.

მატჩის პირველი ნახევარი სტუმრებმა 13:6 მოიგს. მგეზავის პიტერ გრანტის ორ საჯარიმოს მესამეხაზელმა სხალკ ბურხერმა ერთი ლელო მიუმატა, რომელიც იმავე გრანტმა გარდასახა. მეორე ტაიმში მატჩი იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ "სტორმერზმა" 53-ე წუთზე ერთადერთი საჯარიმო გაიტანა - 16:6. "ზვიგენებმა" დიდი მცდელობის მიუხედავად, თამაშში გარდატეხის შეტანა ვერაფრით შეძლეს.

გაიმარჯვა A ჯგუფის ლიდერმა ბრუსბენის "რედსმაც", რომელიც სტუმრად, იოჰანესბურგში C ჯგუფის ბინადარ "ლაიონზს" შეხვდა და 30:25 მოუგო. მასპინძლებმა თამაში მეტოქეზე ყოჩაღად დაიწყეს და 23-ე წუთისთვის 11:0-ს იგებდნენ.

"წითლები" ამის შემდეგღა გამოცოხლდნენ, ნელ-ნელა ტემპს უმატეს, თამაში დაალაგეს და 50-ე წუთისთვის დაწინაურებაც მოახერხეს - 20:19. სტუმრებს აქედან მოყოლებული, მატჩის ბოლომდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. მათ "ლომებს" სამი ლელო გაუტანეს, აქედან თითო-თითო დიგბი იოანის, ქუადე კუპერისა და ლაკ მორგანის ანგარიშზეა.

დიდ ინტერესს იწვევდა შარშანდელი ჩემპიონის, პრეტორიის "ბლუ ბულზის" გასვლითი მატჩში ველინგთონის "ჰარიკენზთან". "ლურჯმა ხარებმა" შესანიშნავად ითამაშეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. პრეტორიელების რიგებში, ტრადიციულადმ გამორჩეული იყო მგეზავი მორნი სტეინი, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ორი არეკნი გაიტანა (21 ქულა).

თავის ისტორიაში მესამე გამარჯვება მოიპოვა ზე რაგბის ახალმა კლუბმა "მელბურნ რებლზმა", რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში სტუმრად დაამარცხა პერთის "ფორსი" - 26:25. მასპინძლები თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, მე-9 წუთისთვის უკვე 12:0-ს იგებდნენ, თუმცა მელბურნელებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და ტაიმი მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით წააგეს - 14:15.

შესვენების შემდეგ უკვე ანგარიში მუდმივად სტუმრებს მიჰყავდათ. მათ საბოლოოდ სამი ლელოს გატანა მახერხეს, რომელთაგან მგეზავმა დენი სიპრიანიმ ერთის გარდასახვა შეძლო, რასაც სამი საჯარიმოც დაურთო. ეს კი თამაშის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

A ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, სიდნეის "ვორათაზს" მორიგი გამარჯვების მოპვება არ გასჭირვებია. ავსტრალიელებმა შინ ჰემილთონის "ჩიფსი" დაამარცხეს - 23:16 და ახლა დაწინაურებულ "წითლებს" ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

A ჯგუფი

ვორათაზი-ჩიფსი 23:16, ფორსი-მელბურნ რებლზი 25:26

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 26 ქულა, 2. ვორათაზი - 22, 3. მელბურნ რებლზი - 15, 4. ბრამბიზი - 13, 5. ფორსი - 12.

VIII ტური

ბრამბიზი-ჰარიკენზი, ფორსი-ვორათაზი

B ჯგუფი

ჰაილენდერზი-ბრამბიზი 26:20, ბლუზი-ჩიტაზი 29:22, ჰარიკენზი-ბლუ ბულზი 14:26

სატურნირო მდგომარეობა

1. კრუსეიდერზი - 26 ქულა, 2. ბლუზი - 25, 3. ჰაილენდერზი - 21, 4. ჩიფსი - 12, 5. ჰარიკენზი - 12.

VIII ტური

ჰაილენდდრზი-ჩიტაზი, კრუსეიდერზი-ბლუ ბულზი

C ჯგუფი

ლაიონზი-რედსი 25:30, ნატალ შარქსი-სტორმერზი 6:16

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 29 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 21, 3. ნატალ შარქსი - 20, 4. ლაიონზი - 9, 5. ჩიტაზი - 8

VIII ტური

სტორმერზი-რედსი, ნატალ შარქსი-ლაიონზი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა