"ბოსტონთან" ქართველი კალათბურთელის კარგმა თამაშმა "ფოქსსპორტის" ჟურნალისტ ჯონ მანასოს ვრცელი სტატიის დაწერა გადააწყვეტინა
"ბოსტონთან" ზაზა ფაჩულიას კარგმა თამაშმა "ფოქსსპორტის" ჟურნალისტ ჯონ მანასოს ვრცელი სტატიის დაწერა გადააწყვეტინა. პუბლიკაციაში მან გამოიყენა მწვრთნელის გამონათქვამები, ელაპარაკა ფაჩულიას და, ვფიქრობთ, საინტერესო ნაშრომი გამოუვიდა.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს.

"ზაზა ფაჩულიამ 15 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა და "ატლანტას" "ბოსტონის" დამარცხებაში დაეხმარა - 88:83. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჯორჯიელთა სასტარტო მეფარე ელ ჰორფორდი:

- იმედი მაქვს, რომ ეს დასაწყისია - ფაჩულია მისთვის ჩვეულად, მაღალ დონეზე ათამაშდება. ზაზასთვის აქამდეც მითქვამს - როცა ასე ირჯება, "ატლანტას" ძლევა ყველას უჭირს.

2008 წელს კევინ გარნეტთან ჩხუბის შემდეგ ფაჩულიას "როკი ბალბოა" შეარქვეს. იგი ყოველ მატჩში იბრძვის.

- "ბოსტონის" წინააღმდეგ ძალისმიერი თამაში აუცილებელია. სწორედ ასეთ სტილში მოქმედებს "სელტიქსი" და ამიტომაცაა ფინალებში ხშირად რომ ხვდება. თუ "ბოსტონის" ძლევა გინდა, ფიზიკურად მასზე უკეთესად უნდა გამოიყურებოდე, - განმარტავს ფაჩულია.

სირენამდე 36 წამით ადრე "ატლანტას" ფარქვეშ ზაზაზე გარნეტი დაჯარიმდა და ქართველმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 86:81. ამის შემდეგ პოლ პირსი "ატლანტას" ფარქვეშ შეიჭრა, თუმცა ფაჩულიამ იგი წესების დარღვევით შეაჩერა.

- მეოთხე პერიოდში ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. მეტოქეზე დაჯარიმება საჭირო იყო, თუმცა ამასთან ისე უნდა გვემოქმედა, რომ ჯარიმასთან ერთად ორქულიანიც არ ჩაეგდო. საბოლოოდ ასეც გამოვიდა, - განაგრძობს ზაზა.

ახლა "ატლანტას" თავკაც ლარი დრიუს მოვუსმინოთ:

- "ბოსტონი” ფარქვეშ კარგად თამაშობდა, ბურთსაც ხსნიდა და აგდებდა კიდეც. გვჭირდებოდა კალათბურთელი, რომელიც მათ ამაში ხელს შეუშლიდა. ასეთი ფაჩულია აღმოჩნდა. მისი გამოჩენის შემდეგ თამაში ჩვეულ კალაპოტში ჩადგა და ჩემი კალათბურთელები კარგად ასრულებდნენ იმას, რაც დავალებული ჰქონდათ.

დრიუმ ძალისმიერ თამაშზე ცალკე ილაპარაკა:

- ამ ლიგაში ფიზიკურად არავის უნდა ჩამოუვარდებოდე. "რბილი" გუნდი შედეგს ვერ მიაღწევს. ამას მთელი სეზონის განმავლობაში ვამბობდი და სასიამოვნოა, რომ ჩვენი მაღლები ამტკიცებენ, რომ არავის ჩამორჩებიან. მეოთხე პერიოდში ზაზა გარნეტის წინააღმდეგ თამაშობდა და, ვფიქრობ, კევინის წინააღმდეგ შესანიშნავად გაისარჯა. წინახაზელებს პლეი ოფშიც დიდი სამუშაო ექნებათ.

თუ ტანმაღალი ქართველი პლეი ოფშიც ასევე ითამაშებს, "ატლანტას" თამაში გამრავალფეროვნდება და როგორც ჰორფორდი ამბობს, "ჰოქსი" რთულად დასამარცხებელ გუნდად იქცევა."

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე