სფფ-ს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტული პროექტების განხორციელება დაიწყება
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილთან ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვედრის შემდეგ კონკრეტული პროექტების განხორციელება დაიწყება.

„ქვეყნის პრეზიდეტნთან შეხვედრა სპონტანურად, მისი ინიციატივით დაიგეგმა. ვისაუბრეთ ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელ და საჭირბოროტო საკითხებზე. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სახელმწიფოს დახმარებით უახლოეს მომავალში გავაუმჯობესოთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ბავშვთა ფეხბურთს. უახლოეს მომავალში მოედნებზე ხარისხიანი საფრის დაგებას დავიწყებთ. ბათუმში დაგეგმილია ორი ახალი სტადიონის მშენებლობა. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ახალი მოედანი გაკეთდება, თუმცა ჯერ ქალაქებს ვერ დავაკონკრეტებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნატების აღდგენის თემა. ახლა მუშავდება პროექტი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შეიქმნება ე.წ. ჯვაროსანთა აკადემიები, სადაც იმუშავებენ ჩვენი სპეციალისტები, სისტემას კი თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციას, ეს ძალიან გვინდა, რომ მაქსიმალურად მალე დასრულდეს. არქიტექტორის მოთხოვნილი აზომვითი სამუშაოები დავამთავრეთ და მონაცემები გავუგზავნეთ. სტადიონის პროექტზე ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი მარკ ფენვიკი მუშაობს, რომელიც უეფამ გამოაგზავნა. მან ახლახან ყატარში ორი ახალი სტადიონი ააშენა და ევროპაშიც რამდენიმე ცნობილი სტადიონის პროექტის ავტორია. ახლა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუმცა, მთლად ისეთი ტემპით ვერ მუშაობენ, როგორც ჩვენ გვინდა. სანამ მისგან პასუხს არ მივიღებთ და ახალ პროექტს არ ვნახავთ, „მიხეილ მესხზე“ ტექნიკის შეყვანას და რაიმე სამუშაოს დაწყებას აზრი არ აქვს. ამავე დროს, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გვაქვს, უეფადან კი თანხებს ველოდებით“, - განაცხადა სიჭინავამ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა