"ბარსელონამ" კოუტინიოს ლალიგურ დებიუტში ქომაგები დიდხანს ანერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო
"ბარსელონამ" კოუტინიოს ლალიგურ დებიუტში ქომაგები დიდხანს ანერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო; "ატლეტიკომ" მეორე ადგილის კონტურები უფრო მკაფიოდ დაინახა; მესამისთვის ბრძოლაში "მესტალიაზე" გამარჯვების შემდეგ "რეალი" გახდა ფავორიტი; "სევილია" ხელიდან წავიდა...

ვალენსია-რეალი

ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიამ" ვერ ივარგა, "რეალს" ტოლ-სწორად მხოლოდ მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ეთამაშა, როცა სანტი მინამ ერთი გაქვითა და ამის მერეც მასპინძლებს მომენტი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ "რეალი" ისევ ისე ათამაშდა, როგორც პირველ ტაიმში, როცა კრიშტიანო რონალდომ დუბლი პენალტებით შეასრულა. მეორე ტაიმში გოლები მარსელომ და ტონი კროოსმა გაიტანეს - 1:4.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან გახარებული ვარ. ჩვენთვის მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ. "ვალენსია" ლა ლიგაში ფანტასტიკურად თამაშობს. ამიტომ არ იყო ადვილი დღეს მათი დამარცხება".

Video

27.01.18 ვალენსია - რეალი 1:4

ფაქტები

კრიშტიანო რონალდომ 20 და მეტი გოლი (ყველა შეჯიბრებაში) ყოველ სეზონში გაიტანა, რაც "რეალში" თამაშობს.

კრიშტიანო რონალდოს, ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის ცნობილმა ტრიომ 279-დღიანი პაუზის მერე პირველად ითამაშა. ბოლოს ისინი აპრილში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოვიდნენ.

კრიშტიანო რონალდომ კლუბსა და ნაკრებში ერთად უკვე 100 პენალტი გაიტანა.

"ვალენსიამ" "რეალთან" ბოლო 17 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 მოიგო.

ატლეტიკო-ლას პალმასი

გრიზმანის, ტორესისა და თომასის გოლების წყალობით, დიეგო სიმეონეს გუნდს "ლას პალმასთან" პრობლემა საერთოდ არ ჰქონია, თუმცა მეორე ტაიმის შუამდე მასპინძლებს გოლები ვერ გაჰქონდათ. მას მერე, რაც "ვალენსია" დამარცხდა, "ატლეტიკო" უკვე 6 ქულით უსწრებს მესამეადგილოსანს, თუმცა დაკარგული ქულებით მესამეადგილოსანი "რეალია".

Video

28.01.18 ატლეტიკო - ლას პალმასი 3:0

ფაქტები

იან ობლაკი (ატლეტიკო) პირველი სლოვენიელია, რომელმაც ლა ლიგაში 100 მატჩი (59-ჯერ კარი მშრალად შეინახა) ითამაშა.

თომას პარტეიმ ამ სეზონში 5-ჯერ დაარტყა კარში და 5 გოლი გაიტანა.

დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით, "ატლეტიკომ" 600 გოლი გაიტანა. საიუბილეო გოლის ავტორი ფერნანდო ტორესია.

ანტუან გრიზმანს "ვანდაზე" 7 გოლი აქვს გატანილი, ყველაზე მეტი.

ბარსელონა-ალავესი

"კამპ ნოუზე" "ბარსას" ბოლოს 2016 წლის სექტემბერში წაეგო... "ალავესთან" და ახლაც "ბარსელონოლოგი" იონ გუიდეტის გოლის წყალობით ბასკები დიდხანს იგებდნენ და "ბარსაც", თითქოს, ვერ თამაშობდა.

დებიუტანტი ფილიპე კოუტინიო ბევრს შრომობდა, თუმცა წინ ვერაფერს აკეთებდა. ყველაფერი ანდრეს ინიესტას შესანიშნავმა პასმა შეცვალა 72-ე წუთზე - სუარესმა გაათანაბრა. ლიდერს სამი ქულა კი ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით მოუტანა - 2:1 და ერნესტო ვალვერდეს გუნდმა, რომელმაც პეპ გვარდიოლას "ბარსას" დაუმარცხებელი რეკორდი გაიმეორა, ჩემპიონობისკენ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. თუმცა იყო ეპიზოდი ბოლოსკენ, როცა სამუელ უმტიტის ბურთი აშკარად ხელში მოხვდა საჯარიმოში, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა...

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "დიახ, უმტიტის ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ რა ექნა, ხელი როგორც შეეძლო, უკან ჰქონდა წაღებული. დღეს მეტოქემ სივრცეები გადაგვიკეტა და საქმე გაგვირთულა. ტალანტი კი მაშინ არის დასაფასებელი, როცა მნიშვნელოვან მომენტში ავლენ, რაც სუარესმა და მესიმ გააკეთეს კიდეც".

Video

28.01.18 ბარსელონა - ალავესი 2:1

ფაქტები

"ბარსელონამ" 2009/10 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა - 21 დაუმარცხებელი მატჩი ლა ლიგაში (18 მოგება, 3 ფრე).

"ბარსელონამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა მას მერე, რაც აგებდა - 12.

ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 21-ჯერ გაიტანა საჯარიმო დარტყმით და გაუსწრო კრიშტიანო რონალდოს (20).

ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო 15 სეზონის განმავლობაში ერთი საგოლე პასი მაინც აქვს - ჯამში 69 საგოლე პასი.

ლუის სუარესი ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთადერთია, რომელმაც ბოლო 8 მატჩში გაიტანა ზედიზედ (სულ 11 გოლი).

ფილიპე კოუტინიომ პირველ 65 წუთში 7-ჯერ მოიპოვა ბურთი "ბარსასთვის", რაც მატჩის საუკეთესო შედეგია.

კოუტინიოს პასის სიზუსტე 91,6% იყო.

ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი იონ გუიდეტის (ალავესი) "ბარსელონასთვის" აქვს გატანილი - 12-დან 3.

ლეო მესიმ ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" მე-200 მატჩი გამართა.

სხვა მატჩები

ბასკურმა დერბიმ აშკარად ვერ გაამართლა. ამიტომაც მთავარი თემა ემერიკ ლაპორტი იყო, რომელიც "ბილბაოს" განაცხადის ნაცვლად ტრიბუნაზე იჯდა - ფრანგი მცველი "სიტიში" გადადის. არიც ადურისის მე-8 გოლი სეზონში მოგებისთვის საკმარისი არ გამოდგა, კიკემ "ბილბაოს" მცველების დაბნეულობით ისარგებლა - 1:1.

ვინჩენცო მონტელას "სევილია" ვერ ყოჩაღობს. გუნდი მოწინავე ხუთეულს უკვე სერიოზულად ჩამორჩა - ანდალუსიელებმა შინ ვერ შეძლეს "ხეტაფეს" დამარცხება და ახლა "ვილიარეალს" 4 ქულით ჩამორჩებიან.

ფაქტები

"ბილბაომ" პრიმერაში წაუგებელი სერია 10 მატჩამდე (3 მოგება, 7 ფრე) გააგრძელა. ასეთი სერია ბასკებს 1997 წლის მერე პირველად აქვთ.

"ბილბაოსა" და "ეიბარის" მატჩში 29-ჯერ დაირღვა თამაშის წესი, მაგრამ ყვითელი ბარათი არავისთვის უჩვენებიათ. ეს ლა ლიგაში ბოლო 5 სეზონში პირველად მოხდა.

გაბრიელ პირესი "ლეგანესის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში 50-ე მატჩი ითამაშა.

"მალაგას" ამ სეზონში ყველაზე მეტი წითელი ბარათი აქვს მიღებული - 5.

ივი "ლევანტეს" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში დუბლი შეასრულა.

"ესპანიოლის" მცველმა ერმოსომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა, ერთიც მეტოქისაში.

ლა ლიგა. XXI ტური

ბილბაო-ეიბარი 1:1

გოლები: 1:0 ადურისი (50), 1:1კიკე (73)

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ლეკუე, ნუნიესი, ეჩეიტა, საბორიტი - იტურასპე, მ. რიკო (79. ბენიატი) - ვილიამსი, რაულ გარსია (70. საბინი), სუსაეტა (88. ვესგა) - ადურისი

დეპორტივო-ლევანტე 2:2

გოლები: 1:0 ადრიანი (19), 2:0 ანდონე (45), 2:1 ივი (80), 2:2 ივი (84)

გაძევება: ბორხესი (34. დეპორტივო)

ვალენსია-რეალი 1:4

გოლები: 0:1 რონალდო (16-პენ), 0:2 რონალდო (38-პენ), 1:2 ს. მინა (58), 1:4 მარსელო (84), 1:4 კროოსი (89)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, კოკლენი, გარაი, ლატორე (77. ა. პერეირა) - გედეში (46. სოლერი), პარეხო, კონდოგბია, გაია - როდრიგო (75. ძაძა), ს. მინა

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი (88. კოვაჩიჩი), კაზემირო, კროოსი - ბეილი (69. ლ. ვასკესი), ბენზემა (78. ასენსიო), რონალდო

მალაგა-ჟირონა 0:0

გაძევება: გ. კასტრო (78. მალაგა)

ვილიარეალი- სოსიედადი 4:2

გოლები: 1:0 რუისი (5), 2:0 ფორნალსი (17), 3:0 ბაკა (20), 3:1 დ. ლორენტე (24), 4:1 კასტილიეხო (34), 4:2 ვილიან ჟოზე (58)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რამირესი - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, რ. ნავასი, ი. მარტინესი - ზუბელდია (78. გურიდი), ილიარამენდი - ჩაბი პრიეტო (85. აგირეჩე), ოიარზაბალი, იანუზაი (63. კანალესი) - ვილიან ჟოზე

ლეგანესი-ესპანიოლი 3:2

გოლები: 1:0 ერმოსო (11 ს. კ.), 1:1 ნავარო (49), 2:1 გერერო (69), 3:1 ერმოსო (82 ს. კ.), 3:2 ერმოსო (88)

ატლეტიკო-ლას პალმასი 3:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (61), 2:0 ფ. ტორესი (73), 3:0 თომასი (88)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა (81. თომასი), გაბი, კოკე (46. ფერეირა-კარასკო), საულ ნიგესი - ფ. ტორესი (80. ვიტოლო), გრიზმანი

სევილია-ხეტაფე 1:1

გოლები: 1:0 ლ. მურიელი (72), 1:1 ანხელი (93)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, ბანეგა - სარაბია (81. პისარო), ფ. ვასკესი (68. ვიტოლო), ხ. კორეა - ბენ იედერი (56. ლ. მურიელი)

ბარსელონა-ალავესი 2:1

გოლები: 0:1 გუიდეტი (23), 1:1 ლ. სუარესი (72), 2:1 მესი (84)

ბარსელონა (4-1-2-1-2): ტერ შტეგენი - სემედუ (52. ს. რობერტო), პიკე, უმტიტი, დინი (52. ალბა) - პაულინიო - რაკიტიჩი, კოუტინიო (66. პ. ალკასერი) - ინიესტა - მესი, ლ. სუარესი

ორშაბათი, 29 იანვარი

სელტა-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია), ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).

მომდევნო ტური

2 თებერვალი: რეალ სოსიედადი-დეპორტივო;

3 თებერვალი: ეიბარი-სევილია, ბეტისი-ვილიარეალი, ალავესი-სელტა, ლევანტე-რეალი;

4 თებერვალი: ხეტაფე-ლეგანესი, ესპანიოლი-ბარსელონა, ჟირონა-ბილბაო, ატლეტიკო-ვალენსია;

5 თებერვალი: ლას პალმასი-მალაგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია