ტოჩინოშინის წარმატება იმპერატორის თასზე იაპონური და საერთაშორისო მედიის ეპიცენტრშია
ტოჩინოშინის წარმატება იმპერატორის თასზე იაპონური და საერთაშორისო მედიის ეპიცენტრშია. ქართველის სენსაციური გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე ძალიან ბევრი გამოცემისთვის მოულოდნელი გამოდგა.

reuters.com: ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც საახალწლო სუმოს გრანდიოზული ტურნირი მოიგო. მისი ნამდვილი სახელია ლევან გორგაძე. მან შეძლო მარცხის მიუხედავად, ეჯობნა იოკოძუნა კაკურიუსთვის და გაემარჯვებინა ჰაცუ ბაშოზე.

ის გეგმავდა სუმოდან წასვლას, რადგან მას მუხლის ტრავმა აწუხებდა. თუმცა მან შეძლო მიეღწია თავისი კარიერის კულმინაციისთვის და მოეგო ეს ტურნირი.

japantimes.co.jp: ტოჩინოშინმა, რომელიც მე-3 მაეგაშირაა, შეძლო ბრძოლით დაენგრია ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზი.

იმის მიუხედავად, რომ ტოჩინოშინს განაღდებული ჰქონდა გამარჯვება, ფინალური ბრძოლა ენდოსთან გამარჯვებით დაასრულა. ის არის "კასუგანოს" (კლუბი, რომლის წევრიც არის ტოჩინოშინი) ახალი გმირი, რომელმაც მიიღო საუკეთესო შემსრულებლის და ტექნიკის პრიზი.

the-japan-news.com: 46 წლის განმავლობაში პირველად ეს ტურნირი მოჭიდავემ მოიგო. ხალხი აღფრთოვანებულია იმით, რომ ეს ტურნირი მე-3 მაეგაშირამ მოიგო. უამრავი გულშემატკივარი ცდილობს, რომ ტოჩინოშინს ხელით შეეხოს და მიულოცოს ეს გამარჯვება.

კოკო ვორდი 42 წლის, ტოკიოში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელია. ის ამბობს, რომ "კასუგანოს" გულშემატკივარია 20 წელია და ხშირად სტუმრობს სუმოს პრაქტიკების სანახავად.

როდესაც ტოშინოჩინმა გაიმარჯვა, ის მივარდა მის ავტობუსთან ავტოგრაფის მისაღებად. წარსულში მან შეძლო გადაეღო მასთან ფოტოები.

"ტოჩინოშინმა შეძლო ყოფილიყო საუკეთესო ოძეკთან და სხვადასხვა მაღალი დონის სუმოისტთან. ის სუმოს ძლიერი და კეთილშობილი მოჭიდავეა" - ამბობს გულშემატკივარი.

კიდევ ერთი გულშემატკივარი ტოკიკასის სახე საქართველოსა და იაპონიის დროშებით იყო მოხატული. ის მუშაობს ფირმაში, რომელიც ამზადებს ვიტამინებიან იოგურტებს და ეხმარება ხალხს დიდხანს ცხოვრებაში, ასევე, იგზავნება საქართველოში.

ფანი ამბობს: "ტოჩინოშინმა მადლობა მითხრა იმისთვის, რომ ჩვენი იოგურტი ეხმარება მის ხალხს კარგად ყოფნაში".

nhk.or.jp: ქართველი მე-5 უცხოელია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. აქამდე მოგებული ჰქონდათ: ამერიკელს, ბულგარელს, ესტონელს და მონღოლს.

სანამ ის იაპონიაში ჩამოვიდოდა, მანამდე ფლობდა რუსულ საბრძოლო ხელოვნება "სამბოს".

სიყვარულის ისტორია - 10 საინტერესო ფაქტი ტოჩინოშინის შესახებ

reuters.com

nino
ნამდვილად ამაყები ვართ ქართველები დღეს, გვიმრავლოს ასეთი გმირები !
ემიგრანტი
მადლობა ლევან დიდი სიხარული გვაჩუქე---მაგრამ ერთს გთხოვთ ძნელია მაგრამ მაინც ვწერ შენ ეხლა ცნობილი კაცი ხარ იაპონიაში ---ეგებ ვინმე სპონსორი ჩამოგვიყვანო იაპონიიდან---თუნდაც ავტო ბანის აშენებაზე--ხაშური- ზესტაფონი--არა და ბიჭო ამოვწყდებით მაგ გზაზე---დ სასურველი იქნებოდა მაგ ავტო ბანს შენი სახელი დარქმეოდა......
ქართველი
ტანში ჟრუანტელი მივლის,როცა ქართველის წარმატებას ვიგებ ხოლმე. უცხოურმა მედიამ ამათზე გაკეთოს ხოლმე აქცენტი და არა იმაზე,რომ ქართველები კრიმინალები ვართ. ქართველი სადაც არ უნდა წავიდეს და რამე მოინდომოს აუცილებლად გამოუვა. ქართველები ყოველთვის დიდ პატივს იმსახურებდნენ და ამის მიზეზი მარტო მისი პროფესია არ ყოფილა. გორგაძე,ფაჩულია და რაღა შროს წავიდე ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო მისიებში. ძალიან კარგი ამბავია საქართველოსთვის და მთელი საქართველო ამაყობს ლევან გორგაძეთი
lasha
გორგაძეა ეს კაცი. დანარჩენში გეთანხმები

შენ გაიხარე და გამრავდლი შენს ჯიშში. გვიმრავლოს შენისსტანა ქარტველებბი! რა ყოფილხარტ კაცო ეს გორგოძეები!!! იმრავლოს ტქვენმა ჯიშმა ერტი ატასად!!! გვეამაყებით!!!
ანდრი
კარგი კაცი ყოფილა ასე პატივით თუ ახსენებენ. მაგარი რომ არის კი დაამტკიცა. ღმერთმა კარგად ამყოფოა ამ ვაჟკაცია თამადობით, ვინც წინააღმდეგობას არ შეუშინდება და თავის ბრძოლასი კეთილშობილებაა არ თმობს!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]