მერაბ შარიქაძე: ქუთაისი დიდ რაგბს იმსახურებს!
ბორჯღალოსნები 2018 წლის სანაკრებო სეზონის დაწყებისთვის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც 10 თებერვალს ქუთაისის "აია არენა"უმასპინძლებს. ნაკრების შევარდენზე 4 თებერვალს შეიკრიბება, მანამდე ნაკრების დიდი 10-ის კლუბებში მოთამაშე წევრები, კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან და მომავალი მატჩებისთვის ემზადებიან.

თბილისშია ბორჯღალოსნების კაპიტანი, "ორიაკის" შუამარბი მერაბ შარიქაძეც, რომელიც ფიქრობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების გზაზე ყოველ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ქუთაისმა კი, ნაკრების მასპინძლობა დაიმსახურა და იქ სანაკრებო თამაშები უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს!

მერაბ შარიქაძე: რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ჯერ ოფიციალური შეკრება არ დაგვიწყია. მორაგბეთა ის ჯგუფი, რომელიც თბილისში იმყოფება, კვირაში რამდენჯერმე შევარდენზე ვარჯიშობს, ხოლო ლეგიონერებს კლუბებში ჯერ კიდევ უწევთ თამაში და ჯერჯერობით ნაკრებზე სრულად არ ვართ გადმორთული.

ბოლო წლებში საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის უცვლელი გამარჯვებულები იყო და თასის შესანარჩუნებლად იბრძოდა, წელს კი მიზანი განსხვავებულია - თასის დაბრუნება...

შარშან ჩვენთვის უჩვეულო რამ მოხდა, ტრადიცია "დავარღვიეთ“ და თასი დავთმეთ. პირადად ჩემს პოზიციას გეტყვით და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებიც ასე ფიქრობენ - არავითარ შემთხვევაში აღარ ვაპირებთ იგივე შეცდომების გამეორებას! კბილებ ალესილი ველოდები რუმინეთთან თამაშს, რათა თასები დავიბრუნოთ. მანამდე გრძელი გზაა, თუმცა მთავარი მიზანია ტიტული კუთვნილ ადგილას დავაბრუნოთ.

რას მოგვცემს რაგბი ევროპაზე თამაში, სადაც მეტოქეებს დონით ბევრად აღვემატებით?

ჩვენ დაგვემართა ის, რაც უმაღლესი დონის გუნდებს, როგორებიც ინგლისი და ახალი ზელანდიაა, არ ემართებათ. როდესაც მოწინააღმდეგე შენზე სუსტია, მის თამაშს არ უნდა აყვე და სტანდარტი უნდა შეინარჩუნო. ყველამ იცის, რომ ბელგია საქართველოზე სუსტი გუნდია და ეს მოედანზე ყოველთვის ნათლად უნდა ჩანდეს. თამაშში მთავარია ის ხარისხი ვაჩვენოთ, რაც გულშემატკივარს და ჩვენ, მოთამაშეებს გვსურს.

ბელგიას ქუთაისში ვეთამაშებით, სადაც ნაკრებს 13 წელია არ უთამაშია.

ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს წელიწადში რამდენიმე სანაკრებო თამაშს. ამ ქალაქს დიდი სარაგბო ისტორია და ტრადიციები აქვს და ქუთაისელი გულშემატკივარი ნაკრების ყოველ წელს ხილვას იმსახურებს. მესმის, რომ იქ იმ მასშტაბის სტადიონი არაა, როგორიც თბილისში, მაგრამ ბელგიასთან, გერმანიასთან და ესპანეთთან, ჩემი აზრით სწორედ ქუთაისში უნდა ვთამაშობდეთ. დარწმუნებული ვარ, 10 თებერვალს სტადიონი გადაჭედილი იქნება და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება!

რას ეტყვით ქუთაისელ გულშემატკივარს?

ძალიან დიდი მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს რაგბის სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რასაც ამდენი წელია ამტკიცებენ. ვპირდები, რომ არცერთი მოთამაშე, რომელიც მოედანზე იქნება, არცერთი წამით არაფერს დაიშურებს, რათა ისინი გაახაროს!

მილთონ ჰეიგმა განაცხადა, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება სწორედ ახლა იწყება.

დიახ, უმნიშვნელოვანესი პერიოდი იწყება. ნებისმიერ მეტოქესთან საჭიროა, რომ შენი თამაშის ხარისხი მაღალი იყოს. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რომ არ ვისაუბროთ, ივნისში სერიოზული თამაშები გველის იაპონიასთან და ფიჯისთან, რომელიც ჯგუფში ჩვენი მეტოქეა. აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ გვინდა რომ მსოფლიო თასზე წარმატებას მივაღწიოთ. ამ თამაშებმა უნდა მოგვცეს მინიშნებები, რა არის ჩვენი სისუსტეები, სად ვართ ძლიერები და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან წელიწადი და წელიწადნახევარი, ასეთი დონის ტურნირისთვის სათანადოდ მოსამზადებლად დიდი დრო ნამდვილად არ არის.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს