ტრაგიკულად დასრულდა 29 წლის ბრაზილიელი პილოტისთვის - გუსტავო სონდერმანისთვის წინა სარბოლო უქმეები.

ტრაგიკულად დასრულდა 29 წლის ბრაზილიელი პილოტისთვის - გუსტავო სონდერმანისთვის წინა სარბოლო უქმეები. გუსტავო ბრაზილიურ "ინტერლაგუშზე" სტოკკარის კლასის ჩემპიონატში Chevrolet Montana-ის თასის გათამაშებაზე გამოდიოდა. წვიმიან რბოლაში სონდერმანმა ბოლო მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და მას მეორე პილოტი - პედრო ბოზელი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სონდერმანმა თავისა და სასუნთქი ორგანოების მძიმე დაზიანებები მიიღო და ექიმებმა პილოტის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

სონდერმანის კარიერა ბევრისთვის ნაცნობი სცენარით მიმდინარეობდა - რეგიონულ დონეზე წარმატების მიღწევის შემდეგ ევროპაში გადაბარგდა, სადაც ორი წელი "ფორმულა-რენოს" სერიაში გამოდიოდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. მისმა თანამემამულეებმა - რუბენს ბარიკელომ, ბრუნო სენამ, ნელსინიო პიკემ და ლუჩანო ბურტიმ თავიანთ მიკრობლოგებში გამოთქვეს მწუხარება ამ ტრაგედიის გამო.

ეს "ინტერლაგუშზე" სიკვდილის პირველი შემთხვევა არ არის. 2007 წელს კიდევ ერთი ბრაზილიელი პილოტი რაფაელ სპერაფიკო დაიღუპა რბოლის დროს ავარიის გამო. 26 წლის პილოტმა ვერ დაიმორჩილა მანქანა მეექვსე წრეზე, დამცავ კედელს დაეჯახა და ინერციით ტრასაზე დაბრუნდა, იქ კი მეორე პილოტის რენატო რუსის მანქანა დაეჯახა. სპერაფიკო თავის უმძიმესი ტრავმებით სააავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა