გუშინ ჰიუსტონში, სტუდენტური საკალათბურთო ლიგის (NCAA) პლეი ოფში ახალი ჩემპიონის ვინაობა გაირკვა

დასრულდა "მარტის საგიჟეთი" - ასე უწოდებენ სტუდენტური საკალათბურთო ლიგის (NCAA) პლეი ოფს. გუშინ ჰიუსტონში ახალი ჩემპიონის ვინაობა გაირკვა.

ფინალში "კონეკტიკუტი" და "ბატლერი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "ბატლერი" ზედიზედ მეორედ თამაშობდა გადამწყვეტ მატჩში და შარშანდელი წარმატების გამეორებას ლამობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჯიმ კალჰუნმა მესამე ტიტული მოუტანა "კონეკტიკუტს". ჩემპიონობის მოპოვებით, კალჰუნი NCAA-ის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული მწვრთნელი გახდა - ის 68 წლის გახლავთ. გარდა ამისა, კალჰუნი მეხუთე მწვრთნელია ისტორიაში, ვინც თავისი გუნდი სამჯერ გააჩემპიონა.

სანახაობრივი თვალსაზრისით ეს იყო სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე უღიმღამო ფინალი. ბურთი ჯიუტად არ ჩადიოდა ფარში, თითქოს მისი დიამეტრი ორჯერ პატარა იყო ბურთის დიამეტრზე. სხვანაირად ვერ აიხსენება ის ფაქტი, რომ "ბატლერმა" თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის ყველაზე დაბალი პროცენტი დააფიქსირა - 18.8 (!). ამავე გუნდმა ფინალების ისტორიაში ყველაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

"კონეკტიკუტმა" სამწამიან ზონაში 26:2 დაამარცხა მეტოქე, მთლიანად გადაკეთა საკუთარი ფარისკენ მიმავალი გზები და ჯამში ათი დაფარება შეასრულა. მეორე ტაიმში "ბატლერმა" ცამეტნახევარი წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო მოწინააღმდეგის ფარში. მომავალმა ჩემპიონმა ასევე მოიგო ფარქვეშ ბრძოლა - 51:40 მოხსენების რაოდენობით. "ბატლერს" მისმა ვარსკვლავებმა - შელვინ მაკმა და მეტ ჰოვარდმაც ვერ უშველეს. პირველმა თამაშიდან 4 ბურთი ჩააგდო (15-დან), მეორემ - ერთი (13-დან).

პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და გუნდები თითქმის ერთნაირი ტემპით მიიწევდნენ წინ. "ბატლერმა" პირველი ნახევრის მოგებაც კი შეძლო - 22:19, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მისი უპირატესობა ექვს ქულამდე გაიზარდა. და სწორედ აქედან მოყოლებული დაიწყო ის "მშრალი" სერია, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. "კონეკტიკუტი" არამარტო დაეწია მეტოქეს, არამედ 13 ქულით წინ გასვლაც მოახერხა - 41:28.

როგორც ყოველთვის, გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო მათი ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი კემბა უოკერი. სწორედ მან მიიღო ფინალის საუკეთესო მოთამაშის პრიზი. ჩვეულებრივ, უოკერს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჯერემი ლამბისგან ჰქონდა, რომელმაც "კონეკტიკუტის" გადამწყვეტი გაქცევისას ექვსი ქულა დააგროვა. ალექს ორიაკი კი, როგორც ყოველთვის, ფარქვეშ იყო აქტიური.

ჩემპიონი პლეი ოფში მართლაც ყველაზე ძლიერი გუნდი იყო. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ "კონეკტიკუტს" 11-მატჩინი მოგებათა სერია ჰქონდა. "ბატლერს" კი ფინალში არ გაუმართლა და ამ გუნდის კალათბურთელებს ისღა დარჩენოდათ, ნაღვლიანად ეცქირათ ფარიდან ბადის მაკრატლით მოჭრის ტრადიციული ცერემონიისთვის.

კონეკტიკუტი-ბატლერი 53:41

19:22, 34:19

კ: უოკერი (16+9 მოხსნა), ლამბი (12+7 მოხსნა), ორიაკი (11+11 მოხსნა).

ბ: მაკი (13+9 მოხსნა).

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა