1-ელ თებერვალს მილტონ ჰეიგი პაბ "ბენიაში" გულშემატკივრებს შეხვდა, სადაც თითქმის 2 საათის განმავლობაში მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა
ფოტოს ავტორი: გოგიტა ბუხაიძე

1-ელ თებერვალს მილტონ ჰეიგი პაბ "ბენიაში" გულშემატკივრებს შეხვდა, სადაც თითქმის 2 საათის განმავლობაში მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"მსოფლიო თასისთვის მზადებასა და ნაკრების განვითარებაზე ვიყავი გადართული, რის გამოც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ხალხთან - გულშემატკივართან, დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხე შეხვედრა და მიხარია, ახლა ერთად რომ ვართ" - თქვა მთავარმა მწვრთნელმა.

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის "ბორჯღალოსნების" სამზადისი იწვევდა. მთავარმა მწვრთნელმა განვლილი 2-წლიანი ციკლიც შეაფასა:

"2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმატებული სერია გაგვეგრძელებინა და 2016 წელს აქცენტი თამაშების მოგებაზე გაკეთდა. მთლიანობაში წარმატებული წელი გვქონდა და მხოლოდ ორი მატჩი დავმთმეთ იაპონიასა და შოტლანდიასთან.

შარშან ჩვენს მიზანს უკვე ახალგაზრდა მორაგბეების საქმეში გამოცდა, ნაკრებში პოზიციებზე სიღრმეების შექმნა და განვითარება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნის მიხედვით ხდებოდა სელექცია.

ინგლისის მსოფლიო თასის განხილვის შემდეგ დავინახეთ, რომ გარკვეული პოზიციებიდან განსაკუთრებულ ხიფათს ვერ ვქმნიდით. თუ გავიხსენებთ 2017 წლის ბოლო თამაშს აშშ-სთან, 9 ნომერზე 19, ხოლო 10-ზე 22 წლის მორაგბე გვყავდა.

შუამარბებად 20 წლის და 24 წლის გუნდის კაპიტანი, მერაბ შარიქაძე გვეყენა. გარემარბებად 20 და 23 წლის ბიჭები იდგნენ და ამ 23 წლის მოთამაშეს მხოლოდ 5 კეპი ჰქონდა.

ფულბეკის პოზიციაზე გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი იდგა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 2017 წლის მიზანი შესრულდა და განვითარების მხრივ დიდი ნაბიჯი გადავდგით. 2 წლის წინ, აშშ-სთან ხაზის იგივე მოთამაშეები რომ დაგვეყენებინა, თამაშს ვერ მოვიგებდით, ახლა კი ეს მოვახერხეთ".

სანაკრებო თემის შეფასება 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატით გაგრძელდა, რომელიც ერთ კვირაში ქუთაისში, ბელგიასთან მატჩით გაიხსნება:

"წელს ვიწყებთ მზადებას მსოფლიო თასისთვის. იმისათვის, რომ მორაგბემ მსოფლიო თასზე წარმატებულად ითამაშოს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება. შარშან რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე გავსინჯეთ და მათ შანსი გამოიყენეს, თუმცა აუცილებელია, რომ მსოფლიო თასამდე მინიმუმ 15 კეპი მაინც დაუგროვდეთ.

ნახეთ გაფართოებული შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის, რომელიც ძირითადად გამოცდილი მორაგბეებითა დაკომპლექტებული. ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველა თამაში საუკეთესო შემადგენლობით უნდა ჩავატაროთ და შესაძლოა, მათ 2-3 შედარებით ახალბედა დავამატოთ.

გარდა ამისა, პირველი ორი კვირა ძალზე მნიშვნელოვანია. იცით, რომ არის საუბრები ინგლისის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ გუნდს შესაძლოა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ვერც ვეთამაშოთ, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ გუნდთან ვარჯიშიც კი, ჩვენთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება" - და იქვე დაამატა, რომ ორივე მხრიდან ივარჯიშებს სრული გუნდი, შერკინებაც და ხაზიც.

ჰეიგის თქმით, უახლოეს ორ თვეში გუნდის მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება და "ანთიმოზ ივერიელის თასის" დაბრუნება იქნება:

"რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულის დაბრუნებაა. რაც საქართველოში ვარ, შარშან რუმინეთთან ფინალი პირველად დავთმეთ და გაძლევთ გარანტიას, რომ ყველანი - მოთამაშეები და მწვრთნელები, მოტივირებულები ვართ, რათა სანაკრებო სეზონის პირველი ნაწილი ამაღლებულ განწყობაზე დავასრულოთ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი სამი მატჩისთვის (ესპანეთი, რუსეთი და რუმინეთი) უძლიერესი შემადგენლობა გვეყოლება. ბელგიასა და გერმანიასთან შეხვედრების შემდეგ მწვრთნელები შევჯერდებით და შემადგენლობას დავასახელებთ. ტურნირის ბოლოს, ქვეყნის ყველაზე დიდ სტადიონზე საინტერესო თამაში გველოდება".

გულშემატკივრის ინტერესს ივნისის ტესტ-მატჩები იწვევდა და ჰეიგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა სპორტულისა, ამ ტურნეს ლოგისტიკის თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ექნება:

"ივნისის ტურნეზე ორ თამაშს ფიჯიზე ჩავატარებთ და სახლში დაბრუნებამდე იაპონიას ვეწვევით. იაპონიის ნაკრებს ვეთამაშებით იმავე სტადიონზე, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს უნდა შევხვდეთ; გავჩერდებით იმავე სასტუმროში, სადაც 2019 წელს ვიცხოვრებთ და გვექნება ისეთივე ლოგისტიკური მოწყობა, როგორიც 2019-ში. ფაქტობრივად, გენერალური რეპეტეცია გამოგვდის.

მსოფლიოს სარაგბო მედიას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა გუნდი ცდილობს ჩავიდეს იაპონიაში, ითამაშოს იაპონიის წინააღმდეგ და გაიაროს ადაპტაცია იქაურ რეალობასთან, რათა 2019 წელს თავი შედარებით კომფორტულად იგრძნოს".

ჰეიგი გვერდს ვერ აუვლიდა ნოემბერში, იტალიასთან გასამართ მატჩსაც და მან თქვა:

"ნოემბერში გველის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს შეხვედრა იტალიაში გაიმართება, მისი ჩატარების ადგილი და დრო უცნობია. გამოცდილმა და დამწყებმა ქომაგმაც ძალიან კარგად იცის, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ თამაშის შედეგს. გამარჯვებით მოვახდენთ იმ სურვილის ლეგიტიმაციას, რასაც ექვსი ერის კარის გახსნა ჰქვია. ჯერ არ ვიცით, სხვა რა თამაშები გვექნება ნოემბერში".

მილტონი უფრო შორს მიმავალ გეგმებსაც გადასწვდა და განაცხადა:

"დადგება მსოფლიო თასის, 2019 წელი და დაიწყება კლასიკური საგიჟეთი. ისევ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც გარანტირებულად უძლიერესი გუნდით ვითამაშებთ, ხოლო ზაფხულში, სავარაუდოდ, რაიმე სახით ტურნირი მოეწყობა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გავაკეთებთ გეგმის მიხედვით, რათა 2019 წელს იაპონიაში მსოფლიო თასზე უძლიერესი შემადგენლობით წარვდგეთ", - თქვა ჰეიგმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ეჭვი არაა, გეგმას შეასრულებენ.
ლევანი
ოოო მაგარი წელი გველოდება. წარმატებები ბიჭებო
ავთო
ვინმემ კითხეთ რამე საინტერესო ამ კაცს, რა არის ეს ერთი და იგივე, არაფრის მომცემი ტექსტები...სადაა კაკოვინი? კაცი რასინგის ძირითადი მარცხენა ბურჯია, რატო გადაუსვით ხაზი?? და უამრავი სხვა კითხვა!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს