ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოხეტიალე თავდამსხმელი

მოხეტიალე თავდამსხმელი

არსენალის ფანებს დღემდე ვუყვარვარ; ემანუელ ადებაიორმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ ფანების გამო დასტოვა, ისტლენდელებს ის საკმარისად არ ჰვარებიათ
ემანუელ ადებაიორმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ ფანების გამო დასტოვა. თურმე, ისტლენდელ გულშემატკივარს ის საკმარისად არ ჰყვარებია. შეგახსენებთ: იანვარში ტოგოელმა თავდამსხმელმა სეზონის ბოლომდე ესპანეთს მიაშურა — „რეალში“ გადავიდა.

უცხო თვალისთვის გულშემატკივრისა და ადებაიორის ურთიერთობა ძნელი შესამჩნევი იყო. გარედან ისე ჩანდა, რომ 27 წლის ფორვარდმა მანჩესტერელთა ძირითადი შემადგენლობიდან კარლოს ტევესის ამოგდება ვერ შეძლო. მეტიც, „სიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი მასზე წინ ახალშეძენილ ედინ ჯეკოს და აფრო-იტალიელ ყმაწვილკაც მარიო ბალოტელისაც კი აყენებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ ადებაიორი მანჩინის სტილს ვერ მოერგო. გავიხსენოთ როდის გადავიდა ტოგოელი „არსენალიდან“ ისტლენდზე — ეს ორი წლის წინ მოხდა, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ ჯერ კიდევ მარკ ჰიუზი ედგა სათავეში. ჰიუზმა, მაშინ, ლონდონელებს ამ თავდამსხმელში 25 მილიონი ფუნტი გადაუხადა. უნდა ითქვას, რომ თავიდან ადებაიორი სულაც არ თამაშობდა ცუდად — პირველ სეზონში, 34 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო, მაგრამ 2009-ის დეკემბერში მანჩინის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.

„თავიდან „მანჩესტერ სიტიში“ ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მათამაშებდნენ და გოლი გოლზე გამქონდა. შემდეგ კი გაიმართა საბედისწერო თამაში ჩემს ყოფილ გუნდ „არსენალთან“. ყველას კარგად გახსოვთ რაც მოხდა იმ დღეს — გულშემატკივრის გაღიზიანებისთვის რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. ის იყო და ის, მერე ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

ჩემთვის მწვრთნელის შეცვლაც რთული მომენტი გამოდგა. მარკ ჰიუზი რობერტო მანჩინიმ შეცვალა და ამან კიდევ უფრო უკან დამწია, თუმცა დღეს, როდესაც უკვე დაწყნარებული ჩემს ორ ბოლო ტრანსფერს ვიხსენებ და ვადარებ, აშკარა განსხვავებას ვხედავ. „არსენალში“ ფანებს ვუყვარდი. შეიძლება გაგიკვირდეთ რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ „მეთოფეთა“ ფანებს დღესაც ვუყვარვარ. გულშემატკივრის მხარდაჭერა აქ, მადრიდშიც აშკარად ვიგრძენი. ამ მხრივ არც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მაქვს საქმე საწუწუნოდ. აქ, ხალხსაც ვუყვარვარ, თანაგუნდელებსაც და კლუბის თანამშრომლებსაც.

ჰკითხეთ ნებისმიერ ფეხბურთელს რამდენად მნიშვნელოვანია ქომაგების მხარდაჭერა. ტრიბუნებიდან წამოსულ სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს. მოთამაშემ ეს აუცილებლად უნდა იგრძნოს“.

ემანუელ ადებაიორი „არსენალიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ რომ არ გადასულიყო კარიერის ყველაზე უსიამოვნო ნახევარი წელიწადი არ დაუდგებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად ტოგოელი ლონდონიდან მანჩესტერში გადაბარგებას არ ნანობს:

„არა, „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა წამით არ მინანია — უთხრა ფორვარდმა ინგლისელ ჟურნალისტებს „რეალისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ გუშინდელი თამაშის წინ — „არსენალში“ სული და გული ჩავდე, მთელი ძალ-ღონით ვცდილობდი გუნდისთვის რაც შეიძლება სასარგებლო ვყოფილიყავი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ლონდონელებთან ერთად ვერანაირ ჯილდოს ვერ მოვიპოვებდი. ის დღე, როდესაც შვებულებიდან დაბრუნებული „არსენალის“ შეფებმა დამიბარეს და გუნდიდან წასვლა მთხოვეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეთაგანი იყო. მე ხომ ბავშვობიდან „არსენალში“ თამაშსა და ამ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებაზე ვოცნებოდი. და აი, საკუთარ ოცნებასთან გამომშვიდობება დამჭირდა.

არ იფიქროთ, რომ რამეს ვაჭერბებ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ამქვეყნად „არსენალზე“ დიდი კლუბებიც არსებობენ, მაგრამ იქ, ჩემი ბავშვობის კერპი ნვანკვო კანუ თამაშობდა და „მეთოფეები“ ამიტომაც იყვნენ ჩემთვის მნიშვნელოვანი.

ერთი სიტყვით, „არსენალმა“ გამიშვა, ამ დროს გამოჩნდა „მანჩესტერ სიტი“ და ტრანსფერიც შედგა“.

მაგრამ, მას მერე, რაც ისტლენდზე მანჩინი მივიდა, გუნდის ტაქტიკა შეიცვალა. „სიტიმ“ უფრო დაცვიდან დაიწყო თამაში და შეტევაშიც სხვა ტიპის თავდამსხმელებს მიანიჭეს უპირატესობა. შედეგად, ადებაიორმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და სულ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ცეცხლს ნავთი „სიტის“ საწვრთნელ ბაზაზე სექტემბერში მწვრთნელთან კამათმა და იანვარში, თანაგუნდელ კოლო ტურესთან მომხდარმა ხელჩართულმა ჩხუბმაც დაასხა. თუმცა, დღეს ადებაიორი კმაყოფილია. ის ამბობს, რომ ჟოზე მოურინიოს „რეალში“ გადასვლამ კარიერა გადაურჩინა. ცნობისთვის: „რეალში“ ადებაიორმა 13 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.

და რა მოხდება მას მერე, რაც ივნისში „რეალთან“ დროებითი კონტრაქტის ვადა ამოეწურება? ადებაიორი არ გამორიცხავს, რომ ის კვლავ ინგლისში დაბრუნდება:

„ჯერ იყო და რამდენიმე წელიწადი საფრანგეთში გავატარე, შემდეგ ხუთი წელიწადი ინგლისში ვიყავი, ასე რომ ახლა ესპანეთისთვის ზედგამოჭრილი დრო იყო. თქვენ გაინტერესებთ, რას ვიზამ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ ინგლისში დაბრუნების შესაძლებლობა თუ მომეცემა? უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი. მე ინგლისური ფეხბურთი და ამ ქვეყნის სტადიონების ატმოსფერო მიყვარს, თუმცა ესპანეთში თავს ბედნიერად ვგრძნობ“.

მაგრამ, როგორ გრძნობს ტოგოელი ფორვარდი თავს ესპანეთში ბედნიერად თუკი „რეალი“ ცხრილში „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება? განა თავად არ თქვა, „არსენალის“ ის არ მომწონდა, რომ მივხვდი, ამ გუნდთან ერთად ჯილდოს ვერ ვიგებდიო?

„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და ყველა ერთსულოვანია. „ლა ლიგაში“ „ბარსელონას“ 8 ქულით კი ჩამოვრჩებით, მაგრამ ლიდერს ჯერ კიდევ უნდა ვუმასპინძლოთ. რასაკვირველია, „ბარსელონასთავის“ ხელის შეშლა ახლა უკვე ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ სეზონის ბოლომდე კუდში ვსდევთ და მოსვენებას არ მივცემთ“.

და ბოლოს, ადებაიორმა ჯოზე მოურინიო შეაქო. ისე, ტოგოელს მწვრთნელებში ყოველთვის უმართლებდა. ჩამოვთვალოთ, ვისთან უმუშავია „მონაკოს“, „არსენალისა“ და „სიტის“ ყოფილ ფორვარდს? დიდიე დეშამთან, არსენ ვენგერთან, მარკ ჰიუზთან, რობერტო მანჩინისთან და ახლა მოურინიოსთან.

„არავინ იცის რა მოხდება მომავალში. ჩვენი თანამშრომლობა შესაძლოა სადმე გაგრძელდეს“ — დააგვირგვინა ადებაიორმა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა