<p>“მილანის” თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და “ინტერთან” მატჩისას გაძევებისთვის ბოდიში მოუხადა <br></p><p>“მილანის” თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და “ინტერთან” მატჩისას გაძევებისთვის ბოდიში მოუხადა. “ყველაფერი ძალიან სულელურად გამოვიდა. გოლი რომ გავიტანე, ემოციებს ავყევი და მაისურა გავიხადე, რის გამოც პირველი ყვითელი დავიმსახურე, შემდეგ თამაშის წესები უაზროდ დავარღვიე და მეორე ბარათი მივიღე. მესმის, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და ვაღიარებ, რომ მკაცრი საყვედური მეკუთვნის. ასეთი სისულელეები მე ადრეც ჩამიდენია და ახლაც გავაკეთე. იმედია, სამომავლოდ მაინც გავითვალისწინებ ჩემს შეცდომებს და უფრო თავშეკავებული გავხდები. თუმცა სადღაც გულის სიღრმეში მაინც მიხარია, რომ მილანურ დერბიში თავის გამოჩენა შევძელი. თანაც ჩემთვის ეს მე-5 გოლი იყო, რომელიც სხვადასხვა ქალაქის დერბებში გავიტანე,” – განაცხადა ანტონიო კასანომ.</p><p>ფედერკალჩომ “მილანი” თან დააჯარიმა და თან დაინდო. “როსონერის” ფანების მიერ მოწყობილი “ლაზერული შოუ” და ლეონარდოს შეურაცხმყოფელი ბანერი სულ რაღაც 20 ათასი ევრო დაუჯდება. “მილანის” ფანებმა მატჩის მე-16 წუთზე ვესლი სნეიდერის მიერ ჯარიმის შესრულების დროს მასა და ლეონარდოს ლაზერული სხივები პირდაპირ სახეზე მიუშვირეს. გარდა ამისა, მათ “ინტერის” ბრაზილიელ მწვრთნელს უზარმაზარი ბანერი გადმოუფინეს, სადაც ის იუდას როლში ჰყავდათ გამოყვანილი. ბუნებრივია, ისეთი ღრმადმორწმუნე ადამიანისთვის, როგორიც ლეონარდოა, ეს ერთობ მიუღებელი გამოდგა. იტალიის პროფესიულმა ლიგამაც ასე მიიჩნია და საერთო ჯამში ორივე ინციდენტისთვის კლუბი ზემოთ აღნიშნული თანხით დააჯარიმა.</p>
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა