5 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე,ზამთრის სახეობის ფედერაციების პრეზიდენტები, ლიცენზიანტი სპორტსმენები - იასონ აბრამაშვილი, ნინო წიკლაური, სეოკი-ის გენერალური სპონსორის - "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა:

"ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მეშვიდედ ვმონაწილეობთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ამჯერად, პიონჩანგში ოთხი სპორტსმენით წარვდგებით. ჩვენს გუნდში არიან გამოცდილებიც და ახალბედებიც. მაგალითად, იასონ აბრამაშვილისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა, ნინო წიკლაურისთვის - მესამე.

რაც შეეხება მორის ყვითელაშვილს და გიორგი სოღოიანს, ისინი თამაშების დებიუტანტები არიან. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოლიმპიელები კორეაში შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ", - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

შალვა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს საინტერესო ღონისძიებებისთვის, სპორტსმენებს კი ასევე წარმატება უსურვა:

"ეს არის კარგი ტრადიცია, როცა ყოველი ოლიმპიადის წინ ოლიმპიური კომიტეტი აწყობს ლამაზ ცერემონიალებს. თითოეული სპორტსმენისთვის მთავარი მიზანი ოლიმპიადაში მონაწილეობაა, რაც თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა. მინდა მოგილოცოთ ოლიმპიელობა და გისურვოთ რაც შეიძლება წარმატებული გამოსვლა კორეაში.

ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და იმედი გვაქვს, ამ ოლიმპიადაზე თუ არა, მომავალში აუცილებლად გვეყოლებიან ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორები", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აკრედიტაციები გადასცა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა

(პიონჩანგი, სამხრეთი კორეა. 9-25 თებერვალი):

ოლიმპიური სოფელი

1. იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

2. ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

3. მორის ყვითელაშვილი - სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა)

4. გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (საციგაო სპორტი)

5. ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

6. ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

7. დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი)

8. ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (საციგაო)

9. მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი

10. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი

2. მიხეილ გიორგაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრი

3. შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

4. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

5. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი

6. ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში

7. მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი

8. ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციიის პრეზიდენტი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები

1. თენგიზ გაჩეჩილაძე

2. ოთარ გიორგაძე

3. ლევან ღუდუშაური

4. თამარ ყულუმბეგაშვილი

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები

- თამაშების მიმდინარეობის პერიოდი - 9 -25 თებერვალი

- მონაწილე ქვეყნები - 93

- სპორტის სახეობა - 7 (დისციპლინა 15)

- სპორტსმენთა რაოდენობა - 3 000

- გახსნის ცერემონიალი - 9 თებერვალი

- დახურვის ცერემონიალი - 25 თებერვალი

- ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი - 8 თებერვალი.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1. იასონ აბრამაშვილი - სამთო-სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)

2. ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტი (III თამაშები)

3. გიორგი სოღოიანი - საციგაო სპორტი (I თამაშები)

4. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 - 18:50-21:35 - გიორგი სოღოიანი

12.02 - 10:15-15:35 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)

14.02 - 10:15-15:25 - ნინო წიკლაური (სლალომი)

16.02 - 10:00-14:30 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)

17.02 - 10:00-14:25 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)

18.02 - 10:15-15:45 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)

22.02 - 10:15-15:40 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი)

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს, შესაძლებლობა გექნებათ, თვალ-ყური ადევნოთ ტელეკომპანია "პირველი არხის" ეთერის საშუალებით.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

llcl
1 სპორტსმენი მიდის და 28 კაცი მიყვება, ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ იყო თორე მეც გავყვებოდიო ისეთი პონტია)))
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს
სანკტ-მორიცში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ქართველი მოთხილამურე იასპარეზებს
ნინო წიკლაურმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 52-ე ადგილი დაიკავა
Eurosport: ფინალში საქართველოს კანადა ურჩევნიათ
შევხვდებით მილანში - ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა
ქართველი მოთხილამურე 2 დაშვების ჯამში 42-ე ადგილზეა
რუსეთის ნაკრები შესაძლოა, ისევ დოპინგ-სკანდალში გაეხვეს - საქართველოს შანსი
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა
ქართველი ოლიმპიელის გაუმჯობესებული და წარმატებული გამოსვლა
გიორგი სოღოიანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 32-ე ადგილზე დაასრულა
ყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]
ქართველი ოლიმპიელები თომას ბახს შეხვდნენ
ქართველმა მოციგავემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ზამთრის ოლიმპიადა 2018: აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში დისტანცია ვერ დაასრულა [VIDEO]
34-ე ადგილი სამთო-თხილამურებში და ყვითელაშვილი ამჯერად ინდივიდუალური პროგრამით
სოჭი 2014: ვაჟთა სლალომის I ცდის მერე იასონ აბრამაშვილი 43-ე ადგილზეა
იასონ აბრამაშვილმა ოლიმპიადებზე სლალომში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შედეგი აჩვენა [VIDEO]
ყვითელაშვილი, გუბანოვა... - მსოფლიოზე ოლიმპიადის მონაწილეებით
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]
ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]
ნინო წიკლაური ოლიმპიადაზე 14 თებერვალს იასპარეზებს
მორის ყვითელაშვილი იწყებს - ოლიმპიადის განრიგი
ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია
ზამთრის ოლიმპიადა 2018: იასონ აბრამაშვილმა სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა