ზანკტ პაულისა და შალკეს მატჩი პარასკევს 88-ე წუთზე შეწყდა

პარასკევს, ბუნდესლიგის 28-ე ტურის პირველი მატჩი „ზანკტ პაულისა“ და „შალკეს“ შორის 88-ე წუთზე იმის გამო შეწყდა, რომ ლაინსმენს ტრიბუნიდან ლუდის კათხა პირდაპირ თავში მოარტყეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, მთავარმა მსაჯმა დენიზ აითექინმა მატჩი შეწყვიტა. იმ დროისთვის „შალკე“ 2:0-ს იგებდა და თანაც, „ზანკტ პაულის“ ორი ფეხბურთელი ჰყავდა გაძევებული.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ განაჩენი გუშინ გამოიტანა: 88-ე წუთისთვის დაფიქსირებული ანგარიში საბოლოო შედეგად გამოცხადდა. კიცელთა პრესმდივნის, კრისტიან ბიონიგის თქმით, „ზანკტ პაულის“ ხელმძღვანელები სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ და არ ჰქონდათ იმის ილუზია, რომ მატჩი თავიდან ჩატარდებოდა.

ეს პირველი ვერდიქტია და „ზანკტ პაულის“ ხელმძღვანელები ამ დღეებში უარესებსაც უნდა ელოდონ. დიდი შანსია, რომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხის წინაშე მდგარ „პაულის“ ამ სეზონში დარჩენილი საშინაო მატჩების ჩატარება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუხდეს და გუნდს საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმის გადახდაც დააკისრონ. გერმანიის საფეხბურთო კავშირი „ზანკტ პაულის“ საბოლოო განაჩენს ამ კვირის ბოლომდე გამოუტანს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა