თბილისის "დინამომ" უკეთ ითამაშა და "არსენალი" დაამარცხა
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ტულის "არსენალს" 1:0 სძლია.

"დინამომ" წინა შეხვედრებისგან განსხვავებით უფრო აქტიურად ითამაშა და რუსეთის ჩემპიონატზე მე-8 ადგილზე მყოფი გუნდი დაჯაბნა. აღსანიშნავია, რომ "არსენალის" პრეზიდენტი თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი გურამ აჯოევია, ხოლო მისი შვილი გურამ აჯოევი - უმცროსი ამავე გუნდის ფორვარდია და ამ მატჩშიც მეტად აქტიური იყო ახალწვეულ თავდამსხმელთან არტიომ ძიუბასთან ერთად, რომელიც ჯანო ანანიძესთან მოსკოვის "სპარტაკში" და "როსტოვში" ასპარეზობდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას "დინამო" ფლობდა, 35-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე მეორე სართულზე დავით კობოურმა დაასწრო მეურვეს, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა და ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მომენტი ტულელებსაც ჰქონდათ, როდესაც ბულისკერიამ აჯოევს არ დაანება გოლის გატანა.

შესვენების შემდეგ კიტეიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში "არსენალი" ანგარიშის გათანაბრებას ამაოდ ცდილობდა.

დინამო: ბულისკერია - კობოური, თოთაძე, ხუციშვილი, რუხაია - ხარაბაძე (90. ერგემლიძე), ქარდავა (46. კუცია), კიტეიშვილი (89. ნინუა), ივანისენია, ივანიშვილი - ზივზივაძე

არსენალი: ლევაშოვი (46. ბერეზინი)- დენისოვი (67. ბელიაევი), ხაგუში (46. კომბაროვი), ნოვოსელცევი, ალეკსანდროვი (67. ალვარესი) - ივაკინი, ბურანოვი (67. ჩაუშიჩი), ტკაჩევი (61. გორბატენკო), მაკსიმოვი (67. ჯორჯევიჩი)- აჯოევი (46. კანგვა), ძიუბა

"დინამომ" დაასრულა პირველი შეკრება. ფეხბურთელები ხვალ თბილისში დაბრუნდებიან, ხოლო 11 თებერვლიდან მეორე შეკრების გასავლელად ისევ თურქეთში გაემგზავრებიან.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გია გრიგალავა: ამის შესახებ მსაჯი უფრო კარგად გიპასუხებთ
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"არსენალი" გია გრიგალავას წითელი ბარათის გაუქმებას არ მოითხოვს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა