ანა ტატიშვილმა ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში, "ფემილი საირქლ ქაფზე" საქვეყნოდ ცნობილ ჩოგბურთელ ელენა დოკიჩს მოუგო
გუშინ ანა ტატიშვილმა (115) საქვეყნოდ ცნობილ ჩოგბურთელ ელენა დოკიჩს (68) მოუგო - ეს ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში WTA-ს ტურნირ "ფემილი საირქლ ქაფზე" მოხდა, რომლის საპრიზო ფონდი 721 ათასი ამერიკული დოლარია.

21 წლის ქართველმა 28 წლის ავსტრალიელს (ერთ დროს მსოფლიოს მე-4 ჩოგანს) სამ სეტში, ცოტა უცნაურ მატჩში სძლია - 7:5, 2:6, 6:4. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, ჩვენებური უფრო მალეც შეძლებდა მოგებას, თავის მოწოდებაზე უკეთ რომ ეთამაშა. მესამე სეტში ანა მუდმივად იღებდა მოწინააღმდეგის მოწოდებას, მაგრამ საკუთარზე ვეღარ უმკლავდებოდა დოკიჩს.

ტატიშვილმა 17-დან 8 ბრეიქ პოინტი მოიგო, დოკიჩმა - 18-დან - 8. ელენას ანგარიშზე 5 ეისია (ანა - 2), სამაგიეროდ მან 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა (ანამ 3).

შეგახსენებთ, რომ ანამ ჯერ საკვალიფიკაციო ბადე მოიგო და ისე მოიპოვა ძირითადში თამაშის უფლება. მეორე ეტაპზე ქართველი მე-9 ნომრად განთესილ მარია კირილენკოს შეხვდება, რომელმაც გუშინ ძალზე იოლად მოუგო ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს - 6:4, 6:0.

24 წლის მარია კირილენკო მსოფლიოს 28-ე ჩოგანია. პრემიერკატეგორიის ტურნირში მეორე წრეში გასვლისთვის ანას 40 ქულა დაერიცხება, ამას დავუმატოთ 12 ქულა საკვალიფიკაციოს მოგებისთვის და გამოდის, რომ ანამ, რომც წააგოს, ძალზე მიუახლოვდება სანუკვარ ასეულს, კირილენკოს დამარცხების შემთხვევაში კი ქართველი საჩოგბურთო ელიტაში შევა.

გორგოძე ისევ იგებს

ეკა გორგოძე (554) კვლავ წარმატებით ასპარეზობს ანთალიის საერთაშორისო ტურნირში (10 ათასი დოლარი). გასული კვირის ტურნირი მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა მოიგო, ახლა კი განთესვის მე-7 ნომრით ჩაება ბრძოლაში. პირველ წრეში გორგოძემ რუს იულია პარასიუკს (732) იოლად აჯობა - 6:1, 6:2.

ჯერ არ გარკვეულა, თუ ვინ დაუპირისპირდება ქართველს მერვედფინალში ავსტრიელი კრისტინ კანდლერი (657), თუ სლოვაკი ნიკოლა ვაიდოვა (916). წყვილთა ბადეში ჩვენებური ბულგარელ იზაბელა შინიკოვასთან (704) ერთად ასპარეზობს.

tengo
კირილენკო დამარცხებულია!!!5-7/7-5/6-3!!!გაიხარე ანნა!!!
veriko
ანნა ძალიან მიხარია შენი წარმატებები,სულ ასე გააგრძელე
veriko
ანნა ძალიან მიხარია შენი წარმატებები,სულ ასე გააგრძელე
veriko
ანნა ძალიან მიხარია შენი წარმატებები,სულ ასე გააგრძელე
veriko
ანნა ძალიან მიხარია შენი წარმატებები,სულ ასე გააგრძელე
veriko
ანნა ძალიან მიხარია შენი წარმატებები,სულ ასე გააგრძელე
veriko
ანნა ძალიან მიხარია შენი წარმატებები,სულ ასე გააგრძელე
veriko
ანნა ძალიან მიხარია შენი წარმატებები,სულ ასე გააგრძელე
vera
ანა აბა კირილენკოსაც მოუგე,და გაახარე კველა კარტველი
vera
ანა აბა კირილენკოსაც მოუგე,და გაახარე კველა კარტველი
chichka
ყოჩაღ ანაა!!!მიაყოლე ბორში ჭამია მაშაც:)))
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა