სფფ-ს მატჩის გამართვა თბილისში სურს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ თამაში რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩატარდეს
7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩის გამართვას ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან აპირებს. ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გამართვა თბილისში სურს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ თამაში რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩატარდეს.

ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს, რიმელმაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო, ფიფას მიერ გამოქვეყნებულ ბოლო რეიტინგში კი 113-ე ადგილი უკავია.

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს - 4 ივნისს თემურ ქეცბაიას გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ხორვატიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა შესაძლოა, რომ ეს თამაში ერთი დღით ადრე - 3 ივნისს გაიმართოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 4 ივნისს ხორვატიაში რომის პაპი ბენედიქტ XVI ჩადის და ბალკანურმა მხარემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრის ერთი დღით ადრე გამართვის თაობაზე თხოვნით მიმართა.

ქართველთა თანხმობის შემთხვევაში, 21-წლამდელთა ნაკრებისა და ეროვნული გუნდის მატჩები ერთ დღეს გაიმართება. ოთარ გაბელიას გუნდი ევროპის 2013 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ მატჩს სამ ივნისს სწორედ ხორვატ თანატოლებთან ატარებს.

ქეცბაია ხორვატებთან თამაშამდე ორკვირიანი შეკრების გამართვას აპირებს, რომლის პირველი ეტაპი საქართველოში ჩატარდება, მეორე კი საზღვარგარეთ, ხორვატიის მეზობელ ქვეყანაში, რათა ფეხბურთელებმა შემდეგ ადაპტაციის პერიოდი იოლად დაძლიონ.

msy.gov.ge

noe
ხორვატიის ნაკრებთან ათამაშოს -მენთეშაშვილი,გამეზარდაშვილი,ხოჯავა.რაც შეეხება ანანიძეს ის შემოიყვანოს მეორე ტაიმში
devivi
რაც უფრო მეტ შეხვედრას გამართავს ჩვენი ნაკრები, მით უფრო კარგი და მისასალმებელი იქნება, რადგანაც ფეხბურთელები შეთამაშთებიან, თუმცა მიზანშეწონილი იქნება თუ უფრო ძლიერ გუნდებს გავეჯიბრებით- გერმანიას, ჰოლანდიას, ინგლისს, ან ტუნდაც რუსეთს და ა.შ.
guja kakhadze
დარწმუნებული ვარ ქეცბაია ხორვატიასთან დავით მუჯირს გამოიძახებს.
gio
ხორვატიამდე როგორ არის ეგ თამაში ერთი გამაგებინეთ რა?!:))
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე