8 თებერვალს თბილისის "საბურთალომ" თურქეთში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა
8 თებერვალს თბილისის "საბურთალომ" თურქეთში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ქართული გუნდის მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, მარიუპოლის "ილიჩევეცი" იყო. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

პირველი ნახევარი საბურთალოელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. ლუკა ლაკვეხელიანის საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა.

მანამდე კი გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა თორნიკე გორგიაშვილს, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ზემოდან გადაევლო კარს. ერთხელაც გიორგი კოხრეიძეს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ უკრაინელები ხარიხამ გადაარჩინა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი გაშვებულ გოლს თავისიანები ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა, რომელმაც ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქემ გაათანაბრა - გოლი ტიშენკომ გაიტანა. თუმცა, რამდენიმე წუთში თორნიკე გორგიაშვილმა მარჯვენა ფეხით შედეგიანი დარტყმა განახორციელა - 2:1. ისე მოხდა, რომ უკრაინელებმა მეორედ გაათანაბრეს ანგარიში - "მარიუპოლის" შემადგენლობიდან თავით კარაბენკომ გაიტანა. დარჩენილ დროში "საბურთალოს" რამდენჯერმე ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გურამ გოშთელიანი, რომელსაც კარგა ხანს ტრავმა აწუხებდა. ამპლუით ფორვარდმა მინდორზე 27 წუთი დაჰყო.

მორიგ შეხვედრას საბურთალოელები ხვალ, 9 თებერვალს გამართავენ.

საბურთალო - ილიჩევეცი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (38), 1:1 ტიშენკო (48), 2:1 გორგიაშვილი (54), 2:2 კარაბენკო (56).

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, რეხვიაშვილი (ჯინჯოლავა 75), ლაკვეხელიანი (ჩაბრაძე 68), ელვინ ტერა (გოშთელიანი 63), გორგიაშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, კოხრეიძე (დიასამიძე 46).

მარიუპოლი: გალჩუკი, ნეპლიანი, ნასონოვი, ბელი, გაფატი, კოლტსოვი, ტიშენკო, პიხალენოკი, კორობენკო, რადჩენკო, დედეჩკო.

მომზადებულია "საბურთალოს" "ფეისბუქგვერდის" მიხედვით

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"