"რეალისთვის" ეს ტური გამორჩეულია, რადგან "რეალ სოსიედადთან" დაპირისპირების შემდეგ ზუსტად ოთხ დღეში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სეზონის მატჩს" მართავს
"რეალისთვის" ეს ტური გამორჩეულია, რადგან "რეალ სოსიედადთან" დაპირისპირების შემდეგ ზუსტად ოთხ დღეში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სეზონის მატჩს" მართავს "პარი სენ-ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ასე რომ, ბასკებთან გენერალური რეპეტიციაა.

"რეალში" კრიზისია და ამას აღარ მალავენ. ზინედინ ზიდანი გამოვიდა და მოუწოდა თავის ფეხბურთელებს, ისე ითამაშონ, როგორც ეს "სამეფო კლუბს" შეეფერება.

ზიდანს "მისტერ ჩემპიონთა ლიგას" უწოდებენ, სწორედ ამ ტურნირზე დიდებული რეკორდის წყალობით, ფრანგს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, მაგრამ ეს იდილია შესაძლოა, პსჟ-სთან მატჩებით დასრულდეს. ეს თავად ყველაზე უკეთ ზინედინმა იცის და ამიტომ ფეხბურთელებისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს ახლა ითხოვს.

"რეალს" ხესუს ვალიეხოს გარდა ტრავმირებული არა ჰყავს. საინტერესო იქნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ექსრეალელი ასიერ ილიარამენდის ხილვა, რომელმაც ახლახან კარიერაში პირველად და მეორედ შეასრულა დუბლები.

კრიშტიანო რონალდო თამაშს უკვე 33 წლის ასაკში ხვდება, ვეტერანი ფორვარდი იმედს არ კარგავს, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ წლები ითამაშებს.

ლიდერი "ბარსელონა" ყველასთვის უხერხულ მეტოქე "ხეტაფეს" ხვდება. მადრიდელებს კატალონიელებთან სახარბიელო ბალანსი არა აქვთ, მაგრამ როცა "ხეტაფე" თავისას ვერ აღწევს, ეს გუნდი აშკარა უხეშობაზე გადადის. ერნესტო ვალვერდეს უსმან დემბელესა და ჟერარდ პიკეს გარდა ყველა მწყობრში ჰყავს.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ბოლოადგილოსან "მალაგას" ეთამაშება, ხოლო "ვალენსიას" ქალაქის დერბი აქვს "ლევანტეს" წინააღმდეგ.

ფაქტები

"ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 22 საშინაო მატჩში თითოეულში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

"რეალმა" "რეალ სოსიედადთან" შინ ბოლო 7 დაპირისპირებაში თითოეულში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

დრიბლინგი ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ ლიონელ მესის არ გამოუვიდა - 57-ჯერ.

"ლას პალმასმა" ბოლო 18 საგარეო მატჩიდან ლა ლიგაში 16 წააგო.

"რეალმა" "რეალ სოსიედადს" ყველა შეჯიბრებაში ბოლო 8 საშინაო მატჩი მოუგო.

ზუსტად ერთი წლის წინ "რეალ სოსიედადმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:3 წააგო.

"ბარსელონამ" ბოლო 22 საშინაო მატჩიდან ლა ლიგაში 21 მოიგო.

"ხეტაფეს" ბოლო ორი ვიზიტი "კამპ ნოუზე" ამ გუნდის 0:6 მარცხით დასრულდა.

"ატლეტიკოს" ლა ლიგის ბოლო 26 ტურიდან 25-ში არ წაუგია.

"მალაგას" შინ ბოლო 4 მატჩში გოლი არ გაუტანია.

"ატლეტიკომ" "მალაგას" ბოლო ოთხი დაპირისპირება მოუგო (ყველა შეჯიბრებაში).

"ლევანტეს" ბოლო 23 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.

"ვალენსიამ" ზედიზედ 5 მარცხი იწვნია (ყველა შეჯიბრებაში), აქედან სამი ლა ლიგაში.

ლა ლიგა. XXIII ტური

პარასკევი, 9 თებერვალი

ბილბაო-ლას პალმასი 0:0

შაბათი, 10 თებერვალი

ვილიარეალი-ალავესი 16:00

მალაგა-ატლეტიკო 19:15

ლეგანესი-ეიბარი 21:30

რეალი- სოსიედადი 23:45

კვირა, 11 თებერვალი

სევილია-ჟირონა 15:00

ბარსელონა-ხეტაფე 19:15

სელტა-ესპანიოლი 21:30

ვალენსია-ლევანტე 23:45

ორშაბათი, 12 თებერვალი

დეპორტივო-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა