კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა
დღეს, კალათბურთის ფედერაციის ოფისში საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა. სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირის პლეი ოფში გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, რომელსაც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიდების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე, ფედერაციის გამგეობის წევრი ნოდარ ქორქია და სუპერლიგის გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

AB ჯგუფი: "ქუთაისი" - "ბათუმი", BA ჯგუფი: "დინამო" - "ოლიმპი", CD ჯგუფი: "რუსთავი" - "მარსეული", DC ჯგუფი: "კაკტუსი" - "მგზავრები".

ნახევარფინალში ქუთაისი – ბათუმისა და დინამო – ოლიმპს შორის გამარჯვებულები შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალში კი რუსთავი – მარნეულსა და კაკტუსი – მგზავრების წყვილებს შორის მოგებულები ითამაშებენ.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები თასის გათამაშებაში სუპერლიგის 2 წრის შედეგების გათვალისწინებით მოხვდნენ. საქართველოს თასზე ბოლოადგილოსანი „სოხუმის“ გარდა, სუპერლიგის ყველა გუნდი იასპარეზებს.

კენჭისყრისას გუნდები 2 კალათაში განითესნენ. ერთში სუპერლიგის მოწინავე 4 გუნდი: ქუთაისი, დინამო, რუსთავი და კაკტუსი, ხოლო მეორეში – მომდევნო ოთხი – ბათუმი, ოლიმპი, მგზავრები და მარნეული. პლეი ოფის ყველა ეტაპზე მოგებული ერთი მატჩით გამოვლინდება. მეოთხედფინალში მოედნის უპირატესობა ექნებათ პირველ კალათაში განთესილ გუნდებს, ხოლო ნახევარფინალში და ფინალში სუპერლიგის 2 წრის შემდეგ ცხრილში შედარებით მაღლა მყოფ გუნდებს.

მეოთხედფინალური შეხვედრები 14-15 თებერვალს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალები – 20 და 21 მარტს. თასის გათამაშების ფინალური მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა