"ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრები სარეკორდო ანგარიშით დაამარცხეს
არსებობის 29-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნებმა ქუთაისში მესამედ ითამაშეს და მესამე გამარჯვება იზეიმეს. ამჯერად მათი მეტოქე ბელგიის ნაკრები იყო და ის სარეკორდო სხვაობით, 47:0 დაამარცხეს.

ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში პირველ, ისტორიულ მატჩში 1989 წლის 12 სექტემბერს ზიმბაბვეს 16:3 მოუგო; 16-წლიანი პაუზის შემდეგ, 2005 წლის 12 ივნისს ამ ქალაქში ჩეხეთს უმასპინძლა, 11 ლელო გაუტანა, სარეკორდო სხვაობით (75:10) დაამარცხა, გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი სხვაობით რუმინეთი უკან მოიტოვა და იმ წელს ერთა თასი პირველ ადგილზე დაასრულა; გავიდა კიდევ 13 წელი და კვლავ ქუთაისში საქართველომ სარეკორდო სხვაობა უკვე ბელგიელებთან გააუმჯობესა.

წინა ორი თამაშისგან განსხვავებით, ამჯერად შეხვედრა ‘აია არენაზე’ გაიმართა. გულშემატკივარმა ტრიბუნები პირთამდე შეავსო, საოცარი ატმოსფერო შქმნა და ბიჭებმა ბოლომდე მონდომებით ითამაშეს. მაყურებელმა იხილა 7 ლელო, რაც ბელგიასთან ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ბელგიელებისთვის ეს საქართველოში მეორე სტუმრობა იყო და ქულა ამჯერადაც ვერ აიღეს. წინა ჯერზე, 2014 წელს, ბორჯღალოსნებმა მათ ‘ავჭალაზე’ 6 ლელო გაუტანეს და 35:0 სძლიეს, ახლა კი მიღწევა ერთი ლელოთი და 12 ქულით გააუმჯობესეს.

ამ შეხვედრაში კიდევ რამდენიმე გამორჩეული მომენტი დაფიქსირდა: სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ; შედგა ორი მორაგბის სანაკრებო დებიუტი და ბორჯღალოსნების რაოდენობა 254-მდე გაიზარდა; ანზორ სიჭინავამ, რომელმაც მეორე კეპი მოიხვეჭა პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა.

დებიუტანტები მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია იყვნენ. პირველმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და შეტევები გაამწვავა, ხოლო მეორე ასევე შეცვლაზე 12 წუთი გაისარჯა.

თამაშის დაწყებამდე რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გორგასლიძემ 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბეს, ‘მონპელიეს’ ბურჯ მიხეილ ნარიაშვილს მისთვის განკუთვნილი პრიზები გადასცეს.

საქართველოს ჰიმნი ბორჯღალოსნებთან ერთად იმერეთის გუბერნატორმა და ვეტერანმა მორაგბემ, გივი ჭიჭინაძემ შეასრულა.

მატჩის დღეს იმერეთში გამოიდარა და მასპინძლებმაც პირველივე წუთებიდან შეუტიეს. ფაზები კარგად აეწყო და ანგარიშის გახსნის შანსი ბექა წიკლაურს მე-3 წუთზე ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა გაუცუდდა. გავიდა კიდევ 3 წუთი და სტუმრებმა ქართველთა სწრაფ, ხელდახელ შეტევებს ვერაფერი მოუხერხეს. ალექსანდრე თოდუამ და ოთარ გიორგაძემ ბურთი ლელოს ხაზთან მიიტანეს, ბელგიელებმა ფორვარდების რამდენიმე დარტყმას გაუძლეს, მაგრამ მოიქაცნენ და ლევან ჩილაჩავა ვეღარავინ შეაჩერა.

მე-14 წუთზე ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან ორჯერ სცადეს მოლის დაყენება, მეტოქე მძლავრად დაგვიხვდა, თუმცა დაცვის დალაგება ვეღარ მოახერხა, რაც შალვა მამუკაშვილმა შენიშნა, ბურთი რაქიდან სწრაფად აიტაცა და 50-ე სანაკრებო მატჩი მე-5 ლელოთი აღნიშნა.

ტაიმის შუაში პირველხაზელთა ესტაფეტა ზურაბ ჟვანიამ გადაიბარა. ამჯერად ლელო ხელდახელ შეტევას მოყვა, რომელსაც ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი მარცხენა კიდესთან დახვდა, დავით კაჭარავას, რომელმაც ორი მცველი აიყვანა გარჯა დაუფასა და ბურთი მშვიდად დაამიწა.

ტაიმის მიწურულს რეზი ჯინჭველაშვილმა ბურთი ფეხით მარცხენა ფლანგზე ჩაკიდა, სადაც მას წიკლაური დახვდა. წიკლაურმა ოთხივე ლელო გარდასახა და ტაიმი 28:0 დასრულდა.

შესვენებამდე ბელგიელებმა ერთადერთხელ შეგვაწუხეს, 24 ფაზა ააწყეს, მაგრამ გაუვალ დაცვას წააწყდნენ. ამ ეპიზოდს ჯარიმა მოყვა და სტუმრებმა 3 ქულის აღება სცადეს, მაგრამ დამრტყმელმა ვერ იყოჩაღა.

მეორე ტაიმის დასაწყისში რეფერიმ მამუკაშვილი სახიფათო ბოჭვაში დაადანაშაულა და 10 წუთით გაასინბინა. ბორჯღალოსნებმა ძალის გამოყენებაზე თითქმის სრულად თქვეს უარი და მაყურებელს გაშლილი რაგბი შესთავაზეს. ამის გამო პირველი ლელო 55-ე წუთზეღა გავიდა. მშობლიურ ქალაქში თავი გიორგი ფრუიძემ გამოიჩინა და ლამაზი შეტევა ლოგიკურად დაასრულა. ჩვენი ნახევრიდან დაწყებულ იერიშში ფაქტობრივად მთელი უკანა ხაზი მონაწილეობდა, ხაზი თოდუამ გაჭრა, ხოლო დამაგვირგვინებელ ფაზაში წიკლაურმა ჭკვიანურად ითამაშა და პასიც დოულად გასცა.

ფრუიძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ჯინჭველაშვილის ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ შეიმაგრა. შემდეგი ლელო 67-ე წუთზე გავიდა. შეტევა გოირგი ჭყოიძემ დაიწყო, ის რომ შეაჩერეს თამაში უკანახაზელებმა ააჩქარეს, სამი პასით ბურთი მარჯვენა ფლანგამდე სწრაფად ჩაიტანეს და მისი დამჭერი აღარავინ იყო. შეხვედრის მიწურულს გაჩეჩილაძემ თამაში ერთხელაც გაამწვავა, გიორგაძის მძლავრი მიძალების შეჩერებას რამდენიმე კაცი დაჭირდა, ლაშა მალაღურაძემ, რომელმაც მე-80 კეპი მოიხვეჭა, ბურთს ხელი ოსტატურად წაკრა და სიჭინავა ალამთან მარტოობაში დატოვა. წიკლაურმა ბოლო ორი ლელო გარდასახა და თამაში 47:0 დასრულდა.

ბორჯღალოსნები მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, ოფენბახში გამართავენ და მასპინძელ გერმანიას საქართველოს დროით 17:30 საათზე შეხვდებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებმა" ბელგიას პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს და 22:3-ს იგებენ
ბელგია VS საქართველო - ბელგიასთან ისეთ დონეზე ვითამაშოთ, რა დონეზეც ინგლისთან ვივარჯიშეთ
სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მილტონ ჰეიგი ბელგიასთან მატჩის შემდეგ: ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბელგიელთა მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებს, იმედია, აღარ შეგვხდებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო