ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ასტრონავტი ლორენსო

ასტრონავტი ლორენსო

ამერიკის ლაგუნა-სეკაზე მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საინტერესო რბოლა გაიმართა.

ამერიკის ლაგუნა-სეკაზე მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საინტერესო რბოლა გაიმართა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე ეტაპის სტარტი, რომელშიც ტრადიციული სურათი ვიხილეთ. მართალია, ესპანელმა დანი პედროსამ მეოთხე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ლიდერობის მოპოვებაში. მეორე ადგილისთვის კი ძალიან დაძაბული ბრძოლა წარიმართა. თავიდან ამერიკელმა ბენ სპისმა რამდენიმე სანტიმეტრით აჯობა კეისი სტოუნერს, მაგრამ ნაკლებად მომგებიან რადიუსზე იმყოფებოდა და ავსტრალიელი წინ გაუშვა. სპისი მესამე იყო, მის უკან კი ჩემპიონატის ლიდერი ხორხე ლორენსო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სტარტზე პირველი პოზიცია ეჭირა.

რბოლის წინ ჩემპიონატის დებიუტანტმა სპისმა განაცხადა, რომ საკუთარი პუბლიკის წინაშე პოდიუმზე ასვლა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ისევე როგორც წინა რბოლებში, ბენმა კვლავ დაიწყო პოზიციების დაკარგვა. თავიდან ლორენსო გაატარა, რამდენიმე წრის შემდეგ კი შეცდომა დაუშვა და ანდრეა დოვიციოზოს, ვალენტინო როსისა და თანამემამულე ნიკი ჰეიდენის უკან აღმოჩნდა. სპისი ამის შემდეგ მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ ტემპი არ დაუგდია და მალე წამოეწია კონკურენტებს.

ლიდერთა ჯგუფში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მეხუთე წრეზე ლორენსომ სტოუნერს გაუსწრო და პედროსას გამოეკიდა. დაწინაურებულებს შორის სხვაობა სტაბილური იყო, მაგრამ საქმეში დანის წაქცევა ჩაერია - სტარტის გმირმა მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა და ტრასის მიღმა გადავარდა. ლორენსო სეზონში მორიგი გამარჯვებისკენ გაეშურა - სტოუნერმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლიდერს და მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.

ავსტრალიელის უკან კი სერიოზული ბრძოლა გაიმართა მესამე ადგილისთვის. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სპისმა ჯერ ჰეიდენს გაუსწრო, შემდეგ კი როსის წამოეწია. ამან ლეგენდარულ იტალიელს ტემპის მომატება აიძულა და ვალენტინომ არამარტო შეინარჩუნა მეოთხე პოზიცია, არამედ დოვიციოზოსთან მესამე პოზიციისთვის ბრძოლის საშუალება მიიღო. ფინიშამდე ხუთი წრით ადრე ვალენტინომ შეძლო ბოლო მოსახვევში თანამემამულის გასწრება. დოვიციოზომ კონტრშეტევა სცადა, მაგრამ როსიმ იოლად დაიცვა მოპოვებული პოზიცია. ამ ბრძოლაში ფინიშამდე აღარაფერი შეცვლილა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებული მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ნელნელა მიიწევს წინ - ვალენტინო წინა რბოლაში მეოთხე ადგილზე გავიდა, ამჯერად კი პოდიუმზე ასვლა შეძლო.

სპისმა კი მეხუთე ადგილიც დაკარგა - მან ისევ დაუშვა შეცდომა და ჰეიდენს წინ გასვლის საშუალება მისცა.

ლორენსომ მეექვსე ეტაპი მოიგო სეზონში. ესპანელი ფინიშის შემდეგ ასტრონავტის ფორმაში გამოეწყო და მთვარაზე დაშვების იმიტაცია მოახდინა. "თავი გამოიჩინეს" რბოლის ორგანიზატორებმაც - დაჯილდოების ცერემონიისას მათ ჰიმნები აურიეს. ხორხე ლორენსო გაკვირვებული დარჩა, როცა მის საპატივცემულოდ იტალიის ჰიმნი ჩართეს. საბედნიეროდ, შეცდომა ხუთ წამში გამოსწორდა და ლაგუნა სეკაზე ესპანეთის ჰიმნი აჟღერდა.

აშშ-ის გრან-პრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 43.54,873; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - +3,517; 3. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +13,420; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +14,188; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +14,601; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +19,037...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 210 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 138; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 115; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 103; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 90; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 89...

ლელო

• GG

აუ ახლა ამასთან ჩამახუტა.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის

ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა

მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე