ფოტო: ანი ბერთლანი

რაგბის ეროვნული აკადემიის 17-წლამდელთა სელექციამ (აღმოსავლეთი) ქართულ ტურნეზე მყოფი ბრისთოლის (ინგლისის) რეგიონის ერთ-ერთი კლუბის, "ნეილსი & ბექველის" 18-წლამდელთა გუნდს პირველ მატჩში დიდი უპირატესობით, 107:5 მოუგო.

აკადემიის გუნდს 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და მენეჯერი პაატა მაისურაძე წვრთნიდნენ, რომელთაც აკადემიის მწვრთნელები - ზვიად ცუხიშვილი და გიორგი ნოზაძე ეხმარებოდნენ. გუნდი ეროვნული აკადემიის ისნისა და მუხიანის ფილიალების 2001 წელს დაბადებული მორაგბეებით დაკომპლექტდა, ხოლო სამი ბიჭი 2002-წლიანი იყო.

ინგლისელების გუნდი 2000 წელს დაბადებული ბიჭებისგან შედგებოდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ქართველები მეტოქეზე უკეთ მომზადებულები აღმოჩნდნენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად და ტაქტიკურად. შედეგად, ბრძოლა არ შედგა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში 10 ლელო გაიტანეს, 8 გარდასახვა შეასრულეს და 66:0 დაწინაურდნენ.

რადგან თამაშის ასე გაგრძელება არც ერთ მხარეს არ სურდა, შესვენების შემდეგ ინგლისელებს 5 ქართველი მოთამაშე დაემატათ, ხოლო ტაიმის მსვლელობისას მათი რიცხვი 8-მდე გაიზარდა. შედეგად, მეორე ტაიმში თამაში ოდნავ გათანაბრდა და "ნეილსი & ბექველმა" დებიუტშივე ერთი ლელო გაიტანა, თუმცა აკადემიის 17-წლამდელთა სელექციამ კიდევ 7 ლელო მიითვალა და 107:5 იმარჯვა.

"ნეილსი & ბექველი" მეორე მატჩს 15 თებერვალს გამართავს. ამჯერად "ლელო-სარასენსის" ჭაბუკთა „ბ“ ლიგის გუნდთან. ინგლისელები საქართველოში კიდევ ერთ თამაშს, 17 თებერვალს ქუთაისში გამართავენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

akaki
ნამეტანი სუსტი გუნდი ყოფილა, თუმცა ეს ერთი და სხვა მრავალი. კიდევაც დაიზდებიან ალგერთს ..........
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ზაალ რუხაძე - სამხრეთაფრიკული რაგბის ახალგაზრდა ქართველი ტალანტი
ლევან მაისაშვილი: ჩემი და მილტონ ჰეიგის ხედვა განვითარების გზებზე ემთხვევა
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
"ლელოს" მწვრთნელები ინგლისურ სარაგბო კლუბს ეწვივნენ
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი