"სამხრეთ აფრიკაში ყოველ ნაბიჯზე გრძნობ, რომ რაგბის და მორაგბეებს დიდ პატივს სცემენ"
"ზაალი "ჯონსონს კოლეჯ როვერსის" 20-წლამდელთა გუნდის წევრია. მან წლეულს დიდი როლი ითამაშა გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებაში. ის არის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს შესანიშნავი პრინციპები. არის სამართლიანი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული.

იგი მზადაა წარმატებით ითამაშოს ყველა პოზიციაზე. მისი თავდაუზოგავი დამოკიდებულება საქმისადმი ნათლად აისახა გუნდზეც.

ზაალის სიძლიერის საწინდარი, მის დისციპლინირებულობასა და თამაშის მიმართ სერიოზულ მიდგომაშია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ის სწრაფად ვითარდება ფიზიკურად, არის დომინანტური თავდამსხმელი და თამაშში შეუჩერებელია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, როგორ მტკიცედ შრომობს საკუთარ თავზე. ამ სეზონში განსაკუთრებით გააუმჯობესა ბურთის ტარება და შერკინებაში თამაში. ზაალი საკმაოდ თვითკრიტიკულია, რის შედეგადაც,ს საგრძნობლად აუმჯობესებს თამაშის ხარისხს.

ის გუნდში თავის მოვალეობას სრული პასუხისმგებლობით ასრულებს, რის გამოც ძალიან ღირებული და პოპულარული წევრი გახდა ჩვენს გუნდში. მისმა პოზიტიურმა ხასიათმა და შემართებამ ყველა მოთამაშის პატივისცემა მოაპოვებინა და სამაგალითო გახდა უმცროსი მოთამაშეებისთვის.

უყოყმანოდ შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ზაალს ნებისმიერ გუნდში, რადგან დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება ნებისმიერ პროფესიულ კლუბში, სადაც კი მოხვდება", - აი, ასე ახასიათებს 19 წლის ქართველ მორაგბეს, ზაალ რუხაძეს სამხრეთაფრიკული "ჯონსონს კოლეჯ როვერსის" 20-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი მაიკ ვოლესი.

სამხრეთ აფრიკაში გადაბარგებამდე ზაალ რუხაძე თბილისის "ჯიქების" ღირსებას იცავდა. მისი მწვრთნელი გიორგი ამირხანაშვილი იყო. ამ კლუბში თამაშისას მან საქართველოს ჩემპიონატის B ლიგის გათამაშება მოიგო.

- როგორ აღმოჩნდით სამხრეთ აფრიკაში. ეს სარაგბო ქვეყანაა, სადაც რაგბის გუნდში მოხვედრა და იქ ფეხის მოკიდება იოლი საქმე არაა..

- სამხრეთ აფრიკაში ჩემი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ნოზაძე ვარჯიშობდა. ის "ჯიქებში" გარემარბად თამაშობდა. დახმარება მან გამიწია. ჩემი მონაცემები გიორგის მეშვეობით გავაგზავნე და ჩემს ჩასვლას დათანხმდნენ.

თავდაპირველად, პირადი სპონსორი მყავდა, რომელიც ჩემს გამგზავრებას და იქ ყოფნას ფინანსურად უზრუნველყოფდა. მეორე წელს კი, კოლეჯიდან ასპროცენტიანი დაფინანსება მივიღე.

- რაგბის თამაშის სწავლასთან ერთად, ალბათ, განათლებასაც იღებთ...

- დიახ, სპორტის მენეჯმენტს გვასწავლიან, ასევე გავდივართ პირადი მწვრთნელის კურსებს.

- რომელ ქალაქში მდებარეობს "ჯონსონს კოლეჯ როვერსი"? იქნებ გვიამბოთ, როგორი ინფრასტრუქტურა აქვს მას?

- "ჯონსონს კოლეჯ როვერსი" დურბანში მდებარეობს. ჩვენი კოლეჯი ზე რაგბის გუნდისთვის, "ნატალ შარქსისთვის" ამზადებს მორაგბეებს. აქედან გამომდინარე, ცხადია, პირობები შესანიშნავია. საკმაოდ დიდი საწვრთნელი ბაზა აქვთ, რამდენიმე სტადიონითა და სხვა სათავსოებით. მწვრთნელთა შტაბი მხოლოდ იმაზე არის კონცენტრირებული, რომ ახალი, ძლიერი თაობა გაზარდოს.

სამხრეთ აფრიკაში რაგბი რელიგიის დონეზეა აყვანილი. ქალაქში "ნატალ შარქსის" სპორტული ტანსაცმლით რომ დადიხარ, ყველა ყურადღებას გაქცევს, გაჩერებენ, გესაუბრებიან, ფოტოებს იღებენ. ერთი სიტყვით, ყველა ნაბიჯზე გრძნობ, რომ რაგბის და მორაგბეებს დიდ პატივს სცემენ.

- მწვრთნელის დახასიათებაში წერია, რომ წლეულს წარმატებას მიაღწიეთ.

- დიახ, წლეულს ჩემპიონები გავხდით ჩვენი ასაკის გუნდების შეჯიბრებაში. ამის გარდა, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი გავხდი წოლით აზიდვაში ანუ კლასიკურ ძალოსნობაში. 220 კილოგრამი ავწიე.

აღსანიშნავია, რომ არსებობს სპეციალური სამედიცინო გამოკვლევა, რომლის შედეგადაც წონისა და სიმაღლის მიხედვითს შენს შესაძლებლობებს აფასებენ. ამ გამოკვლევის შედეგად სამხრეთ აფრიკის 10 საუკეთესო ათლეტს შორის მოვხვდი.

- კიდევ რამდენი ხანი უნდა დაჰყოთ სამხრეთ აფრიკაში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- სამხრეთ აფრიკაში კიდევ ორ წელიწადს ვითამაშებ. მერე ვნახოთ. წლეულს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, მაგრამ ვერ ჩამოვედი. ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. თუ გამომიძახებენ და ხელს არაფერი შემიშლის, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ და ვითამაშებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

memento
კარგი ბიჭი ჩანს წარმატებები ძმაო
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓡᓔᓖᓝᓜᓡ ᓐᓮᓐᓚ ᓡᓢᓐᓓᓘᓝᓜᓖᓔ ᓓᓐᓘᓬᓧᓔᓑᓡ [PHOTO]
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის II ტური: საუკეთესო შვიდეული
ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ინგლისურ კლუბს 107:5 მოუგეს
ესპუართა ლიგა: "ჯიქები" უდანაკარგოდ
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
თბილისის "ჯიქების" დირექტორი: ძალიან ძლიერ ჩემპიონატს ველოდებით
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტურის წინ

ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
ᓠᓐᕒᓑᓘᓡ ᓩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓐᓢᕘ. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓔᓠᕗᓛᓐ ᓚᕔᓚᓝᓛ ᓒᓐᕓᓐᓬᓧᕕᓘᕢᕐ
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
ᓒᓣᕚᓨᕔᓛᓐᓢᕙᓘᓕᕠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᕡ ᓔᓠᓝᓕᓜᕣᕚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᕜᕐᓢᕘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᕔᓑᓐ
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓠᓐᓒᓑᕘᕡ ᓩ