ინგლისური გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.

"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:

"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად საუკეთესო ვარჯიში იყო, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა".

გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:

"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.

ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.

"ბორჯღალოსნებისა" და ინგლისის ნაკრების ერთობლივი შეკრების პირველი დღის ვარჯიში [VIDEO]

Vasili
ამ 6 ერზე ვერ მიგვიღებენ კაიხანი, და არა იმიტო რო ჩვენი ბიჭები ცუდად თამაშობენ, ან ძალიან გაუჭირდებათ, არაა, პირიქით უფრო დავიხვეწებით. მაგრამ ეს ტურნირი არის მაყუთის საკეთებლად და არ გვინდა ჩვენ ამის გაგება.../ ჩვენი ხალხი საქართველოში დინამოს ვერ გაავსებს , იმიტო რო ბილეთი ეღირება ძვირი, ამ ტურნირის ბილეთები ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად: იტალია - ინგლისი ღირდა 300 ფუნტი , ჩემმა მეგობარმა ეს თანხა გადაიხადა, შეილება ცოტა იაფიაც იყოს, ყველაზე ცოტა 100 ფუნტი, და ეს ხალხო 1000 ლარამდე ურტყამს და მოიძებნება თბილისში ის ფულიანი და ამავე დროს რაგბზე შეყვარებული ხალხი , რომელიც ზედიზედ , ყოველ მეორე კვირას ამ ფულს გადაიხდის ბილეთში? სამწუხაროდ ძალიან მეეჩვება. / თორე ვისაც არ გაუხარდეს და ვინც საქართველოს ხელი შეუშალოს იმის ასე და ისე..../ გმადლობთ ყურადღებისათვის.../ არ დამიბლოკო , გეხვეწები ....
დათო
ნახე-რა, მაინც რომ ეჭვის თვალით გვიყურებს !!! *(^_°)*
dimeli
რა გჭირთ ხალხო? რა ყველგან შეთქმულების თეორია გელანდებათ. რატო კამათობთ? ეს არის უდიდესი მოვლენა ქართულ რაგბში. უფრო დიდი ვიდრე ერთა თასისის კიდევ ერთხელ მოგება. შერკინება მარტო მიწოლა არ არის. აქ ბადალი არ გვყავს. მაგრამ შერკინების მოთამაშეები ღია თამაშში? აუტი, მოლი, რაქი... ახლოსაც ვერ მივალთ ტოპ გუნდებთან. ასე რომ ჩვენ უფრო მეტს ვიღებთ, აღიარების გარდა. თან მთელი გუნდი ვარჯიშობს. ვუნიპოლას რა ხეზე ასვლა უნდა ვასწავლოთ კაცი უდიდესი ბურჯია მსოფლიოში. N1 :))) მაგათი გამოგონილია ეს თამაში. შედარებისთვის. კალათბურთის ნაკრებმა აშშ სთან რომ ივარჯიშოს ან ფეხბურთისამ ბრაზილია, გერმანიასთან :) გაგვიხარდეს და შევირგოთ. გაიხსენეთ უელსთან და ირლანდიასთანაც კინაღამ მოგებულ თამაშებში 1-2 მეტრიდან ვერ დავდეთ ლელო. ასე რომ ჩვენ იმათგან ძლიან ბევრი გვაქვს სასწავლი. დაწყნარდით და გაიხარეთ.
imereli
ჩვენი ნაკრებისათვის ეს არის აღიარება. ასევე დიდი გამოცდილება, რადგან ვარჯიში არა მარტო შერკინებაში ჩატარდა, არამედ სხვა კომპონენტებშიც. რაც შეეხება იმას, ზემოდან გვიყურებენ და ექვს ერში არ გვიღებენო რომ გაიძახიან, არა მგონია რომელიმე ინგლისელი მორაგბე ზემოდან უყურებდეს ჩვენებს, ეს ვარჯიში ედი ჯოუნზის ინიციატივა იყო და დიდი პატივისცემის გამოხატვა. რაც შეეხება 6 ერში ჩვენს მიღებას ამას ინგლისის ნაკრების მწრთვნელს და მის მორაგბეებს არავინ ეკითხება სამწუხაროდ.

ინგლისელები ამაყი და ამპარტავანი ხალხია საერთოდ, ყველას ზემოდან უყურებენ
mamulo
ინგლისელებს რა მოეწონათ და რა ისწავლეს ჩვენგან ეს გავიგეთ,მაგრამ ეხლა ის მინდა გავიგო ჩვენ რა ვისწავლეტ მათგან.ჰეიგი რატომ დუმს.მანაც თქვას რაიმე.ჩვენი ხაზის მოთამასეებს თუ და რაში წაადგა ეს ერთობლივი ვარჯიში.თუ 1 წელიწადში მაინც მივდივარო და ჩვენი საფირმო შერკინების საიდუმლო გააცნო ინგლისელებს.ერთი შერკინება გვქონდა საამაყო და როგორც ვატყობ მალე იმასაც დავკარგავთ.ვინმემ არ მითხრათ პესიმისთი ხარო.გაიხსენეთ გამოთქმა--Pესიმისტი--ინფორმირებული ყოფილი ოპტიმისტიაო.ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს
პროვოკატორი
შენ მაგარი უზრდელი ხარ და ეტყობა ,,კლავიატურის ლომის" ტიტულსაც ფლობ .შენზე დროის დახარჯვა არც ღირს.
მიროსან
გარტყმაში არა ხარ ჯიგარო სპორტის და იჭაჭები რაღაცას ვითომ დუხით.... ყველამ თავის საქმე აკეთოს რააა
ალექს
ესენი მგონი პირველი ქართველებია,ვინც თავი რამეში გამოიყენა !
დინამომ რომ ვესტ ჰემი აცრა 81-ში მაშინ დაიწერა ბრიტანულ პრესაში - ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლესო...
დინამომ რომ ვესტ ჰემი აცრა 81-ში, მაშინ დაიწერა ბრიტანულ პრესაში - ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლესო... ახლა რაგბს სწავლობენ ჩვენგან... მოკლედ, გვაღიარებენ, მაგრამ მაინც ზემოდან გვიყურებენ - თავის ტოლ-სწორად არ აღგვიქვამენ, რადგან ამპარტავნება სჭარბობთ... თუმცა ეს ხელს არ უშლით სწავლაში... ჩვენც რომ ასე გვიყვარდეს სწავლა, ერი ვერ გვაჯობებდა ვერც სპორტში და...
პროვოკატორს
ვისაც უნდა და ფული არ აქვს ვისაც უჭირს და უნდა მიაკითხეთ პროვოკატორს მისამართი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის უკანა შესასვლელი
zeno
გაიხარე მაგ სიმართლისთვის.ჩვენ არაფერს ვკარგავთ.რაღაცას კი ნამდვილად ვისწავლით ინგლისელებისგან.
ლეკი
ინგლისის ნაკრებთან ერთი საწვრთნელი შეკრება რუმინეთის ნაკრებთან 10 შეხვედრაზე მეტს ნიშნავს. მათთან ერთობლივი ვარჯიშის ჩატარება პატივისცემის ჟესტია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
პროვოკატორი
ვინც ვერ ხვდება,თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ვარჯიშს ჩვენი ნაკრებისთვის და ჩვენი რაგბისთვის, ვისაც ჰგონია,რომ არიქა ქართველობას წაგვართმევენ და ჩვენს საიდუმლოს გაიგებენ ინგლისელებიო და ვინც სკეპტიკურად უყურებთ ამ ყველაფერს, თქვენ თუ არ იცით - მე გეტყვით სად არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ძალიან გთხოვთ რაგბის შესახებ ნუღარაფერს დაწერთ! ჩვენ ზრდილობიანი ხალხი ვართ და არ დაგცინებთ,მაგრამ თქვენც უნდა მიხვდეთ,რომ ძალიან სულელურად გამოიყურებით!
აბა
დაკვრაც უნდა ასწავლო და სიმღერაც თუ ნიჭი აქვს, მაგრამ სპორტში როდის იყო მეტოქეები ერთმანეთს ილეთებს ასწავლიდნენ, რაშიც ჯობნი და უნიკალურია შენი ხრიკი, იმას ნუ ასწავლი თორემ მასე რაგბის თამაშიც გვასწავლეს და წესებიც ახსნილია, რა არის დაშვებული და რა არ შეიძლება.
ქუთაისელი
მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველები შერკინებას ასწავლიან ინგლისელებს! ეს არის ჩვენი უდიდესი აღიარება! მაგრამ მთლად ხეზე ასვლასაც ნუ ასწავლით, ერთი ორი სურპრიზი ჩვენთვისაც შეინახეთ :D
ანდროიდი
არა, ჩვენები ცხვარივით ჩავიდნენ იქ დაძახებულზე. რატომ ასეთი პესიმიზმე. ჩვენზე უკეთწსისგან თუ ვერ ვისწავლეთ იდიოტები ვყოფილვართ.
რიგითი გულშემატკივარი
დაწყნარდით ადამიანებო . მშვიდად შეხედეთ ყველაფერს. ჩვენ ვამბობთ რო ექვს ერში მიგვიღეთ რათა უფრო განვვითარდეთ და უფრო უკეთ ვისწავლოთ რაგბის თამაში და ჩვენ ისიც კი არ გვინდა რო ჩვენი შერკინების აღიარების გამო სპარინგი გავუწიოთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს?? ეს არათუ ცუდია არამედ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია .. დინჯან მშვიდად და ჭკუით უნდა წავიდეთ აღმავლობისკენ და არა ბაქიბუქით .. ჩვენც უნდა ვასწავლოთ და შევძინოთ რაგბს რაღაცეები რო მერე ათმაგად უკან დაგვიბრუნდეს.. პ.ს . ისე კი ეს ვარჯიშია და არა რაღაც საიდუმლოს გადაცემა ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული.. საიდუმლო კი ჩვენ სისხლშია და გავუფრთხილდეთ მას...
კოტე
დედას გაფიცებთ ვინც წინააღმდეგი ხართ ასეთი ვარჯიშის და საიდუმლოების "გაშიფრვის" ოდესმე სპორტით ყოფილხართ დაკავებული? პინგპონგი მაინც არ ითამაშიათ? პარტნიორის გარეშე რომ სპორტი არ ვითარდება ამას მტკიცება უნდა? არ გავამხილოთ, საერთოდ არავის ვაჩვენოთ და არც არავისთან გამოვიყენოთ - მოგვპარეს - ქართველობა წაგვართვეს. მიდით ლომებო დაფშვენით ძვლებში, ერთი შეგვხვდნენ და როგორ და ვინ უფრო გამოიყენებს მერე ვნახოთ.
888
აბა!შენ ისე მოგდის როგორც ერთ-ერთ ქართულ სპეკტაკლში, ფანდურზე დამკვრელი ტყეში დადის და იქ უკრავს,რომ სხვამ არავინ ისწავლოს დაკვრა.კარჩაკეტილი საზოგადოება, სპორტი,ეკონომიკა ვერასდროს განვითარდება.
chaachi
თვითონ ინგლისელი რაგბის ბოსები ამბობენ, რონ ჩვენი ადგილი 6 ერში არაა..აე ცხვენიათ “დაბალი ეშელონის “ გუნდისგან სწავლა..იმედია ბევრი რამე დაუმალეს ქართველებმა,დარწმუნებული ვარ ინგლისელები ასე მოიქცეოდნენ!
აბა
რატომ გადაწყდა რომ ჩვენ უნდა გვესწავლებინა მაგათთვის შერკინებაში მიწოლა გვაღიარებენ რომ უძლიერესნი ვართ ხო? ხოდა სანამ არ მიგვიღებდნენ 6 ერში ჰქონოდათ იმედი რომ ადრე თუ გვიან შეგვხვდებოდნენ მოედანზე და იქ ნახავდნენ ჩვენი მორაგბეების ძალას. რატომ ახალი ზელანდია არ გვასწავლის უკანა ხაზით თამაშს, ვთხოვოთ იქნებ თანხმობა მოგვცენ და გვასწავლონ მათთაც რაიმე. ეხლა რომ შევხვდებით და შერკინებაში-ც რომ მოგვიგებენ, მერე იტყვიან თქვენ შერკინებაც არ გცოდნიათ და ჩვენი დონის ნაკრები არ ხართო. და მორჩება ლაპარაკი 6 ერზე. თანაც მსაჯებიც იმათკენ გადაიხრებიან, რომ გავთანაბრდებით მიწოლაში და ვეღარ ვაჯობებთ აშკარა უპირატესობით. რა უბედურობაა რა არის. მორჩა კინო!
AA
არაფერი ძმებო ძალიან კარგი ამბავია, ერთის მხრივ ჩვენი ნაკრების აღიარებაა, რომ ამ კომპონენტში ჩვენგან ბრიტანელებს და მსოფლიოს აქვთ სასწავლი და მეორეს მხრივ, მხრების მოძრაობა კი კარგია, მაგრამ მთავარი ქართული მყესი და ძარღვია, უფლის მომადლებული, რომლის გამოც ყველაზე მაგარი შერკინება გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი ძალოსანი გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სუმოისტი გვყავს მსოფლიოში,ყველაზე ძლიერი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გვყავს მსოფლიოში ყველაზე მძიმე წონაში, გავაგრძელო????? :))) სისწრაფე და ტექნიკა თუ დაიხვეწა დამიჯერეთ ქართულ გენს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
jimsheri
ეს არის ჩვენი რაგბის მოვლა პატრონობა?
ზურა
ჩვენებიც ბევრს ისწავლიან დარწმუნებული ვარ, მშოფლიოში საუკეთესო მორაგბეებთან ვარჯიში ბევრისთვის შეუძლებელია, ჩვენებმა კი დაიმსახურეს! მთავარი კი ისაა რომ ინგლისელები თავის მხრებზე გამოცდიან რომ ვიმსახურებთ მათთან ერთ დონეზე თამაშს, დარწმუნებული ვარ არაერთი ინგლისელი მორაგბე გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჩვენთან ვარჯიშების მერე, რაც ისევ ქართულ რაგბს მოუხდება ;)
სოსო
ჩვენ ჩვენი ვასწავლეთ,მათაც გვასწავლეს რამე?-ეჭვი მეპარება.
ანდროიდი
მოკვტა ჩვენი საიდუმლო. ნწ, ნწ, ნწ. P.S. რაც მეტი ასეთი ვარჯიში მით უკეთესი რაგბი გვექნება.
მერაბი
ჩვენ რა ვისწავლეთ, ეს არის მთავარი!
მერაბი
ჩვენ რა ვისწავლეთ, ეს არის მთავარი!
ბმბ
ეს უნამუსოები, ჩვენგან შერკინების სწავლა უნდათ და 6 ერში მიღება არა? უხ თთთქვენი .....
rug
რას გავს ეს საქციელი ? ყველაფერი ფულზე და ვიღაცის კერძო ინტერესზე ხომ არ არის დამოკიდებული ? ესეც ხომ ჩინეთი და რუსეთია ? ჩვენს შერკინებას, ჩვენს სიძლიერეს ნუ გავანიავებთ. ეს რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო საქციელია.
ბესო
ეს გასაგებია მაგრამ, ამით ხომ არ ვაზიარებთ შერკინებაში ჩვენს საიდუმლო წესებს?

კატამ ლომს მთლად ხეზე აძრომაც არ უნდა ასწავლოს
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება