რობერტო ოლაბემ მწვრთნელობა უნდა გაიხსენოს

პრიმერადივიზიონის მაჩანჩალა "ალმერიამ" ახალი მწვრთნელი დანიშნა, ის ბასკი სპეციალისტი რობერტო ოლაბეა. ამ სეზონის დაწყებიდან ლა ლიგაში 8 მწვრთნელი გაათავისუფლეს და აქედან ორი "ალმერიაში". რაც გასაკვირი სულაც არ არის, ანდალუსიური კლუბი 26 ქულით ცხრილის ბოლო ადგილზეა. "ალმერიას" მხსნელ, მე-17 ადგილამდე 4 ქულა აშორებს. არადა, სულ 8 ტურიღა დარჩა, მათ შორის ვიზიტი "კამპ ნოუზე" - შაბათს აუტსაიდერი ლიდერს ეწვევა, რომელთანაც შინ 0:8 წააგო.

ხოსე ლუის ოლტრა ბილბაოს "ატლეტიკთან" ორშაბათის მატჩს შეეწირა, რომელიც "ალმერიამ" მშობლიურ "მედიტერანეოზე" 1:3 წააგო.

მეორე დილით ოლტრამ ვარჯიში, რომ ჩაამთავრა, მასთან კლუბის ხელმძღვანელები მივიდნენ და უთხრეს, შეეძლო შინ წასულიყო.

ანდალუსიელები უმწვრთნელოდ დღეზე მეტი არ დარჩენილან, გუშინ რობერტო ოლაბე ამ სეზონში "ალმერიას" მესამე მთავარი მწვრთნელი გახდა. აგვისტოდან ნოემბრამდე ეს მძიმე ჭაპანი ხუან მანუელ ლილომ ზიდა, ნოემბრიდან დღემდე - ოლტრამ. გუნდი საშინლად ასპარეზობს მიუხედავად იმისა, რომ შემტევ სტილს არ ღალატობს და კარში პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ბრაზილიელი დიეგო ალვეში ჰყავს. "ალმერიას" ერთადერთი გამონათება ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლა იყო, რაც ამ არცთუ დიდი ტრადიციების გუნდის (1988 წელს არის დაარსებული) ყველაზე დიდი მიღწევაა.

43 წლის ოლაბემ პირველი ვარჯიში გუშინ ჩაატარა, მედიას კი დღეს წარუდგენენ. ბასკი მხოლოდ სეზონის ბოლომდე უთავკაცებს "ალმერიას". სხვათა შორის, ის აქამდე კლუბის სპორტული დირექტორი იყო და კარგად იცნობს შიდა სამზარეულოს. ყოფილ მეკარეს 2005 წლის შემდეგ მწვრთნელად არ უმუშავია (მანამდე "რეალ სოსიედადს" და "ეიბარს" წვრთნიდა). ოლაბემ ასისტენტად მიკელ ანტია აიყვანა.

2010/11 წლების სეზონის სამწვრთნელო ცვლილებები

თარიღი გათავისუფლებული კლუბი დანიშნული

26 სექტ. ანტონიო ალვარესი სევილია გრეგორიო მანსანო

2 ნოემბ. ჟეზუალდო ფერეირა მალაგა მანუელ პელეგრინი

17 ნოემბ. ხოსე აურელიო გაი სარაგოსა ხავიერ აგირე

20 ნოემბ. ხუანმა ლილო ალმერია ხოსე ლუის ოლტრა

7 თებერ. მიგელ ანხელ პორტუგალი რასინგი მარსელინო

14 თებერ. ხოსე ანტონიო კამაჩო ოსასუნა ხოსე ლუის მენდილიბარი

20 მარტი ესტებან ვიგო ერკულესი მიროსლავ ჯუკიჩი

5 აპრილი ხოსე ლუის ოლტრა ალმერია რობერტო ოლაბე

ალმერიას სტატისტიკა ამ სეზონში

მეკარე: დიეგო ალვეში (30 თამაში)

მცველები: კარლოს გარსია (27, 1 გოლი), მიშელ მასედო (24), მარსელო სილვა (16, 1), აკასიეტე (16), იაკობსენი (16), ლუნა (6), ლილო (2), პელერანო (2), რიგო (1).

ნახევარმცველები: მბამი (28, 1), კრუსატი (27, 3), ბერნარდელო (26, 1), კორონა (22, 1), ხუანმა ორტისი (19), ვარგასი (17, 1), ვალერი (9), ფეგული (8, 2), ხუანიტო (4), ნიეტო (1).

თავდამსხმელები: პიატი (28, 7), ულოა (28, 7), კალუ უჩე (25, 5), გოიტომი (22, 1), ხოსე ორტისი (12).

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა