ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" სტუმრად ბასკეთში მიემგზავრება ყოჩაღ "ეიბართან" სათამაშოდ
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" სტუმრად ბასკეთში მიემგზავრება ყოჩაღ "ეიბართან" სათამაშოდ. "ბარსას" კარს საჩემპიონთალიგო ბატალია კარს მოადგა.

არადა, მისი ლიდერობა ლა ლიგაში უკვე აღარ არის უსაზღვროდ დიდი. ერნესტო ვალვერდეს გუნდი დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" 7 ქულით უსწრებს. "ატლეტიკო" ელის, დაუცდება თუ არა ფეხი "ბარსას" ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ.

კატალონიელებს არ ეყოლებათ თომას ვერმალენი, საეჭვოა უსმან დემბელეს თამაშიც, რომელმაც ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი გრანდში. "ეიბარს" 4-5 მოწინავე ფეხბურთელი აკლია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული პედრო ლეონია, დიდი ალბათობით, არ იქნება არც სერხი ენრიჩი. პირველ წრეში "ბარსამ" ქვა ქვაზე არ დატოვა "ეიბარისგან" - "კამპ ნოუზე" 6:1 მოუგო.

ევროპალიგაზე მოთამაშე "ატლეტიკო", რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის მცირე შანსს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ბილბაოს "ატლეტიკს" იღებს და თამამად შეგვიძლია, ტურის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ ამ თამაშის მონათვლა. ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება "ატლეტიკომ" ბილბაოში მოიგო - 2:1.

ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მოფერიანებული "რეალი" სევილიაში ჩადის "ბეტისთან" სათამაშოდ და შურის საძიებლად. საქმე ისაა, რომ პირველ წრეში "რეალს" ანდალუსიელებმა მისსავე მოედანზე მოუგეს - 1:0.

მესამეადგილოსანი "ვალენსია" ჩემპიონატის აუტსაიდერ "მალაგას" სტუმრობს. პირველ წრეში "ღამურებმა" მეტოქე 5:0 გაანადგურეს.

ფაქტები

"ბარსელონას" ლა ლიგის ბოლო 30 ტურში არ წაუგია.

დანიელ პარეხოს (ვალენსია) ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს უშუალოდ სტანდარტული მდგომარეობებიდან გაკეთებული - 5.

ბოლო 4 დაპირისპირებაა, რაც "ბარსელონას" სულ მცირე, 4 გოლი გააქვს "ეიბარის" კარში.

"ბარსელონამ" "ეიბარს" ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო.

"ატლეტიკოს" 13 თამაშია, რაც შინ არ წაუგია.

"ატლეტიკომ" ბოლო 7 საშინაო თამაშიდან 5 "მშრალად" დაასრულა.

ბოლო 4 ტურია, რაც "რეალი" მოედანს 2 გოლზე ნაკლებით არ ტოვებს.

ბოლო 19 საგარეო მატჩიდან ლა ლიგაში "რეალმა" 18 წაუგებლად დაასრულა.

ბოლო 5 საშინაო მატჩია, რაც "მალაგას" გოლი ვერ გააქვს.

"ატლეტიკოს" ლა ლიგაში ამ წუთისთვის ყველაზე დიდი მოგებათა სერია აქვს - 3 მატჩი.

ლა ლიგა. XXIV ტური

პარასკევი, 16 თებერვალი

ჟირონა-ლეგანესი 3:0

გოლები: 1:0 კრისტიან სტიუანი (23. პენ), 2:0 პორტუ (36), 3:0 ხუანპრე (85)

შაბათი, 17 თებერვალი

ლას პალმასი-სევილია 16:00

ეიბარი-ბარსელონა 19:15

ალავესი-დეპორტივო 21:30

მალაგა-ვალენსია 23:45

კვირა, 18 თებერვალი

სოსიედადი-ლევანტე 15:00

ატლეტიკო-ბილბაო 19:15

ესპანიოლი-ვილიარეალი 21:30

ბეტისი-რეალი 23:45

ორშაბათი, 19 თებერვალი

ხეტაფე-სელტა 23:59

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 12 - მაქსიმილიანო გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა