Yahoo Sports-ის მიმომხილველმა ჯონ ფიგარომ გვიამბო ჩოგბურთის დიდების დარბაზის იმ წევრების შესახებ, რომლებსაც ერთი ნაბიჯი დააკლდათ ნებისმიერი ჩოგბურთელის ოცნების ასრულებამდე. ამ ოცნებას "კარიერული დიდი სლემი" ჰქვია.

Yahoo Sports-ის მიმომხილველმა ჯონ ფიგარომ გვიამბო ჩოგბურთის დიდების დარბაზის იმ წევრების შესახებ, რომლებსაც ერთი ნაბიჯი დააკლდათ ნებისმიერი ჩოგბურთელის ოცნების ასრულებამდე. ამ ოცნებას "კარიერული დიდი სლემი" ჰქვია.

ანდრე აგასი პირველი ჩოგბურთელი იყო, ვინც ე. წ. "ღია ერაში" ოთხივე დიდი ტურნირი მოიგო. შემდეგ იგივეს გამეორება როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა შეძლეს. მსოფლიო ჩოგბურთის სხვა ლეგენდებს სულ ცოტა დააკლდათ დიადთა კლუბში შესასვლელად.

ჯონ მაკინროი და ბიორნ ბორგი ვერ დაიკვეხნიან "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე სტაბილური შედეგებით. ბორგმა ყველაზე დიდ წარმატებას როლან გაროსსა და უიმბლდონზე მიაღწია, რამდენჯერმე ფინალში ითამაშა აშშ-ის ღია პირველობაზე, ხოლო ავსტრალიის ღიაზე მესამე წრეზე შორს არ გასულა.

მაკინროის ძირითადი მიღწევები უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობას უკავშირდება. ის ერთხელ იყო როლან გაროსის ფინალში - 1984 წელს, როცა ივან ლენდლს პირველი ორი სეტი მოუგო, მაგრამ მაინც დათმო გადამწყვეტი მატჩი - 6:3, 6:2, 4:6, 5:7, 5:7. ეს ითვლება ამერიკელის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად.

ჩოგბურთის დიდების დარბაზის ცხრა წევრი, რომლებსაც ერთი ტიტული არ ეყოთ სასურველი "კარიერული დიდი სლემის" მოსაპოვებლად, აუცილებლად იმარჯვებდნენ მელბურნსა და ნიუ იორკში. ხოლო იმ ტურნირზე, რომელსაც ვერაფერს უხერხებდნენ, მინიმუმ მეოთხედფინალში გადიოდნენ. სამი მათგანისთვის გადაულახავი ბარიერი გახდა უიმბლდონის ტურნირი, ექვსისთვის - როლან გაროსი. ამ სტატისტიკით ირკვევა, რომ დიადი ჩემპიონებისთვის ყველაზე რთული სწორედ პარიზულ გრუნტის დაპყრობა იყო. აი როგორ გამოიყურება იმ ჩოგბურთელების სრული სია, რომლებსაც კარიერის განმავლობაში "დიდ სლემის" შესასრულებლად ერთი ტიტული დააკლდათ.

ჯონ ნიუკომბი (ავსტრალია)

ულვაშა ავსტრალიელი ერთ-ერთი უდიადესი ჩოგბურთელი იყო. ჯონმა პირველმა გამოიყენა ფორჰენდიდან დარტყმა, რომელსაც დღეს აქტიურად მიმართავს რაფაელ ნადალი. ნიუკომბმა ვერ შეძლო კარიერული "დიდი სლემის" მოპოვება როლან გაროსზე წარუმატებლობების გამო. აქ მას საუკეთესო შედეგი 1969 წელს ჰქონდა - მეოთხედფინალში ითამაშა.

გილერმო ვილასი (არგენტინა)

ვილასს კარიერაში ერთი უცნაურობა შეემთხვა. ერთ დროს ავსტრალიის ღია პირველობა ბალახის კორტებზე თამაშდებოდა. არგენტინელი იქ სამჯერ გავიდა ფინალში და ორჯერ მთავარი პრიზი მოიპოვა. მაგრამ უიმბლდონზე ანალოგიური საფარის კორტებზე სამხრეთამერიკელს არ უმართლებდა - აქ მისი საუკეთესო მიღწევა 1975 და 1976 წლებში მეოთხედფინალში გასვლა იყო.

არტურ ეში (აშშ)

ამერიკელის სათამაშო სტილი ნაკლებად ერგებოდა როლან გაროსის ნელ კორტებს, მაგრამ ეშმა მაინც მოახერხა იქ ორჯერ ნახევარფინალში გასვლა და ორივეჯერ სულ ცოტა დააკლდა საფრანგეთის ღია პირველობის მოსაგებად და "კარიერული შლემის" შესასრულებლად.

მატს ვილანდერი (შვედეთი)

სამი მატჩის მოგება დააკლდა შვედს 1988 წელს უიმბლდონის მოსაგებად. ამ შემთხვევაში არმარტო "კარიერულ შლემს", არამედ იშვიათ შედეგს მიაღწევდა - ერთი წლის განმავლობაში ოთხ მთავარ ტურნირს მოიგებდა (ვილანდერმა 1988 წელს მოიგო ავსტრალიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობები). ვილანდერი სულ სამჯერ გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში, მაგრამ უფრო შორს ვერ გააღწია.

პიტ სამპრასი (აშშ)

პიტ სამპრასს როლან გაროსზე წარმატების ერთი შანსიც არ ჰქონდა - ძირითადად, სუსტი ბექჰენდის გამო. ის ფაქტი, რომ მან პარიზში სამჯერ წააგო მეოთხედფინალში და ერთხელ - ნახევარფინალში, იმაზე მიუთითებს, რომ პიტის სტრატეგია ("რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს საკუთარი მოწოდება და შეძლებისდაგვარად მოიგოს ბრეიკი") გრუნტზე ნაკლებად ეფექტური იყო. ისე საინტერესოა, რა უფრო შთამბეჭდავი შედეგია - სამპრასის 14 ტიტული (როლან გაროსის გამოკლებით) თუ ანდრე აგასის კარიერული შლემი?

სტეფან ედბერგი (შვედეთი)

ის შესანიშნავად იყენებდა თავის სტილს (მოწოდება და ბადესთან გასვლა) 1989 წლის როლან გაროსის ფინალამდე, სანამ ამერიკელ მაიკლ ჩანგს არ შეხვდა, იქ კი ხუთსეტიანი ფინალი წააგო - 1:6, 6:3, 6:4, 4:6, 2:6. ჩანგმა სწორედ აქ მოიგო თავის კარიერაში "დიდი სლემის" ერთადერთი ტიტული - გზად მან ივან ლენდლი ჩამოიცილა და ედბერგს "კარიერული შლემის" შესრულების საშუალება მოუსპო. კიდევ სამჯერ სკანდინავიელი საფრანგეთის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში გავიდა.

ბორის ბეკერი (გერმანია)

ლეგენდარულ გერმანელს არ უმართლებდა და არ გამოსდიოდა თამაში გრუნტზე. ბევრს ახსოვს მონტე კარლოს მასტერსის ფინალი ავსტრიელი ტომას მუსტერის წინააღმდეგ, რომელშიც ბეკერს მატჩბოლი ჰქონდა, თანაც თავის მოწოდებაზე. მან პირველ ცდაზე ვერ ჩააწოდა, მეორეზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. ერთი საათის შემდეგ კი ბადესთან გავიდა და ბედნიერ მუსტერს გამარჯვება მიულოცა. ბორისი სამჯერ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში, მაგრამ "კარიერული შლემი" ვერც მან შეასრულა.

ჯიმი კონორსი (აშშ)

მართალია, როჯერ ფედერერს "დიდი სლემის" ორჯერ მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე ჯიმი კონორსს, მაგრამ ამერიკელს ისეთი რეკორები აქვს დამყარებული, რომელსაც შვეიცარიელი ვერასოდეს შეწვდება. როლან გაროსზე ოთხი მეოთხედფინალი და ამდენივე ნახევარფინალი კონორსს მეორე ადგილზე აყენებს იმ ჩოგბურთელებს შორის, რომლებმაც კარიერაში ვერ მოიგეს ოთხი მთავარი ტურნირი.

ივან ლენდლი (აშშ)

"კარიერული შლემის" მაძიებელ ლეგენდებს შორის ლენდლი ყველაზე უიღბლო ჩოგბურთელია. მან სამჯერ მოიგო როლან გაროსი, მაგრამ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - ვერ დაიპყრო უიმბლდონი. არავის შეუცვლია თავისი თამაშის სტილი ისე, როგორც ეს ყოფილმა ჩეხოსლოვაკიელმა გააკეთა იმისთვის, რომ უიმბოდონის ბალახზე წარმატებისთვის მიეღწია. პარიზულ გრუნტზე ის "ჩაწოდებისა და ბადესთან გასვლის" სტილს ამუშავებდა და ამ ტაქტიკით იქ სამჯერ მოიგო მთავარი პრიზი (1984, 1986, 1987). ლონდონში ყველაზე ახლოს წარმატებასთან ავსტრალიელ პატ კეშთან ფინალში იყო. იმჟამინდელი სპორტული ფორმით ლენდლი ამ ჩოგბურთელს ათიდან ცხრა შემთხვევაში დაამარცხებდა, მაგრამ 1981 წელს ივანმა სამ სეტში წააგო - 6:7, 2:6, 5:7.

ვერდასკო დაჩაგრეს

უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს ბარსელონაში ATP-ის ტურნირის ორგნიზატორებმა. მათ ე. წ. "უაილდ-ქარდი" არ გამოუყვეს მოქმედ ჩემპიონს, ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს. ტურნირის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ სპორტსმენს საკმარისი დრო ჰქონდა მონაწილეობაზე განაცხადის შესატანად.

ასე რომ, ბარსელონას ნაცვლად მსოფლიოს მერვე ნომერი პორტუგალიის ქალაქ ეშტორილში გაემგზავრება სათამაშოდ.

"რატომ არ ვითამაშებ ბარსელონაში? ამის შესახებ ორგანიზატორებს ჰკითხეთ - ტურნირის შემადგენლობას ისინი ადგენენ. წელს იქ ნადალი ითამაშებს და არსებობს ერთი ადამიანი - არ მინდა მისი გვარის დასახელება - რომელიც არ არის დაინტერესებული ჩემი იქ ჩასვლით. არ მიყვარს ის ადგილები, სადაც ჩემი ნახვა არ სურთ. მთავარია, რომ ეშტორილში მელოდებიან", - განაცხადა ვერდასკომ.

ფრანგები ბარტოლის გარეშე

ფედერაციის თასის კიდევ ერთმა ნახევარფინალისტმა გამოაცხადა შემადგენლობა. 16-17 აპრილს ესპანეთის ქალაქ ლერიდაში ადგილობრივი ნაკრები საფრანგეთს უმასპინძლებს. ფრანგების კაპიტანმა ნიკოლა ესკუდემ ამ მატჩისთვის შემდეგი ჩოგბურთელები გამოიძახა: არავან რეზაი, ალიზ კორნე, მატილდ იუჰანსონი და ვირჟინ რაზანო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგების რიგებში ვერ ვხედავთ გუნდის ლიდერ მარიონ ბარტოლის. წინასწარ იყო ცნობილი, რომ უიმბლდონის ყოფილი ფინალისტი ნახევარფინალში არ ითამაშებდა, რადგან საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ ვერ დააკმაყოფილა ბარტოლის მოთხოვნები.

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი