ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სერია A. XXV ტური: პლუს 3 ქულა, მინუს იგუაინი [VIDEO]

სერია A. XXV ტური: პლუს 3 ქულა, მინუს იგუაინი [VIDEO]

სერია A-ს წინა ტურში "ინტერმა" უიღბლო სერია შეწყვიტა
სერია A-ს წინა ტურში "ინტერმა" უიღბლო სერია შეწყვიტა და ბევრი მიიჩნევდა, რომ ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილები "ჯენოას" დამარცხებასაც მოახერხებდნენ, მაგრამ მოხდა პირიქით - "ნერაძურიმ" საკუთარ კარში ორი უპასუხო ბურთი გაუშვა.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა მილან შკრინიარი საკუთარი კარის მისადგომებთან სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მაგრამ... მოგერიებისას ბურთი იქვე მდგომ ანდრეა რანოკიას მოარტყა და... ასე დაწინაურდა "ჯენოა" ავტოგოლით. მეორე გოლი კი გორან პანდევმა გაიტანა, ვისაც ერთ დროს "ინტერისთვის" გაჰქონდა. მოკლედ, "ნერაძური" ლამის ყველამ გაწირა. თუმცა ამ დროს აშკარა იყო ცენტრალური მცველების შეცდომა. საერთოდ, მათ მთელი მატჩიც ძალიან დაბალ დონეზე ჩაატარეს...

ლუჩანო სპალეტი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმი ცუდად არ გვითამაშია, მეორე ნახევრით კი ძალიან უკმაყოფილო ვარ. ჩვენთვის ეს იყო პრინციპული შეხვედრა. უნდა ვაღიარო, რომ "ინტერი" არ არის მზად სერიოზული წარმატებების მისაღწევად და ეს ფაქტია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვეცადოთ, გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც ჩვენს თამაშში მრავლადაა".

Video

17.02.18 ჯენოა - ინტერი 2:0

"ინტერმა" მესამე ადგილი დაკარგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "რომამ" მორიგი გამარჯვება იზეიმა. რომაელებმა არ დაარღვიეს ტრადიცია და წარმატებით ითამაშეს "უდინეზეს" წინააღმდეგ.

დიდებულად გაისარჯა თურქეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი ჩენგიზ უნდერი. ბოლო სამ შეხვედრაში მან მე-4 გოლი მიითვალა. ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა რომაელები უფრო ყაირათიანები იყვნენ. შეხვედრის ბოლო წუთზე დიეგო პეროტიმ იმარჯვა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ფანებიც შვებით ამოასუნთქა.

"ჩვენ ვითამაშეთ ძალიან გამართულად და გუნდურად. რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი ახლოვდება და კიდევ უფრო იმატებს ჩვენი პასუხისმგებლობა. მინდა, რომ ეს გამარჯვება შემდგომი წარმატებების წინაპირობად იქცეს", - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ რომაელთა დამრიგებელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.

Video

17.02.18 უდინეზე - რომა 0:2

მივადექით ტურის ცენტრალურ შეხვედრას - ტურინულ დერბის. "იუვენტუსს" კვლავ დააკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, ეს ზრდიდა "ტორინოს" შანსებს. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

თან, "ბებერი ქალბატონისთვის" მატჩი ძალიან უიღბლოდ დაიწყო. თამაში ხეირიანად არც იყო გახურებული, როცა მირალემ პიანიჩის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გონსალო იგუაინი მეკარე სალვატორე სირიგუსთან პირისპირ გავიდა და მასთან შეჯახებისას დაშავდა.

არგენტინელმა თამაში ვეღარ გააგრძელა. არადა, ბოლო პერიოდში მას გოლები გაჰქონდა და "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისთვისაც ძალიან საჭირო იყო. იგუაინის ტრავმას ამ დღეებში დეტალურად გამოიკვლევენ, მანამდე კი მხოლოდ ვარაუდის დონეზე ამბობენ, რომ 7 მარტისთვის მისი გამოჯანმრთელება ფრიად სათუო საკითხია.

თავიდან "ტორინო" მრისხანე მეტოქეზე მწვავედ თამაშობდა. ასე გაგრძელდა ტაიმის შუამდე. მასპინძლებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ. ერთ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა "იუვეს" კარის დარაჯმა ვოიცეხ შჩესნიმაც.

კლასის ხარჯზე "ბებერმა ქალბატონმა" თანდათან მოუმატა. შეცვლაზე შესულმა ფედერიკო ბერნარდესკიმ (ესეც დაშავდა და, შესაძლოა, "ტოტენჰემისთვის" გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს) შესანიშნავი პასი უბოძა ალექს სანდროს, რომელმაც ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი "იუვენტუსის" კარნახით წარიმართა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში მისთვის სასურველ რიტმში გადაიყვანა. რაც მთავარია, ტურინელები შესანიშნავად ახერხებდნენ ბურთის კონტროლს. მარტო შეცვლაზე შესულ პაოლო დიბალას ჰქონდა გოლის გატანის სამი შესანიშნავი შანსი, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა.

"იუვენტუსმა" აკადემიურ სტილში მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე. ჩანდა, რომ ტურინელები ძალებს ზოგავდნენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან "იუვე" საჩემპიონო ბრძოლაშია, ბევრი ტრავმირებული ჰყავს და არც "ტოტენჰემთან" საპასუხო მატჩია ცხრა მთას იქით.

"ჩვენ დიდი გუნდი ვართ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც ურთულესი შეხვედრა მოიგეს. დერბი ყოველთვის დერბია და არც ეს მატჩი ყოფილა გამონაკლისი. ჩვენ მთელი მატჩი ძალიან დიდი ყურადღებით ჩავატარეთ. მიმაჩნია, რომ გუნდმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა... რაც შეეხება "ტოტენჰემთან" ფრეს, არ დაგავიწყდეთ - "იუვენტუსი" ერთბაშად სამ ფრონტზე იბრძვის. ეს ჩვენგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვი, რომ "ტოტენჰემთან" ფრე, თუნდაც საშინაო, ტრაგედიაა ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ინგლისში ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად ჩავალთ", - თქვა "იუვენტუსის" მწვრთნელმა ალეგრიმ.

Video

18.02.18 ტორინო - იუვენტუსი 0:1

მოულოდნელად გაუჭირდა ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის" - მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოუგო საშინაო შეხვედრა სპალ-ს. ეს იყო თამაში ცალ კარში, მაგრამ ფავორიტმა მხოლოდ ერთი გოლი იკმარა, რომელიც მატჩის დასაწყისშივე კალიეხონის პასით ალანმა გაიტანა.

"ნაპოლიმ" ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. არადა, ბევრს შეეძლო კარის აღება. ის კი არა, სპალ-ის კარში მეორე გოლიც გავიდა, თუმცა არბიტრმა მარეკ ჰამშიკს ზეიმის საშუალება არ მისცა.

ჰამშიკი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სლოვაკი სახიფათო გახლდათ როგორც იერიშების წამოწყებისას, ისე დამაგვირგვინებელ ფაზაში. ეგაა, ნეაპოლელებს აუცილებლად მართებთ საგოლე მომენტების უკეთესად გამოყენება, თორემ ამან შეიძლება გუნდს საქმე გაუფუჭოს სკუდეტოსათვის ბრძოლაში.

"ჩვენთვის ყველა შეხვედრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადამწყვეტია. ვთამაშობთ იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ეს გამარჯვება ჩემპიონობისთვის ბრძოლის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

მე ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ. ამას რომ ვამბობ, ვგულისხმობ საგოლე მომენტების გამოყენების უფრო მაღალ მაჩვენებელს. ამაზე ბევრი მუშაობა გვმართებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ წინააღმდეგ ბევრი გუნდი ირჩევს მეტისმეტად დაცვით ტაქტიკას და ეს ეხება განსაკუთრებით საშინაო შეხვედრებს. ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით", - თქვა "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.

ამ მოგებით "ნაპოლიმ" როგორღაც დაივიწყა ევროპალიგაზე "ლაიპციგთან" საშინაო მარცხი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სამხრეთელებს, ალბათ, მაინცდამაინც არ განუცდიათ ეს ფაქტი. სარის გუნდის მთავარი მიზანი ხომ სკუდეტოა და სწორედ ამისთვის აქვს თავი გადადებული.

Video

18.02.18 ნაპოლი - სპალი 1:0

"მილანის" წარმატებული სერია გრძელდება. ჯენარო გატუზოს გუნდმა ასევე კარგ ფორმაში მყოფი "სამპდორია" დაამარცხა და სერია A-ს ბოლო 6 მატჩში 5 მოგება დაუგროვდა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემპიონატის წინა 17 შეხვედრაში.

Video

18.02.18 მილანი - სამპოდორია 1:0

ფაქტები

"ატალანტამ" "ფიორენტინასთან" მიმდინარე სერია A-ს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდული (საშუალო ასაკი 24 წელი და 227 დღე) შემადგენლობა გაიყვანა.

"ნაპოლიმ" საკლუბო რეკორდი დაამყარა, მოიგო რა ერთ ჩემპიონატში ზედიზედ 9 მატჩი.

2016 წლის მაისის შემდეგ "იუვენტუსმა" პირველად შეძლო სერია A-ში ზედიზედ 9 მატჩის მოგება.

"ჯენოა"-"ინტერის" წყვილში მასპინძელმა გუნდმა მოიგო ზედიზედ მე-10 დაპირისპირება.

ანდრეა რანოკიამ ("ინტერი") სერია A-ში ჩატარებულ 186 მატჩში პირველი ავტოგოლი გაიტანა.

ლეონარდო პავოლეტიმ ("კიევო") სერია A-ს მიმდინარე კამპანიაში ყველაზე მეტი - 5 თავური გაიტანა.

"რომამ" "უდინეზესთან" ურთიერთდაპირისპირებებში (იგულისხმება მხოლოდ სერია A) ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო. არც ერთ სხვა მეტოქესთან რომაელებს ასეთი შედეგი არ აქვთ.

ჩენგიზ უნდერმა ("რომა") სერია A-ს ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

სერია A. XXV ტური

უდინეზე-რომა 0:2

გოლები: 0:1 უნდერი (70), 0:2 პეროტი (90)

რომა (4-2-3-1): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, ჟეზუში - დე როსი (75. სტროოტმანი), პელეგრინი - უნდერი (86. დეფრელი), ნაინგოლანი, ელ შაარავი (69. პეროტი) - ჯეკო.

კიევო-კალიარი 2:1

გოლები: 1:0 ჯაკერინი (74), 2:0 ინგლეზე (76), 2:1 პავოლეტი (82)

ჯენოა-ინტერი 2:0

გოლები: 1:0 რანოკია (45-საკ. კარში), 2:0 პანდევი (59)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, რანოკია, შკრინიარი, დ"ამბროზიო - ვესინო (61. რაფინია), გალიარდინი - კარამო, ბორხა ვალერო (76. ბროზოვიჩი), კანდრევა (77. პინამონტი) - ედერი.

ტორინო-იუვენტუსი 0:1

გოლი: 0:1 ალექს სანდრო (33)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, რუგანი, კიელინი, ასამოა - ხედირა, პიანიჩი, სტურარო - დუგლას კოშტა (66. დიბალა), ალექს სანდრო, იგუაინი (15. ბერნარდესკი/90+1. ლიხტშტაინერი).

ბენევენტო-კროტონე 3:2

გოლები: 0:1 კროჩატა (11), 1:1 სანდრო (37), 2:1 ვიოლა (65), 2:2 ბენალი (73), 3:2 დიაბატი (89)

ბოლონია-სასუოლო 2:1

გოლები: 1:0 პოლი (12), 1:1 ბაბაქარი (38), 2:1 პულგარი (88)

გაძევება: გოლდანიგა (86. სასუოლო)

ნაპოლი-სპალ 1:0

გოლი: 1:0 ალანი (6)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (90. დიავარა), ჰამშიკი (70. ზელინსკი) - კალიეხონი (86. როგი), ინსინიე, მერტენსი.

ატალანტა-ფიორენტინა 1:1

გოლები: 0:1 ბადელი (16), 1:1 პეტანია (45+1)

გაძევება: მილენკოვიჩი (85. ფიორენტინა)

მილანი-სამპდორია 1:0

გოლი: 1:0 ბონავენტურა (13)

მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - მონტოლივო (86. ლოკატელი), ბილია, ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ, კუტრონე (73. ანდრე სილვა).

გამოუყენებელი პენალტი: როდრიგესი (7. მილანი)

ორშაბათი, 19 თებერვალი

ლაციო-ვერონა 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური

24 თებერვალი: ბოლონია-ჯენოა, ინტერი-ბენევენტო

25 თებერვალი: კროტონე-სპალ, ფიორენტინა-კიევო, სამპდორია-უდინეზე, სასუოლო-ლაციო, ვერონა-ტორინო, იუვენტუსი-ატალანტა, რომა-მილანი

26 თებერვალი: კალიარი-ნაპოლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

"რომას" სალაჰის დაბრუნება სურს, თუმცა...

"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის

"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან

"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა

[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა

ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია

[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა

დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე

"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი