კომბინაციები და კვლავ კომბინაციები - ილიას ზუროსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის სასახლეში ინტენსიურად ავარჯიშებს. იმ მოკლე დროში, რომელიც ფიბას მიერ ფორმატის შეცვლის შემდეგ გუნდებს მოსამზადებლად ეძლევათ, ბერძენი სპეციალისტი ცდილობს, გუნდი მაქსიმალურად მოამზადოს. ამიტომაც დღეს დილის ვარჯიში, თუ მცირე მოთელვას არ ჩავთვლით, პირდაპირ კომბინაციების დამუშავებით დაიწყო.

დილის ვარჯიშამდე ნაკრების მოთამაშეები ვაკეში მდებარე ფიტნეს-ცენტრ "ასპრიაში" იმყოფებოდნენ, სადაც ტრენაჟორებზე დაკავდნენ და ამის შემდეგ მიაშურეს სპორტის სასახლეს. ივარჯიშა და კომბინაციების დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც თბილისში გუშინ რუმინეთიდან ჩამოვიდა. მასთან ერთად ივარჯიშა სერბული "მეგა ბიმაქსის" 18 წლის ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელსაც ადრიატიკის ლიგაში საკმაო სათამაშო დრო აქვს და სხვებთან ერთად მისი დიდად ეიმედებათ მწვრთნელებს.

ეროვნული ნაკრები დღეს, საღამოს კიდევ ერთ, გენერალურ ვარჯიშს გამართავს. მის დაწყებამდე კი ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები მედიის წარმომადგენლებს სპორტის სასახლეში შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას