ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ილიას ზუროსმა საავსტრიო შემადგენლობა გამოაცხადა

ილიას ზუროსმა საავსტრიო შემადგენლობა გამოაცხადა

ილიას ზუროსმა საავსტრიო შემადგენლობა გამოაცხადა
ავსტრიაში გამგზავრებამდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ბოლო ვარჯიში სპორტის სასახლეში გამართა. მის დაწყებამდე ნაკრების წევრებს შეხვდნენ პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც ნაკრებს ავსტრიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩვი ტურნირის მატჩში სამონაწილეოდ გაჰყვება.

საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა 17-მა კალათბურთელმა მიიღო და ის საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ. როგორც დილის ვარჯიშზე, ბერძენმა სპეციალისტმა ამჯერადაც კომბინაციებზე გააკეთა აქცენტი და 2 საათის განმავლობაში ნაკრების წევრებმა არაერთი დაცვა-შეტევითი სიტუაცია დაამუშავეს.

ვარჯიშის დაწყებამდე ილიას ზუროსმა ვიდეო-განხილვა ჩაატარა და კალათბურთელებს აჩვენა, თუ როგორ აჯობებს კომბინაციების გათამაშება. მწვრთნელმა მოთამაშეებს ფირზე დაანახა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და შემდეგ ამ დავალებების შესრულება ვარჯიშზე მოსთხოვა.

სპორტის სასახლეში მოვიდა, მწვრთნელები და მოთამაშეები მოინახულა და ნაკრებს საავსტრიოდ წარმატებები უსრურვა დუდა სანაძემ, რომელიც მყესებზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის და საკვალიფიკაციოს მესამე ფანჯრისთვის, ზაფხულში, მწყობრში იქნება.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ბერძენმა სპეციალისტმა საავსტრიო შემადგენლობა დაასახელა. 12 კაცში მოხვდა ნაკრებში პირველად გამოძახებული რუსთაველი მსროლელი, რეზო ჩაჩანიძე, ხოლო სრულ შემადგენლობას ქვემოთ წარმოდგენილ სიაში გაეცნობით.

საქართველოს ნაკრები ვენაში ხვალ, დილის 10:20 საათზე, ჩარტერული რეისით გაემგზავრება, ხოლო 23 თებერვალს, ავსტრიასთან მატჩის დასრულებიდან 3 საათში, თბილისში დაბრუნდება და 25 თებერვალს, გერმანიასთან საშინაო მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)

მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 ბაჰჩეშეჰირი (თურქეთი)

მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო

გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)

ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო

ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი

ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 ბიბლოსი (ლიბანი)

ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 მარნეული

აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი

ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი

მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი

რეზო ჩაჩანიძე ფორვარდი 190 რუსთავი

ილიას ზუროსი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი გადაწყვეტილება 12 კაციანი შემადგენლობის შესახებ შესაძლოა გადაიხედოს გერმანიასთან თამაშის წინ და შევიდეს გარკვეული ცვლილებები. ავსტრია ძალიან ძლიერი გუნდია და წინ რთული თამაში გველის.

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): მართალია, ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ვართ, მაგრამ იმედი დიდი გვაქვს. ავსტრიაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ბიჭების მჯერა და შემდეგ თბილისში, სპორტის სასახლე გერმანიასთან მატჩზე ბოლომდე უნდა შევავსოთ. ყველას მოვუწოდებ, თადარიგი დაიჭიროს ბილეთების შესაძენად. გერმანიასთან მატჩისთვის სასვსე ტრიბუნები გვჭირდება. ყველაფერი უნდა დავდოთ გასამარჯვებლად.

გიორგი ცინცაძე: მოხარული ვარ რომ ტრავმის შემდეგ ვუბრუნდები კალათბურთს და ავსტრიასთან თამაშზე გუნდთან ერთად ვიქნები. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და იმედი მაქვს, წარმატებით დავასრულებთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს.

ნიკა ცქიტიშვილი: ავსტრიაში რთული მატჩი გველის. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს არ ჰყავს სახელიანი მოთამაშეები, მაინც რთული იქნება სტუმრად გამარჯვება. ყველაზე სახიფათო მაჰალბაშიჩია, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. გაცილებით ძლიერი მეტოქე გველის მეორე მატჩში. მოვუწოდებ გულშემატკივარს, თადარიგი დაიჭიროს და ბილეთები შეიძინოს. სპორტის სასახლე უნდა გავავსოთ, რადგან საშინაო კედლების მხარდაჭერა ისე გვჭირდება, ალბათ, როგორც არასდროს.

მერაბ ბოქოლიშვილი: მადლიერი ვარ სამწვრთნელო შტაბის რომ მომცეს შანსი მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. ჩვენი მიზანი ორივე თამაშის მოგებაა და როგორც ავსტრიასთან, ისე გერმანიასთან, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

• haha

გთხოვთ ამიხსნათ რეზო ჩაჩანიძე 190 სმ-ა და თან ფორვარდს თამაშობს? უბრალოდ მე არ ვიცი ზუსტად ფორვარდის განმარტება. სხვა ფორვარდები 2 მეტრზე მეტნი არიან.

• გულშემატკივარი

წინა თამაშებში მთავარი პრობლემა ჩვენს ფარზე მოხსნები იყო, შედარებით თუ გამოვასწორებთ და ნაკლებად წავაგებთ მოხსნებს, მოგება თავისუფლად შეგვიძლია.

• სოსო

ფარზე გაგვიჭირდება,ისევ მსროლელებმა უნდა გაქაჩონ.გუნდურ თამაშში ალბათ უკეთ ვიქნებით დალაგებულები ვიდრე წინა ტურებში და თუ ის უამრავი ჯარიმა ავიცილეთ თავიდან,გამარჯვებასაც შევძლებთ.წარმატებები ბიჭებს.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89