ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ესპანეთთან საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთთან საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთთან საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 3 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რაზმი 29 მორაგბისგან შედგება, რომელთაგან 13 ბექია, ხოლო 16 მორკინალი.

მათგან 10 - 8 ბექი და 2 მორკინალი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო ინგლისის პრემიერშიფიდან, ჩემპიონშიფიდან და პრო 14-ის უელსური კლუბიდანაა, 10 საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს, 2 პრო დე2-ს წარმოადგენს, ერთი ფედერალ1-ის კლუბიდანაა, ხოლო 4 რუსეთის, კრასნოიარსკის გუნდიდან.

ბელგია-გერმანიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო და ახლა გუნდთან ერთადაა შალვა სუთიაშვილი, რომელმაც პრო დე2-ის 23-ე ტურში ‘დაქსს’ ლელო დაუდო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ინგლისთან გამართული ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც 4-5 თვიან რეაბილიტაციას მოითხოვს. ასევე ფეხის ტრავვმა გაუმიზეზდა ბორჯღალოსნების კაპიტან, მერაბ შარიქაძეს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში მწყობრში იქნება.

ჰეიგი მეტოქისა და შემადგენლობის შესახებ

ბორჯღალოსანთა მომავალი მეტოქე ესპანეთი, რუსეთისა და რუმინეთის დამარცხების შემდეგ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მთავარ კონკურენტად იქცა.

„მოცემული მომენტისთვის ესპანეთი ჩვენი მთავარი კონკურენტია. რუსეთისა და რუმინეთის დამარცხებით, ის მსოფლიო თასზე ევროპა1-ის სახელით გასვლას მიუახლოვდა და თავდაჯერებულობა შეიძინა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი და გამოწვევა იქნება და მას მოუთმენლად ველოდებით.“ ამბობს ჰეიგი

„თამაშის დღეს მენტალურად და ფიზიკურად კარგად უნდა ვიყოთ და „საშინაო დავალება“ შევასრულოთ. სამწუხაროდ, კვლავ გვაწუხებს ტრავმები და დაგვაკლდებიან კოტე მიქაუტაძე და მერაბ შარიქაძე.

„ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ სოსო მათიაშვილი და გიორგი კოშაძე, რაც ჩვენი უკანა ხაზის თამაშს კიდე უფრო გააძლიერებს და გაამრავალფეროვნებს.

თითოეულ თამაშს ინდივიდუალურად მივუდგებით და შესაბამისად, მწვრთნელები შემადგენლობას მოთამაშეების ვარჯიშისა და თამაშის მიხედვით შევარჩევთ. თავს კომფორტულად ვერავინ იგრძნობს. უნდა ვივარჯიშოთ ტიერ1-ის გუნდივით და ტურნირიც ასეთივე სტილში მოვიგოთ“ - მილტონ ჰეიგი

საქართველო - ესპანეთი | 3 მარტი, 18:00 | მესხის სტადიონი

ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• Gio

მჭედლიძე კლუბშიც არ თამაშობს და ჟურნალისტებმა იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა სჭირს ამ ბიჭს. ისე "ჩვენი უხუცესი" და კიდევ მინიმუმ 5 კაცი ამ დონეზეც ვეღარ ითამაშებენ მსოფლიოსთვის, ასე რომ დროა ჰეიგი ახალგაზრდებს მეტად ენდოს!

• giorgi

თაზო ჯანზეა, ჰეიგი არ იძახებს ნაკრებში და ვფიქრობ სწორადაც იქცევა, თაზო კლუბში სადაც თამაშობს მესამე ხაზში გადაიყვანეს, სამწუხაროდ მას საკმარისი სიწრაფე არ აქ რომ 14 ნომრად ითამაშოს, ამიტომ დროა ამ ადგილზე ვინმე სწრაფი შევარჩიოთ

• zaza

ჯინჭველაშვილს კარგი მომავალი აქვს. მაინტერესებს ბექა გორგაძე რატომ დაიკარგა. იქნებ რაგბის საიტზე გაკეთდეს ფანჯარა, სადაც გავიგებთ ჩვენი ბიჭების ფიზიკურ მდგომარეობას

• კოტე

შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალური შემადგენლობაა თუ ტრამვირებულებს გამოვრიცხავთ. უბრალოდ დიდი ხანია თაზო მჭედლიძის სახელი არ გამიგია და ნეტავ ხომ ჯანზეა. ამ შემადგენლობიდან მხოლოდ ორზე მაქვს კითხვის ნიშანი: 1. გემოვნება, რა თქმა უნდა აბსტრაქტული საკითხია მაგრამ რა მოსწონს და რა დაინახა მელიტონამ ჯინჭველაშვილში. მე ვერ ვადევნებ თვალს დიდი 10იანის თამაშებს მაგრამ თუ ვინმემ იცის ეს ბიჭი იმსახურებს ასეთ დონეზე თამაშს? მე რაც ნაკრებში ვნახე ყველა გამწვავების დროს კრიტიკულ მომენტში ბურთი დაკარგა, წინ დაუვარდა ან პასი ვერ გააკეთა ხეირიანი. 10 ნომრის საქმე შემოქმედებაა და არა საკუთარი შეტევის დესტრუქცია. რა თქმა უნდა ეს თამაშები ჩვენთვის საწვრთნელ ხასიათს ატარებს და გამოჩნდება ვის რისი შნო აქვს. ძალიან კარგია რომ გუნდში ყველა პოზიციაზე 2-3 კაცი ჩანს ვისაც პრეტენზია და შანსი აქვს (მეოდე ხაზის გამოკლებით) ძირათადის წევრი იყოს. 2. ქუთაისის ტორპედოში მეგრელაძეს ტრიბუნიდან დაუძახეს გაინძერი მერაბია თორე ბლოხინს ბუჩქი ეგონები და მოგაფსამსო - ასეა ჩვენი უხუცესი მოთამაშე, რომელსაც გუნდის მიმართ უდუდესი დამსახურების მიუხედავად აღარც სისწრაფე აქვს და აღარც რეაქცია. თუ მისი მონაწილეობით ბოლო 9 თამაშს ნახავთ, ჩვენთვის გატანილი 8 ლელო თუ მისი 100% დამსახურება არაა ლომის წვლილი მიუძღვის. ღმერთმა იცის 1.5 წლის მერე მისი რეაქციები როგორი იქნება. ის ბოლო წერტილია ჩვენი დაცვის და აქ აუცილებლად რეაქტიული მოთამაშე გვჭირდება. მას არაამქვეყნიურად უყვარს რაგბი და იქნებ რაგბის კავშირმა სხვა ფუნქცია მისცეს და არ დარჩეს ბორტს მიღმა.

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს

15-ქალას ელიტური მეტოქე

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან

გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო

10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის

რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის