ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ადამიანი, ვინც გზა ათასებს გაუკვალა

ადამიანი, ვინც გზა ათასებს გაუკვალა

არტურ უორტონი ფეხბურთის ისტორიაში პირველი შავკანიანი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო
გასული კვირის საერთაშორისო მატჩის, ინგლისი-განის წინ მოთელვაზე გამოსული პრემიერლიგის ვარსკვლავები ეშლი კოული და ასამოა გიანი უთუოდ შენიშნავდნენ "უემბლის" მინდვრის კიდეზე მცირე ცერემონიალს, სადაც პატივს მიაგებდნენ არტურ უორტონის ხსოვნას. ისინი, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდებოდნენ, უორტონის სახელი გაგონილიც, რომ ჰქონდეთ, თუ რა დიდ ვალში არიან ამ კაცთან, როგორც გზის გამკვალავთან და პიონერთან...

როცა კოული, გიანი და ათობით მათი თანაგუნდელები, თუ სხვები თავიანთ ტალანტს მთელს მსოფლიოს ანახებენ და ამით თავადაც გვარიანად ხეირობენ, მიუხედავად რელიგიისა და რასობრივი კუთვნილებისა - უორტონს გზის გაკვალვა პროფესიულ ფეხბურთში გაცილებით რთულ დროს უხდებოდა, როცა მუქკანიან ადამიანებს უჭირდათ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში და, თავისთავად, სპორტშიც. არტურ უორტონი ფეხბურთის ისტორიაში პირველი შავკანიანი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და, როგორც იქნა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღიარა ამ ადამიანის წვლილი და "უემბლიზე" მისი ღვაწლი დააფასა.

უორტონი არ იყო პირველი მუქკანიანი ფეხბურთელი, ის გაიანაში დაბადებული ენდრიუ უოტსონის კვალს გაჰყვა, რომელმაც "ქუინზ პარკთან" ერთად შოტლანდიის თასი მოიგო და სამჯერ შოტლანდიის ნაკრებშიც ითამაშა. ეს იყო შორეულ 1881-82 წლებში. მაგრამ უოტსონი მოყვარული ფეხბურთელი იყო, უორტონი კი ფეხბურთის ისტორიაში იმით შევიდა, რომ პირველი მუქკანიანია, რომელსაც ფეხბურთის თამაშით ჰქონდა შემოსავალი.

მისი ისტორია ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი, ბევრი ლაქაა, ბევრი ცნობა ურთიერთგამომრიცხავიცაა, ზოგი ამბავი ჰოლივუდურ ფანტასტიკასაც გვაგონებს. უორტონი მხოლოდ კარგი ფეხბურთელი არ იყო, ის 100-იარდიან სპრინტში (60 მ) მსოფლიო რეკორდის ავტორია, პროფესიულ დონეზე უთამაშია კრიკეტი, იყო ბრიტანეთის ჩემპიონი ველოსპორტში და ძალები რაგბის მოედანზეც გამოუცდია. აი, ასეთი მასშტაბის სპორტსმენი იყო არტური.

არადა, როცა არტური ამ ქვეყანას მოევლინა, მის ოჯახს აშკარად სხვა გეგმები ჰქონდა. ის 1865 წლის ოქტომბერში განის ქალაქ აკრაში დაიბადა. არტურს მამა სანახევროდ შოტლანდიელი, სანახევროდ კი გრენადელი ჰყავდა, დედა კი განის სამეფო ოჯახის ახლო ნათესავი იყო. 17 წლის ასაკში ის ინგლისში გაგზავნეს, რათა კარგად შეესწავლა მამის საქმე - მეთოდისტობა, მას უნდა შეეცვალა მამა ქვეყნის მეთოდისტ-მინისტრის თანამდებობაზე.

ჭაბუკი ბრიტანეთში მალე მიხვდა, რომ ეს კარიერა მისთვის არ იყო სასურველი. სამაგიეროდ, რომელ სპორტშიც ძალები მოსინჯა, ყველგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. განსაკუთრებით საოცარ შედეგებს მიაღწია მან მძლეოსნობაში. 20 წლის უორტონი ჩელსის "სტემფორდ ბრიჯზე" მოყვარულ მძლეოსანთა ჩემპიონატში არათუ ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა 100 იარდზე სირბილში, არამედ, მან მსოფლიოს ახალი რეკორდიც დაამყარა.

ამ აღიარებამ საშუალება მისცა არტურს კომერციულ ტურნირებში მიეღო მონაწილეობა და ფული ამით ეშოვნა. მას შემოსავალი კრიკეტის თამაშიდანაც ჰქონდა, სადაც ზაფხულობით გადაერთვებოდა ხოლმე.

ამასობაში დარლინგტონში მცხოვრები არტური ადგილობრივი კლუბის მწვრთნელმა შეამჩნია და ფეხბურთში გადასვლა შესთავაზა. ყველაზე მეტად არტურის ტალანტი სწორედ ფეხბურთში, კერძოდ კი მეკარეობაში გაიფურჩქნა - სიმამაცე, სწრაფი რეაქცია, მებრძოლი სული და ამ ამპლუის ფეხბურთელთათვის დამახასიათებელი ექსცენტრიულობა, მას ბრწყინვალე გოლკიპერად ჩამოყალიბებაში დაეხმარა.

აი, რას წერდა მაშინდელი "შეფილდ ტელეგრაფის" ერთ-ერთი ჟურნალისტი: "მე ვნახე მისი ნახტომი, როცა უორტონი ხარიხას ჩამოეკიდა და ბურთი, სხვა შანსი რომ აღარ იყო, ფეხებით დაიჭირა. მახსოვს დასამატებლად მოვარდნილი სამი გავეშებული ფორვარდის გაოცებული სახეები. 50 წელიწადია ფეხბურთს ვუყურებ და არასდროს, არსად ასეთი რამ არ მინახავს".

როგორც მოგახსენეთ, მაშინ მუქკანიანთათვის მძიმე დროება იყო, რასისტული გამოხტომები არტურის მიმართ კი - ხშირი. ისინიც კი ვინც არტურს მფარველობდნენ, მას "შავ უორტონს" ეძახდნენ. ყველამ კარგად იცოდა, რომ ინგლისში მასზე კარგი მეკარე არ იყო, მაგრამ ისიც კარგად უწყოდნენ, რომ არტურს ნაკრებში არასოდეს მიიწვევდნენ... კანის მუქი ფერის გამო. მაგრამ ის ძალიან უყვარდა უბრალო ხალხს, მუშებს, მოსამსახურეებს, უბრალოდ, ფეხბურთის გულშემატკივრებს. სტადიონებზე მის მიმართ არ იშურებდნენ ისეთ ეპიტეტებს, როგორიცაა: "ჯადოქარი", "უჩინარი", "სუპერი"...

უორტონი მაშინდელი საფეხბურთო ერის გრანდმა "პრესტონ ნორზ ენდმა" გადაიბირა, 1887 წელს მან გუნდი თასის ნახევარფინალში გაიყვანა. ერთი წლის შემდეგ კი მან გადაწყვიტა, პროფესიულ მძლეოსნობაში გადასვლა. უორტონი მალევე მიხვდა შეცდომას, ფეხბურთში დაბრუნდა, მაგრამ ვეღარასოდეს შეძლო ძველ დონეზე თამაში.

ამის შემდეგ უორტონი კლუბს კლუბზე იცვლიდა, სმას შეეჩვია და მალე ყველამ მიივიწყა, 1902 წლიდან (როცა კარიერა დაასრულა) ოთხ წელიწადში მუქკანიანი პიონერი გარდაიცვალა, როგორც უიმედო და უგროშო ალკოჰოლიკი. მოკვდა და დავიწყებასაც მიეცა...

მხოლოდ 9 ათეული წლის გასვლის შემდეგ, დარლინგტონის სასაფლაოზე მოიძიეს მიგდებული საფლავი და იქ მემორიალური ქვა დადგეს. ამის შემდეგაც, მისი სახელი და ღვაწლი ბევრს არ ახსოვდა, სანამ ამაზე ვივ ანდერსონმა არ იზრუნა, ინგლისის ნაკრების პირველმა მუქკანიანმა ფეხბურთელმა.

"როცა მის შესახებ ერთ-ერთ მუზეუმში პირველად გავიგე, გავვოცდი, ადამიანი, რომელმაც ამდენს მიაღწია, აღარავის ახსოვდა. ჩვენს შორის სულიერი კავშირია, ის პირველი პროფესიონალი მუქკანიანი ფეხბურთელი იყო, მე კი პირველი, რომელმაც ნაკრების მაისურა მოვირგე". ვივ ანდერსონის შრომამ ნაყოფი გასულ კვირას გამოიღო, როცა არტურ უორტონის ხსოვნას პატივი "უემბლიზე" მიაგეს. ამასთან, ფეხბურთის ასოციაციამ 20 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოჰყო, რათა დარლინგტონში მისი მემორიალური დაფა გაიხსნას.

"ის იყო ფანტასტიკური ადამიანი და სპორტსმენი, დიდი გოლკიპერი. ადამიანი, რომელთაგანაც დაიწყო მუქკანიან ფეხბურთელთა ეპოპეა", - დასძენს ვივ ანდერსონი.

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ

"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა