25-ე და 26-ე ტურებს შორის პაუზა 24-საათიანიც კი არ არის - ლა ლიგაში შუა კვირის ტურია, რომელიც სამ დღეზეა გაწერილი.

ჩემპიონი "რეალი" ბარსელონაში ჩადის სათამაშოდ, ოღონდ "ესპანიოლის" წინააღმდეგ; "ბარსა" კი კანარის კუნძულებზე მიემგზავრება - გადარჩენისთვის მებრძოლ "ლას პალმასთან" დუელი აქვს.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ყოფილ "კორნელია ელ პრატზეა". "რეალმა" გამოიღვიძა და "სამეფო კლუბის" ბანაკის ირგვლივ ოპტიმისტური განწყობა ჭარბობს.

ხანდახან ნამეტანიც მოსდით - მაგალითად, კლუბის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო ამბობს, რომ ლა ლიგა ხანგრძლივი ტურნირია და "რეალმა" ჩემპიონობისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

ჩემპიონობისთვის? როცა ტურნირის დასრულებამდე 13 ტური რჩება და "ბარსასთან" ჩამორჩენა 14 ქულაა (ამასთან, "ატლეტიკოს" "რეალი" 7 ქულით ჩამორჩება), ეს განცხადება გადამლაშებულად გვეჩვენება.

ზინედინ ზიდანის გუნდი ზედიზედ 4 გამარჯვებით იწონებს თავს. მას დისკვალიფიკაციამოხდილი კაპიტანი სერხიო რამოსი უბრუნდება. მარსელოს არყოფნაში მარცხენა ფლანგზე ისევ ტეო ერნანდესი ითამაშებს.

მატეო კოვაჩიჩისა და კაზემიროს პარტნიორობა მოედნის ცენტრში გაგრძელდება, ხოლო ფლანგებზე სასტარტოს ადგილისთვის გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო და ისკო იბრძოლებენ.

რეალი (სავარაუდო): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, ტ. ერნანდესი - ისკო, კოვაჩიჩი, კაზემირო, ასენსიო - ბენზემა, რონალდო.

"ბარსა" "ლას პალმასთან" დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია. გუნდში ბრწყინვალედ ათამაშდა ფილიპე კოუტინიო და ახლა ამ კარგი ფორმის გაგრძელებას ელიან.

ამბობენ, რომ ერნესტო ვალვერდე როტაციას მიმართავს. წინ "ატლეტიკოსთან" მატჩია. ამიტომ, შესაძლოა, მწვრთნელმა ჟერარდ პიკე, ლუის სუარესი და ივან რაკიტიჩი (ან რომელიმე მათგანი) დაასვენოს.

საინტერესო დაპირისპირება გველის "სან მამესზე", სადაც მარსელინოს "ვალენსია" ჩადის. "ვანდაზე" კი მადრიდული დერბია - "ატლეტიკო" "ლეგანესს" მასპინძლობს და ქულების დაკარგვას კვლავ არ აპირებს.

ფაქტები

"რეალმა" "ესპანიოლს" ბოლო 11 მატჩი მოუგო (ყველა ტურნირში).

"რეალმა" "ესპანიოლთან" ბოლო 10 გასვლიდან 8-ში კარი "მშრალად" შეინახა.

"ესპანიოლმა" ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩი ფრედ ითამაშა, "რეალმა" კი - მოიგო.

ამ სეზონში ლა ლიგაში ყველაზე მეტი აშკარა საგოლე შანსი ლიონელ მესიმ (ბარსელონა) შექმნა.

"ბარსელონამ" ბოლო 32 მატჩიდან 27 მოიგო ლა ლიგაში, 5 კი ფრედ დაასრულა.

ბილბაოში "ატლეტიკმა" "ვალენსიას" ბოლო სამი მატჩი მოუგო.

"ვალენსიას" ამჟამად 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ამჟამად ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "ატლეტიკოს" აქვს - 5.

"ატლეტიკომ" "ლეგანესთან" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 6-ში კარი "მშრალად" შეინახა.

ლა ლიგა. XXVI ტური

სამშაბათი, 27 თებერვალი

ესპანიოლი-რეალი 23:00

ჟირონა-სელტა 00:30

ოთხშაბათი, 28 თებერვალი

ხეტაფე-დეპორტივო 22:30

ბილბაო-ვალენსია 22:30

მალაგა-სევილია 22:30

ატლეტიკო-ლეგანესი 00:30

ეიბარი-ვილიარეალი 00:30

ხუთშაბათი, 1-ლი მარტი

ბეტისი-რეალ სოსიედადი 22:30

ლას პალმასი-ბარსელონა 23:59

ალავესი-ლევანტე 00:30

ბომბარდირები: 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), მაქსი გომესი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა