სერია A-ს ეს ტური სეზონში ერთ-ერთი გამორჩეულია. სერია A-ს ერთგული გულშემატკივარი ერთბაშად სამი გამორჩეული შეხვედრის მოწმე გახდება. თუნდაც ის რად ღირს, რომ გვაქვს "დერბი დელა მადონინა", რომელსაც გუნდების სატურნირო განლაგების მიუხედავად, ცენტრალური შეხვედრის სტატუსი უნდა მივანიჭოთ.

"მილანი" შესანიშნავ ფორმაშია და ეს წინა ტურშიც დამტკიცდა, როცა ჯენარო გატუზოს გუნდმა "რომა" მისსავე ასპარეზზე დაამარცხა. "მილანი" არც გუშინწინ წასულა დედაქალაქიდან ხელცარიელი - პენალტების სერიაში დაამარცხა "ლაციო" და იტალიის თასის ფინალში გავიდა.

განსხვავებულია "ინტერის" მდგომარეობა. "ბენევენტოსთან" მოგების მიუხედავად, გუნდში კრიზისია, თუმცა კარს ისეთი მატჩი გვადგას, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ფედერიკო ბერნარდესკის, ხუან კუადრადოსა და გონსალო იგუაინის გარეშე ითამაშებს "იუვენტუსი" "ლაციოსთან" უპრინციპულეს შეხვედრაში. საეჭვოა მატია დე შილიოს მინდორზე გასვლა. არადა, "ბებერ ქალბატონს" ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, რადგან "ნაპოლის" ისედაც ჩამორჩება.

მასპინძლებს ერთადერთი ტრავმირებული ჰყავთ, თუმცა, არ გვგონია, სიმონე ინძაგიმ ვერ შეავსოს ადამ მარუშიჩის არყოფნით გამოწვეული ვაკუუმი. დანარჩენი რომაელები ჯანმრთელად არიან და უპრინციპულესი მეტოქის გამწარებას ყველანაირად ეცდებიან.

თავის მხრივ, "იუვენტუსს"აუცილებლად ექნება გონებაში ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" მოახლოებული უპრინციპულესი ჯახი. მით უმეტეს, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ლონდონში, დიდი ალბათობით, მხოლოდ მოგება მისცემს ხელს.

ჩემპიონობისკენ მიილტვის "ნაპოლი", რომელიც საშინაო ასპარეზზე "რომას" შეხვდება. ფავორიტი უდავოდ მაურიციო სარის გუნდია. "რომა" ვერ არის იდეალურ ფორმაში - წინა ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილებმა შინ წააგეს "მილანთან" და დიდი კრიტიკაც დაიმსახურეს.

"ნაპოლის" ამ მატჩში დააკლდებიან ვლად კირიკეში და ფაუზი გულამი. რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელებს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლებათ. სერიოზული დანაკლისი არც ერთ გუნდს არ აქვს და, იმედია, ორივე მათგანი შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებს.

ფაქტები

სპალ-ი და "ბოლონია" ერთმანეთს მეორედ ხვდებიან.

"ლაციომ" ბოლო 2 მატჩი მოუგო "იუვენტუსს".

"ნაპოლიმ" უკანასკნელ 2 თამაშში დაამარცხა "რომა".

"ჯენოასა" და "კალიარის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"კიევოსა" და "სასუოლოს" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ტორინოსა" და "კროტონეს" შორის წინა 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

"უდინეზესა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 8 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"მილანისა" და "ინტერის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ მორჩა.

სერია A. XXVII ტური

შაბათი, 3 მარტი

სპალ-ბოლონია 18:00

ლაციო-იუვენტუსი 21:00

ნაპოლი-რომა 23:45

კვირა, 4 მარტი

ჯენოა-კალიარი 15:30

ატალანტა-სამპდორია 18:00

ბენევენტო-ვერონა 18:00

კიევო-სასუოლო 18:00

ტორინო-კროტონე 18:00

უდინეზე-ფიორენტინა 18:00

მილანი-ინტერი 23:45

ბომბარდირები: 23 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიჩინიო
ყველა თამაში გადაიდო თურმე, ასტორი იპოვეს ნომერში მკვდარი, ფიორენტინას კაპიტანი და ნაკრების მცველი :(
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი