საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კარს ორი ამხანაგური შეხვედრა მოადგა. 24 მარტს ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები ჯერ ლიტვას, ხოლო 27 მარტს ესტონეთს უმასპინძლებენ. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.

საინტერესოა, რა რესურსით ხვდება საქართველოს ნაკრები ამ დაპირისპირებებს და საერთოდ, რა რესურსი გვექნება ერთა ლიგისთვის, რომელიც 6 სექტემბერს აიღებს სტარტს.

დავიწყოთ მეკარის პოზიციით. უპირველეს ყოვლისა, ვახსენოთ გიორგი მაკარიძე, რომელიც პორტუგალიის უმაღლესი ლიგის მეხუთეადგილოსან კლუბში ასპარეზობს (თუმცა ამას ასპარეზობას ნაკლებად დავარქმევთ).

27 წლის კარის დარაჯი "რიო ავეში" გადასვლის შემდეგ კვლავ უთამაშებელია. როგორც იგი ტრანსფერის დროს ამბობდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ჰპირდებოდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

აღნიშნული კლუბის ძირითადი მეკარე ბრაზილიელი კასიოა. მაკარიძე ასევე უთამაშებელი იყო "მორეირენსეშიც", სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.

ასე რომ, გიორგი დიდი ხნის უთამაშებელია და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთა ლიგის სეზონისთვის იგი "რიო ავეში" ძირითადი შემადგენლობის მეკარის წოდებას მოიპოვებს.

სამაგიეროდ, "ანჟის" შემადგენლობაში სისტემატურად და თანაც, ძალიან კარგად ასპარეზობს გიორგი ლორია. ქართველმა მეკარემ მოსამზადებელ ეტაპზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

რუსეთის ჩემპიონატი ახლახან განახლდა და სანაკრებო ბატალიებს იგი აშკარად კარგ ფორმაში შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ იგი უნდა იყოს მომავალში საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე.

აქვე კიდევ ერთ კარის დარაჯზეც ვთქვათ, რომელიც "ჯვაროსნებს" შეგვიძლია დავუკავშიროთ და ეს როინ კვასხვაძეა, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ნამდვილი გმირია.

ალბათ, ამხანაგური მატჩებისთვის მას ვლადიმირ ვაისი გამოიძახებს და შანსს მისცემს, რომელსაც როინი ნამდვილად იმსახურებს. გასულ სეზონში მან ეროვნულ ლიგაში თავი კარგად წარმოაჩინა და შანსიც ნამდვილად დაიმსახურა.

გადავიდეთ დაცვაზე. აქ ფლანგზე უკონკურენტოა ოთარ კაკაბაძე, რომელსაც ესპანეთში შესანიშნავი პრესა აქვს და ბოლო პერიოდში აშკარად მოუმატა. ოთარმა ბოლო შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

მას უფრო კარგ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ და "ხიმნასტიკის" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. 22 წლის კაკაბაძე ჩვენი ნაკრების დაცვის ერთ-ერთი საიმედო წევრი უნდა იყოს.

ბრწყინვალე პრესა აქვს და მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ლიდერია ასევე სოლომონ კვირკველია. ჯერ მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ მის სახელს პრემიერლიგის გუნდებს უკავშირებდნენ.

საბას რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად მოიხსენიებენ და ყველა შეხვედრაში საუკეთესოთა შორის ხვდება. მას რუსეთის ჩემპიონობის ჩინებული შანსი აქვს. ამას გარდა, "ლოკომოტივი" ევროპის ლიგის 1/8-ფინალშიცაა გასული, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

ალბათ, საუბარი ზედმეტი იქნება გურამ კაშიაზე, რომელიც არა მარტო "ჯვაროსანთა" ლიდერი, არამედ არნემის "ვიტესის" სული და გულია. კაშია ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცველია და ლიდერობის აღებაც თავის თავზე ნამდვილად არ ესწავლება.

დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში სისტემატურად არ ასპარეზობს, მაგრამ პაულო ფონსეკა ხშირად ენდობა დავით ხოჭოლავას. ქართველმა ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და მის "შახტარს" სულაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს.

ხოჭოლავა შესანიშნავ გუნდში ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად ასპარეზობს და დაცვის რგოლში მისი დიდი იმედი გვექნება.

ძნელია არ ახსენო ლაშა დვალის სახელი. 22 წლის ქართველი მცველი "პოგონში" ძალიან კარგად ასპარეზობს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრიცაა.

მას პოლონეთის ჩემპიონატში თამაშის ძალიან კარგი პრაქტიკა დაუგროვდა და ვლადიმირ ვაისს მისი სახით ძალიან კარგი მცველის მიღება შეუძლია.

აქვე ვახსენოთ ნაკრების ორი ვეტერანი - უჩა ლობჟანიძე და გიორგი ნავალოვსკი, რომლებიც დიდი ხანია "ჯვაროსანთა" ფორმას ირგებენ. ასე რომ, დაცვით რგოლში შესანიშნავი პერსპექტივა და ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს.

გადავიდეთ ნახევარდაცვაზე. დავიწყოთ ვაკო ყაზაიშვილით, რომელიც ამერიკული "სან ხოსეს" მაისურს ირგებს. ამერიკის ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და ვაკომაც პირველი გოლი უკვე გაიტანა.

დიდი ხანია მას, "სან ხოსეს" ამხანაგური მატჩების გარდა, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია და ამხანაგურ მატჩებში შესაძლოა ცოტა გაუჭირდეს. თუმცა, მან ნაკრებში თავისი სიტყვა ბევრჯერ თქვა და ერთა ლიგაზეც მისი დიდად გვეიმედება.

"პლოცკის" რიგებში ძალიან კარგი სეზონი აქვს გიორგი მერებაშვილს. მას 4 გატანილი გოლი დაუგროვდა და პოლონეთში ძალიან კარგი პრესაც აქვს.

სატრანსფერო ფანჯარაზე მას ეგზოტიკურ ქვეყნებში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა გიორგი "პლოცკში" დარჩა. იგი ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი წევრია და მისი სახელი არ უნდა დავივიწყოთ.

"ტობოლში" ასპარეზობს ნიკა კვეკვესკირი, რომელიც უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით კარგად არ განვითარდა გიორგი აბურჯანიას კარიერა "სევილიაში" გადასვლის შემდეგ. 23 წლის ფეხბურთელი ანდალუსიელთა მეორე გუნდში ასპარეზობდა, თუმცა ბოლო პერიოდში აღარც იქ ჩანს.

აბურჯანია ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და თამაშის გამწვავება მას, როგორც ინდივიადუალური ოსტატობით, ასევე გუნდური ორგანიზებითაც შეუძლია.

ნელ-ნელა ეჩვევა "სარაგოგას" შემადგენლობას გიორგი პაპუნაშვილი. ქართველ ლეგიონერს მწვრთნელი ესპანური ენის შესწავლას სთხოვდა ადაპტაციისთვის და გიორგიმაც მისი შესწავლა დაიწყო.

იგი ესპანურ ფეხბურთს ეჩვევა და იქაურ პრესაშიც მის შესახებ ხშირად წერენ. პაპუნაშვილი-აბურჯანიას სახით, შეგვიძლია, ძალიან კარგი ნახევარდაცვის ხაზი მივიღოთ.

ახლახან გადავიდა ყაზახურ "აქტობეში" ჯაბა ჯიღაური, რომელიც ბოლოს მაკედონიურ "ვარდარში" ირიცხებოდა. ყაზახეთის ჩემპიონატი ჯერჯერობით არ განახლებულა, თუმცა ჯიღაური ნაკრებისთვის უცხო სახე ნამდვილად არაა.

"დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი კარგი მოთამაშეა და იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთში მისი კარიერა კარგად განვითარდება.

ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჯანო ანანიძე, რომელიც უახლოეს პერიოდში დაბრუნდება. ჯანო დიდი ხანი უქმობდა და ფორმის აღდგენა ძალიან რთული იქნება.

თანაც, თავის პოზიციაზე მას "სპარტაკში" კონკურენტები მრავლად ჰყავს. უდავოდ ნიჭიერ ანანიძეს ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალის მოტანა შეუძლია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი კარიერა რუსეთში.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გარიგება ვაკო გვილიას ტრანსფერია, რომელიც "ბატედან" "ლუცერნში" გადაბარგდა.

23 წლის ნახევარმცველი შვეიცარიულ კლუბში ნელ-ნელა ძირითადი შემადგენლობის წევრი ხდება. ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრებში იგი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა და მისი კარგი ასპარეზობა ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა იქნება.

საუბარი ზედმეტია ჯაბა კანკავაზე. ჩვენი ნაკრების კაპიტანი სულაც უგუნდოდ იყო და "ჯვაროსანთა" შემადგენლობაში თავის სიტყვას ამბობდა, ახლა კი "ტობოლის" შენადგენლობაში ჩაირიცხა.

ჯაბას სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი ჩვენი ნაკრების დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს. კანკავა ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და იგი ბევრი ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს.

უდიდესი იმედი აქვს ქართველ გულშემატკივარს ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის. ბელგიური პრესა მის შესახებ ყველა შეხვედრის შემდეგ წერს და იგი ერთ-ერთ დიდ ტალანტად ითვლება.

მისით ისეთი გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი, როგორებიც "ტოტენჰემი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან.

ჩაკვეტაძე არ ჩქარობს, ნელ-ნელა ვითარდება და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ჩვენი აზრით, იგი ერთა ლიგის პერიოდში ნაკრების ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა უნდა გახდეს.

ალბათ, ძალიან რთულია, როდესაც ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ამ როლს დაგაკისრებენ, მაგრამ ასეთი ნიჭიერი მოთამაშისთვის შეუძლებელი ნადვილად არაფერია.

ძალიან დიდი ხანი იყო ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც "კრასნოდარს" მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდა და განახლებულ რუსეთის ჩემპიონატშიც ალბათ, თავის სახელს კვლავაც შეგვახსენებს.

ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა. იმედი გვაქვს, მას ტრავმები აღარ შეაწუხებს და ერთა ლიგას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ასევე შეგვიძლია ვახსენოთ გიორგი არაბიძის სახელიც. უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარის" ძირითად გუნდში ვერ ხვდება, თუმცა მისი ტექნიკური და ძალიან კარგი მონაცემები, წესით, ჩვენს ნაკრებს უნდა გამოადგეს.

აქვე ვთქვათ ორ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა ნახევარმცველზე - ოთარ კიტეიშვილსა და ლუკა ჰუფნაგელზე. პირველი მათგანი თბილისის "დინამოს" ლიდერი და კაპიტანია, ხოლო მეორე "ნიურნბერგის" წევრია.

გადავიდეთ ფორვარდებზე. შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელიც მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს.

მისი მწვრთნელის განცხადებით, გიორგიმ ეს ყველაფერი დაიმსახურა. როგორც ჩანს, ქვილითაია ავსტრიულ სწრაფ ფეხბურთს შეეგუა და ადაპტაციაც გაიარა. მას ნაკრებში თავის გამოჩენა უჭირდა, თუმცა დროა, მან თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.

კვალავ სარეაბილიტაციო კურსს გადის ლევან მჭედლიძე. უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელი ტრავმებმა გატანჯა და რომ არა ტრავმები, ალბათ უფრო მეტსაც მიაღწევდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის მოედანს, ჩვენ კი მას წარმატებებს ვუსურვებთ.

"სილკებორგის" რიგებში საკმაო სათამაშო დრო ეძლევა დავით სხირტლაძეს. 24 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 7 გატანილი გოლიც მოუგროვდა. დათო ნელ-ნელა ვითარდება და ვნახოთ, როგორ წავა მისი კარიერა.

ნაკრებში თავისი ადგილის დამკვიდრება ალბათ, ძალიან გაუჭირდება ვეტერან ვლადიმერ დვალიშვილს, რომელიც ისრაელის კლუბ "აშქელონში" ირიცხება. ლადო უკვე 31 წლისაა და თავისი საუკეთესო წლებიც ალბათ, უკან მოიტოვა.

თავისი ფინტებით და ძალიან კარგი ტექნიკით შეუძლია მეტოქეს თავგზა აუბნიოს "ურალის" ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ. ასევე ბოლო დროს ტრავმირებული ჭანტურია მოედანს ეკატერინბურგული გუნდის მოსამზადებელ შეკრებაზე დაუბრუნდა.

ზოგადად, საინტერესოა, როგორ ფორმაში შევლენ რუსეთში მოთამაშე ქართველები - ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია, ფეხბურთელები, რომლებსაც ხშირად ტრავმები აწუხებთ.

ჯერჯერობით "სლოვაცკოს" რიგებში ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს ირაკლი სიხარულიძე, ვინც ჩეხეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა. ალბათ ყველას კარგად ახსოვს მისი სადებიუტო გოლი "ჯვაროსანთა" შემადგენლობაში.

საინტერესოა ტანმაღალი ფორვარდის, ნიკა კაჭარავას ფაქტორიც, რომელსაც მეორე სართულზე კარგად თამაში შეუძლია.

შესაძლოა, გამოგვრჩა რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ნაკრების ძირითად ბირთვს ნამდვილად ეს ფეხბურთელები შეადგენენ.

ფაქტი ერთია, ნაკრებში საკმაოდ კარგი კონტინგენტია თავმოყრილი და ამ ჯგუფთან კარგი მუშაობით, სწორი ტაქტიკითა და ალბათ, მცირედი გამართლებითაც, შედეგის დადება შეიძლება.

კარგი იქნება, თუ არ გვეყოლება ტრავმირებული ფეხბურთელები და ერთა ლიგას სრული შემადგენლობით შევხვდებით. ჩვენი მხრივ კი, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებთ.

kobaaa
ჯიღაური აქტობეშიაა
zorbegi
ანდორელებო ძრწოდეთ! ამათი იმედი როდის მერე უნდა გვქონდეს ტიპებმა იმდენი მოახერხეს (წინამორბედებმაც) რომ ჩემპიონთა ლიგასაც კი ვეღარ ვუყურებ ფეხბურთი შემაზიზღეს
goga
ნუთუ ევროპაში გამობრძმედილი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე არ იმსახურებდა ამ სტატიაში მოხვედრას? ვის აქვს მაგაზე მეტი გოლი გატანილი ევროპაში?
ზურა
მგონი ტაბიძე დაგავიწყდა გეხსენებინა, კაცი რუსეთის პრემიერლიგის გუნდის ძირითადი ცენტრალური მცველია და დავიჯერო არ იმსახურებს გამოძახებას თუ არა ამ სტატიაში ხსენებას მაინც?
მიშა
კანკავას მადლობა უნდა გადაუხადონ და დაასრულოს კარიერა
მიშა
მჭედლიძე ყველაზე მაგარია გააფთრებული ლომივით იბრძვის სტადიონზე მჭედლიძე სერიოზულ გუნდებთან მეტი კლასია კაჭარავა ცოტა კუზი უშლის ხელს სისწრაფეში ნუ ერთა ლიგას გაქაჩავს მაგრამ მჭედლო უფრო მაღალი დონეა
გიორგი ვარშავიდან
ნიკა კაჭარავა არა მარტო მეორე სართულზე პირველზეც კარგათ ართმევს თავს, თავისი კლუბის ძირითადშია გააქვს გოლები და საგოლე გადაცემებსაც ბევრს აკეთებს. თითქმის ნიკას ყველა თამაშს უყურე და ქების მეტი არა მეთქმის.
სოსო
აგაშენებს ღმერთი დუდუ,მეც რამდენი ხანია სულ ამას გავიძახი,მაგრამ ვინ გისმენს,ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულის გამო აგინებენ ამ ბიჭებს,გეგონება ძალით იკავებენ ადგილს ნაკრებშიო.ადამიანი თავს რომ არ იზოგავს და შენ გინებით პასუხობ,მერე სხვას უკვე აღარ უნდა იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.უმადურობა და დაუნახაობა უკარგავს ყველაზე მეტად ბრძოლის ხალისს ზოგადად კაცს და მათ შორის სპორტსმენსაც.როგორც ფეხბურთელები,ვარსკვლავები რომ არ არიან,ეს თვითონაც კარგად იციან,ხოლო როგორც ადამიანებს,ლობჟანიძეს და დვალიშვილს მე უდიდეს პატივს ვცემ.ნეტავი ყველა ქართველი ქვეყნის ასეთივე ერთგული იყოს.
achi
1.ლორია, 2.კაკაბაძე, 3.ნავალოვსკი, 4.კვირკველის, 5.კაშია, 6.გვილია, 7კვრკვესკირი, 8.ანანიძე 9.კაზაიშვილი, 10.ოქრიაშვილი, 11.კაჭარავა. ეს სასტარტო. (შეცვლაზე) ჭანტურია, მერებაშვილი, კანკავა, ჩაკვეტაძე, არაბიძე, ჯიხარი, ქვილითაია, მთავარი ძალა რაც გააჩნია საქარტველოს ნაკრებს.. ესენი თუ არ ათამაშეს ან ვერ ითამაშეს, სირცხვილს ვჭამთ ერთა ლიგაზეც... და თუ ათამაშეს როგორც ამხანაგრებში რომლებიც აზრზე არარიან დიდი პეხბურტის გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ
lm
მიაწვდინეთ ვინმემ ხმა ვაისს. გამოიძახოს ქიმაძე მარცხენა ფლანგზე.
888
სწორედ ასეთებზე ბრძანებდა ცხონებული ეროსი მანჯგალაძე:"მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი".
kika
კაჭარავაზე ავტორის მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, ის ამ წუთისთვის ნაკრების ყველაზე კარგი ფორვარდია,მისი მინუსი მხოლოდ ისაა რომ კლუბი სადაც ის თამაშობს ქვილითაიას კლუბზე ბევრად სუსტია.ის გაცილებით უკეთეს კლუბს იმსახურებს!ასევე არ ვეთანხმები აბურჯანიაზე გამოთქმულ მოსაზრებაზე ავტორს,პირიქით აბურჯანია ამ ბოლოდროს ძირითადში თამაშობს და აქამდე თუ არ თამაშობდა ეს იმის ბრალია რომ მას ნაკრების ინტერესების გამო დაეძაბა ურთიერთობა კლუბის მესვეურებთან,ანუ ვაკო გვილიასავით დასჯილი იყო. რაც შეეხება ნაკრებს ჩვენ ნამდვილად გვყავს იმ დონის ფეხბურთელები რომ დ დივიზიონი მოვიგოთ და ვითამაშოთ ევროპაზე, მთავარია ვაისმა არ დაუშვას მიუტევებელი შეცდომები,ისეთი როგორიც დაუშვა მოლდოვასთან და კიდევ სხვები. აქ უკვე გადამწყვეტი სიტყვაა მწვრთნელზე.
zuu
ბიჭო ეს რა გუნდი გვყოლია და არ ვიცოდი აქამდე დაგლიჯავენ ყველაფერს
ზურა
Uefa Nations League - უეფას ერების(ერთა) ლიგა !! პ.ს. კაჭარავა მეც მირჩევნია ქვილითაიას 100-ჯერ თანაც.. ის რა მონაცემების კაჭარავას აქვს საქართველოს ნაკრებს ეგ უფრო გამოადგება.. მეორე სართულზე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია და ჩაწოდებებით მაინც გავიდეთ წინ.. (არამხოლოდ მეორე სართულზე შეუძლია კარგად თამაში..) მჭედლიძეს რაც შეეხება ეგ და თავდამსხმელი რაღაც სხვადასხვა ცნება მგონია ყოველთვის რაა... ძირითადი კაჭარავასია!!
dudu
ვენაცვალე ლობჟანიძეს და დვალიშვილს სხვა ჩვენი "ვარსკლავები" ხან ტრამვას რო იმიზეზებენ და ხან პასპორტები რჩებათ სახლში ეგ ჯობია ?? თამაშობენ რაც შეუძლიათ და თავს დებენ ეხლა გამოუჩნდა ორივეს შემცვლელი თორე იყო ვინმე და რომელიმე მწვრთნელმა დაჩაგრა? ეგაა ჩვენი ფეხბურთის ტკივილი თითო ფეხბურთელს რო ვაბრალებთ ყველაფერს! დვალიშვილის და ლობჟანიძის ბრალია აქედან წასულები სკამებს რო ხეხავენ ევროპაში და ვარჯიშებს ვერ უძლებენ, ჩემპიონატი რო მინუსებშია წასული და ზაფხულს რო გულისკანკალით ველოდებით რომელი სომხური, ყაზახური ან აზერბაიჯანული გუნდი გადაგვახევს ბურთს თავზე. მართლა დაგვიბალანსდა ცოტა შემადგენლობა შევთამაშდით მეტოქეებიც აგარ გვყავს ისეთი ძლიერი მივიდეთ სტადიონზე ვუქომაგოთ ბიჭებს თუ გვაქ პრეტენზია ფეხბურთის სიყვარულზე
roma
აბურჯანია დღესაც ძირითადშია და ავტორ გადაამოწმე ხოლმე ინფორმაციააააა
მიშა
არც მთლად მასეა საქმე ყაზაიშვილი კარგ ფეხბურთს თამაშობს!თავდამსხმელს რაც შეეხება მჭედლიძეს თუ ტრამვა არ ქონდა ეგ უნდა იყოს ძირითადში გადაავლეთ მაგის თამაშებს როგორ გააფრთებით იბრძვის ყველა ბურთზე!ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს კაჭარავას კარგი ალღო აქვს აი ქვილითაიას რაც შეეხება ეს დვალიშვილის ჯადო ხო უნდა ავხსნათ ეგენი ზუსტად ერთნაირები არიან!ისე მაყურებელს ვთხოვ რომ თუ ფეხბურთელი შესდომას დაუშვებს ეგრევე გინება არ შეიძლება ესე მგონია შეშინებულები თამაშობენ გავამხნეოთ
გგგ
ამ დროს კაჭარავა ყოველ თამაშში საუკეთესოა ექსრაკლასსაში და მასზე ორი სიტყვაც არ უთქვამს ავტორს. მგონი, არც კი უნახავს ნიკას თამაში, თორემ მის მთავარ კოზირად მეორე სართულზე თამაშს არ დაასახელებდა. მოკლედ სტატია არაფერზე, არცერთი ნიუსი, მხოლოდ ზოგადი ბლა ბლა ბლა... ეგ არის ჟურნალისტიკა?!
Ggg
ამ დროს კაჭარავა ყოველ თამაშში საუკეთესოა ექსრაკლასსაში და მასზე ორი სიტყვაც არ უთქვამს ავტორს. მგონი, არც კი უნახავს ნიკას თამაში, თორემ მის მთავარ კოზირად მეორე სართულზე თამაშს არ დაასახელებდა. მოკლედ სტატია არაფერზე, არცერთი ნიუსი, მხოლოდ ზოგადი ბლა ბლა ბლა... ეგ არის ჟურნალისტიკა?!
odala
ერთთა არა ორთა ლიგა :)) ერთა, ანუ ერების ლიგა. ერთა არის იგივე რაც ერების, ოღონდ ერთა იქნება ნართანიანი მრავლობითი. არ გინდათ მომებაროთ? ქართულს გასწავლით. წერასაც გასწავლით.
aleko
არცერტი უტამასებელი ფეხბურტელი არუნდა გამოიზახოს.ლობჯანიზე და ნავალოვსკკი ფეხბურტელები არ არიან
ვაიჰ
უფლის..
Lagashi
ან ჭანტურიშვილი, ასევე რევიშვილი ერთი თავით ჯობია კვასხვაძეს.
llcl
ვეთანხმები რუსლანს, მეკარეც ნორმალური და დაცვაშიც ნორმალური ფეხბურთელები გვყავს, აი ნახევარდაცვა და თავდასხმა მართლაც სავალალო, არ გვყავს ქარიზმატული და მძიმე მომენტში თავის თავზე თამაშის ამღები არცერთი ფეხბურთელი, ამიტომაც ძალიან გვიჭირს გოლის გატანა
Giorgi
ზაქარია ბეგლარიშვილი რატომ მიივიწყა ყველამ?
lado
და როდის წამოვიდა კვეკვესკირი საერთედ ტობოლიდან ? რამდენიმე დღის წინ ამხანაგური ითამაშა ამ გუნდში კაი საგოლე მომენტებიც ქონდა კანკავასთან ერთად !!!!!!!!!!!!
niko
თუ ფეხბურთელი საკუთარი გუნდის განაცხადში ვერ ხვდება და საერთოდაც უგუნდოდაა, ასეთი ფეხბურთელი ნაკრებში რატომ უნდა ათამაშო გაუგებარია,თუ სახელები ჭყვეტს ყველაფერს მაშინ კახა,ლევანი, მიხეილი,დავითი და ალექსანდრე გამოიძახეთ და ამათ გამოცდილება და სახელიც გაცილებით მეტი აქვთ
gaga
ზაან საწყენია კაჭარავას რო ქვილითაიაზე ნაკლებ ფორვარდად სტვლიან , ეს ბედის ბრალია ტუ რა არი არ ვიცი მაგრამ კაჭარავა ასჯერ სჯობია ქვილითაიას, ქვილითაიას 2 თვე ბურთს ვერ იტანდა 2 ბურთი გაიტანა და მაშინვე აგმერთებენ როდესაც კაჭარავას რამოდენიმე თამასია ბურთები ზედაზედ გააქვს
abu
ვინ წერს ამ სტატიებს? აბურჯანიამ ბოლო მატჩი სიცხის გამო გამოტოვა თორემ დანარჩენ 4 მატჩში ძირითადში იყო ყველაში? რატომ წერთ არასწორად
რუსლანი
ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება:დაცვის ხაზი ძალიან კარგი გვყავს,ისეთი რომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ,მეკარე ლორიაც საიმედოა.აი ნახევარდაცვის და თავდასხმის ხაზის რა მოგახსენოთ...წარმატებები ნაკრებსსს...
lado
გადავიდეთ ფორვარდებზე. შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელიც მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. კარგით რა!!!2 გოლს გაიტანს ვინმე 30 თამაშში და ეგრევე მაგარია
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
ვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
უდიდესი სხვაობა - საქართველოსა და სომხეთის ნაკრების ჯამური ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება - რა ხდება ბათუმში? [VIDEO]
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში