უგუნდოდ მყოფმა ქართველმა მცველმა "ლოკომოტივთან განშორებასა და ახალი კლუბის ძიებაზე ისაუბრა
რუსული გაზეთი "სპორტ ექსპრესი" საქართველოს ნაკრების 29 წლის, უგუნდოდ მყოფ მცველს მალხაზ ასათიანს დაუკავშირდა და "ლოკომოტივთან" განშორებასა და ახალი კლუბის ძიებაზე ესაუბრა.

"წყენა არავისზე დამრჩენია. თუმცა კონტრაქტი რომ გაეგრძელებინათ, "ლოკომოტივში" თამაშს სიამოვნებით გავაგრძელებდი. სამწუხაროა, რომ ის დავკარგე, შესაძლოა, ნაადრევადაც. ალბათ, ბედი ასეთი იყო.

- თავისუფალი აგენტი რომ გახდით, კარიერის გაგრძელების რაიმე ვარიანტს განიხილავდით?

- უცხოეთიდან შემოთავაზებები მაშინვე უარვყავი. რუსეთის პრემიერლიგას შევეჩვიე და ძალიან მინდოდა აქ დავრჩენილიყავი. ნორმალურ შემოთავაზებებს ველოდი, მაგრამ არაფერი გამოჩნდა. იყო ზარი მახაჭყალიდან, მაგრამ მაშინვე უარი ვთქვი, მაშინ სხვა ვარიანტზე ვფიქრობდი. შემდეგ კი არაფერი გამოვიდა.

- ახლა ნანობთ, რომ რობერტო კარლოსთან ერთად არ თამაშობთ?

- პირველ რიგში, ერთი ზარი მიწვევას არ ნიშნავს, გაჯი გაჯიევთან მოლაპარაკება არ მქონია, მეორეც, წარსულზე არასდროს ვნანობ, უკეთესია მომავლისკენ გაიხედო.

- იმედი გქონდათ, რომ იური სიომინი, რომელმაც კიევის "დინამო" მეორედ ჩაიბარა, დახმარების ხელს კვლავ გამოგიწვდიდათ?

- ჩვენ კვლავ ვკონტაქტობთ, იური პავლოვიჩი ჩემი ბედის მიმართ გულგრილი არაა, ჩემი საქმეებით ინტერესდება, მაგრამ მესმის, რომ მას კიევში ფორმირებული, მზა გუნდი ჰყავს. თუმცა კიევის "დინამოში", რა თქმა უნდა, სიამოვნებით გადავიდოდი - იქ ყოფნის ხანმოკლე პერიოდი ჩემს მახსოვრობაში დიდხანს დარჩება.

- ახლა რას აპირებთ?

- ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ველოდები. შესაძლოა, ვინმეს გავახსენდე, მიმიწვიონ - ყველამ იცის, რომ ფეხბურთს რწმენით და სიმართლით ვემსახურები.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა