14-28 ივლისს ბარსელონა წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 33-ე ჩემპიონატის ფინალურ პაექრობებს უმასპინძლებს.

16 საუკეთესოს შორის იქნება საქართველოს ნაკრები, რომელსაც სახელოვანი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე უდგას სათავეში.

ჩვენებმა გადამწყვეტ რაუნდში ზედიზედ მესამედ მონაწილეობის უფლება შაბათს მოიპოვეს, როცა ნეთანიაში პლეი-ოფის განმეორებით მატჩში ისრაელის ნაკრებს აჯობეს.

ისრაელი-საქართველო 10:11

4:5, 2:4, 3:2, 1:0

ისრაელი: მალკისი, შმოისმანი (1), გროსი, ი. კერენი, კოჰენი, ორ კერენი (2), ეროსი (2), ფრაიდი (2), ჰადარი (2), კოტერი, ზონანშტერნი (1), გუნია, ფირი.

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, რუსიშვილი (1), იმნაიშვილი (2), ბითაძე (2), ელაჩა, ჯახაია, ბაღათურია (3), რურუა (1), ჩიქვინიძე, მაგრაქველიძე (2), ჩიკვაიძე, რაზმაძე.

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ისრაელის ნაკრებმა 1:12 წააგო თბილისში. ამიტომ მასპინძლებს დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ - მხოლოდ რევანშზე უნდა ეფიქრათ. მართლაც, პირველი წუთიდანვე აქტიურად შეუტიეს სტუმრების კარს და 45-ე წამზე ჰადარმა ანგარიში გახსნა. ორ კერენმა მალევე სხვაობა ორამდე აიყვანა. ეტყობა, ქართველები ამგვარმა დასაწყისმა გამოაფხიზლა და მე-3 წუთზე რევაზ იმნაიშვილმა 11 წამში ზედიზედ ორი გოლი მიითვალა და წონასწორობა აღადგინა. პერიოდის ბოლომდე მიხეილ ბაღათურიამ (2) და ანდრია ბითაძემ კიდევ სამჯერ აიღეს მალკისის კარი და პირველი რვაწუთიანი მონაკვეთი ჩვენებმა 5:4 მოიგეს.

მეორე პერიოდიც მათი უპირატესობით წარიმართა. ქართველ ებრაელთა აქტიური ქომაგობით გამხნევებულმა სტუმრებმა მესამე რვაწუთიანი მონაკვეთის დასაწყისშივე ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდეს (ბურთი ალექსანდრე რუსიშვილმა გაიტანა) და ჩომახიძის შეგირდებისთვის მატჩმა საბოლოოდ დაკარგა ინტერესი, რადგან დარჩენილ 15 წუთში მასპინძლები 15-ბურთიანი ფორის აღმოფხვრას ვერანაირად ვერ შეძლებდნენ. არც ებრაელ წყალბურთელებს მოუკლავთ დიდად თავი. ამიტომაც იყო, რომ პაექრობის მე-4 პერიოდი საფეხბურთო ანგარიშით - 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი დან ეროსის ანგარიშზეა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 11:10 გაიმარჯვა და კატალონიის დედაქალაქში ფინალურ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს. 2016 წლის ბელგრადის პირველობის შედეგებით, წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობა განაღდებული ჰქონდათ სერბეთს, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუსეთს, მონტენეგროსა და ესპანეთს.

საქართველოს გარდა, დანარჩენი შვიდი საგზურის მფლობელთა ვინაობაც შაბათს გაირკვა. ესენი არიან: საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია, ჰოლანდია, სლოვაკეთი, მალტა და თურქეთი, რომლებმაც პლეი-ოფის ორი მატჩის ჯამში, შესაბამისად, შვეიცარია (12:5, პირველი მატჩი 18:1), ჩეხეთი (17:6, 20:5), პოლონეთი (23:6, 21:2), ლიტვა (14:6, 28:7), პორტუგალია (9:2, 16:4), ბელორუსი (16:9, 7:8), უკრაინა (10:7, 8:8) დაამარცხეს.

ფინალში მონაწილე გუნდების წილისყრა 7 მარტს ბარსელონაში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა
ყოჩაღ ბიჭებო!!
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო უნივერსიადაზე პლეი-ოფში ითამაშებს
საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა