ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. განმეორებითი მატჩი:"რეალმა" პსჟ-ს ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში "რეალმა" პსჟ 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდში პირველი მატჩის 2 ბურთით მოგების და ნეიმარის მიერ მიღებული ტრავმის შემდეგ "რეალი" ძალიან მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდა და მისი კლასის გუნდს არ უნდა გასჭირვებოდა საბოლოო გამარჯვების მოპოვება. ასეც მოხდა.

ბლანკოსი მშვიდად, თავდაჯერებულად თამაშობდა, თავს უნარიანად იცავდა და სახიფათო კონტრშეტევებსაც ახორციელებდა. პირველ ტაიმში სერხიო რამოსს და ბენზემას ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

"სამეფო გუნდმა" მეორე ტაიმშიც აუღელვებლად გააგრძელა თამაში და რონალდომ ვასკესის პასით გოლიც გაიტანა. კრიშტიანომ ამ ტურნირზე ზედიზედ მე-9 მატჩში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ჰოლანდიელი ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა.

შემდეგ 66-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ვერატის და გააძევა, 71-ე წუთზე კავანიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე კაზემირომ მატჩის საბოლოო შედეგი, 1:2 დააფიქსირა. ასე და ამგვარად შეწყდა "პარი სენ ჟერმენის" საშინაო 51-მატჩიანი წაუგებელი სერია.

პსჟ - რეალი 1:2

პარიზი. „პარკ დე პრენსი“ 46 585 მაყურებელი

გაძევება: ვერატი (66)

გოლები: 0:1 რონალდო (51), 1:1 კავანი (71), 1:2 კაზემირო (80)

პსჟ: არეოლა, ტიაგო სილვა, ბერჩინე, დანი ალვეში, მარკინიოსი, ვერატი, მოტა (პასტორე 59), რაბიო, დი მარია (დრაქსლერი 76), მბაპე (დიარა 85), კავანი

რეალი: ნავასი, ვარანი, მარსელო, კარვახალი, რამოსი, ვასკესი, კოვაჩიჩი (კროოსი 71), კაზემირო, ასენსიო (ისკო 82), ბენზემა (ბეილი 76), რონალდო

ვასილიჩი
ან მბაპეს რომ კითო, რონალდუს აღარ ვაღიარებო, ბავშვია და თავში აუვარდა უკვე(თუმცა არაფერი აქვს შექმნილ-გაკეთებული), და საერთოდაც:ეს ძალით შეთითხნილი გუნდები მრავალი წელი ვერაფერს მიაღწევენ, თუმცა არ სურთ ეს შეიგნონ. შესაძლოა ბარსამ, რეალმა, ბაიერნმა სადმე დიდი ანგარიშითაც კი წააგონ(თუმცა კი მეეწვება),მაგრამ პ.ს.ჟ.-სა და სიტის დონეს მაინც არ ჩამოცდებიან. მაცოფებს ემერისნაირთა, მბაპესნაირთა და ძმთამათთანაირთა გამონათქვამ-გამოხტომები ამიტომაც მივუძღვენი ეს წერილ-შედევრი(ჰა ჰა ჰა) მატ. უკაცრავად გრძელსიტყვაობისთვის.......
nnn
ნეიმარის ყიდვას მსაჯები ეყიდათ არ ჯობდა ლიგასაც მოიგებდნენ და ფულიც დარჩებოდათ
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს