ჯერ არასოდეს მომხდარა, ლა ლიგაში ლიდერს ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე 8-ქულიანი უპირატესობა გაენიავებინოს და, ალბათ, არც ახლა მოხდება.

"ბარსამ" მთავარი დაპირისპირება მოილია - "ატლეტიკოს" თავისი ადგილი მიუჩინა და ახლა დარჩენილ მატჩებში მასზე 8 ქულით მეტი არ უნდა დაკარგოს.

"ბარსელონა" ანდალუსიაში ჩადის თითქმის გავარდნილ "მალაგასთან" სათამაშოდ - პირველ და ბოლოადგილოსან გუნდებს შორის ნამდვილი უფსკრულია, როგორც ქულებში (56 ქულა!), ისე თამაშის ხარისხში.

თუმცა "ბარსას" ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ანდალუსიაში გამგზავრების წინ, ბაზას მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ. ფიფას ანტისადოპინგო სამსახურმა ერთბაშად 9 ფეხბურთელის სინჯები აიღო მოულოდნელად - ტესტირება გაიარეს ბუსკეტსმა, პაულინიომ, ალბამ, დინმა, პიკემ, ანდრე გომეშმა, ტერ შტეგენმა, ვერმალენმა და ინიესტამ.

ერნესტო ვალვერდემ პირველ გუნდს კარლეს ალენია დაამატა, რადგან დენის სუარესიც ტრავმირებულია და ანდრეს ინიესტაც. სუარესი 3 კვირას ვერ ითამაშებს, ხოლო ინიესტას თამაში "ჩელსისთან" ბოლო მომენტში გადაწყდება ("მალაგასთან" არ იქნება).

თავიდან ითქვა, რომ "ატლეტიკოსთან" დაშავებული ესპანური ფეხბურთის გმირი მარტის ბოლომდე არ იქნებოდა, შემდეგ კი უფრო ოპტიმისტური პროგნოზი გაკეთდა.

ტრავმირებულია ნელსონ სემედუც და სერხი სამპერიც. ვალვერდე, სავარაუდოდ, პიკეს დასვენების საშუალებას მისცემს, რომელსაც მუხლი კატალონიის დერბის მერე აწუხებს, თუმცა მაინც თამაშობს. ასე რომ, "ლა როსალედაზე" ვერმალენისა და უმტიტის დუეტს უფრო ველით დაცვის ცენტრში.

მარცხენა ფლანგზე კოუტინიო ითამაშებს, მარჯვენაზე კი ვალვერდე პაულინიოსა და დემბელეს შორის არჩევანს გააკეთებს.

სხვათა შორის, "ბარსამ" შუა კვირაში ითამაშა - ეს იყო კატალონიის სუპერთასი - მატჩი "ესპანიოლთან" 0:0 დასრულდა და "ბარსას" გმირი მეკარე სილესენი გახდა, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი მოიგერია ლეიდაში და კატალონიურმა გრანდმა ეს ტიტული პენალტების სერიაში (4:2) მოიგო.

"სამეფო კლუბი" ბასკურ იპურუაში ჩადის "ეიბართან" სათამაშოდ. "ეიბარი" ყოჩაღი გუნდია და იოლად არაფერს თმობს, "რეალი" კი ჯერაც მეორე ადგილისთვის იბრძვის (თუმცა ზინედინ ზიდანი იმასაც აცხადებს, რომ "ბარსას" დაწევაც შეიძლება) და არც მესამე ადგილი აქვს გარანტირებული. "რეალს" ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, მათ შორის ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩიც.

ჩემპიონის მდევარი "ატლეტიკო" "ვანდაზე" "სელტას" მასპინძლობს. ევროთასებზე გადაღლილი "ატლეტიკო" გალისიური კლუბისთვის შანსია.

ტურის მთავარი მატჩი კი შაბათს "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება - "სევილია" "ვალენსიას" დაუპირისპირდება. ეს არის ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი საგზურისთვის და, ალბათ, ვინჩენცო მონტელას გუნდის უკანასკნელი შანსიც - "ვალენსია" მეტოქეს ახლა 8 ქულით უსწრებს და თუ ეს სტატუს კვო შეინარჩუნა მაინც, ცალი ფეხით ლიგაზეა.

"ღამურებს" არ ეყოლებათ "ბეტისთან" დამტვრეული სანტი მინა, არ იქნება არც ხავი ხიმენესი, ხოლო ხოსე გაიას თამაში საეჭვოა. მასპინძელთა შორის მცირე პრობლემები აქვთ კორშიასა და ხესუს ნავასს, ასე რომ, მარჯვენა ფლანგზე ისევ მიგელ ლაიუნს ვიხილავთ. "სევილია" "ვალენსიასთვის" ძალზე უხერხული მეტოქეა, მაგრამ პირველ ტურში "ვალენსიამ" ანდალუსიურ კლუბს შავი დღე აყარა - 4:0 მოუგო.

ფაქტები

34 ტურია, რაც "ბარსელონას" არ წაუგია.

"მალაგამ" ბოლო სამი საშინაო მატჩი 1-ბურთიანი სხვაობით დათმო.

"რეალმა" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7 მოუგო "ეიბარს".

"რეალს" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში, სულ მცირე, 3-3 გოლი გააქვს.

"რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო, "ეიბარმა" - 3.

"ატლეტიკოს" ბოლო 15 მატჩია, რაც შინ არ წაუგია.

ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-ში "ატლეტიკომ" კარი "მშრალად" შეინახა.

"ატლეტიკო" შინ "სელტასთან" ბოლოს 2016 წლის იანვარში "კოპა დელ რეის" მატჩში დამარცხდა - 2:3.

"სევილიამ" "ვალენსიას" ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 9 მოუგო.

"სევილიამ" შინ ბოლო 26 მატჩიდან 24 არ წააგო.

ბოლო 5 ტურია, რაც "ვალენსია" არ აგებს.

ლა ლიგა. XXVIII ტური

პარასკევი, 9 მარტი

ჟირონა-დეპორტივო 23:59

შაბათი, 10 მარტი

ეიბარი-რეალი 16:00

სევილია-ვალენსია 19:15

ხეტაფე-ლევანტე 21:30

მალაგა-ბარსელონა 23:45

კვირა, 11 მარტი

ესპანიოლი-სოსიედადი 15:00

ატლეტიკო-სელტა 19:15

ლას პალმასი-ვილიარეალი 21:30

ბილბაო-ლეგანესი 23:45

ორშაბათი, 12 მარტი

ალავესი-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა