10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა კრასნოდარში ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" და "რაგბი TV" განახორციელებენ.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს და საკუთარ მონაგარს 109-მდე გაზრდის. სოსო მათიაშვილი, რომელმაც მანამდე სამივე თამაში 15 ნომერზე დაიწყო, ფრთაზე გადაინაცვლებს, სადაც სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს.

პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი იწყებს. ის გერმანიასთან შეცვლაზე შევიდა, სასტარტოში კი ბოლოს შარშან ივნისში, კანადის წინააღმდეგ იდგა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში და შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც ძირითადში ბელგიასა და გერმანიასთან იდგა.

სუთიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი სიახლეა და ზურაბ ჟვანიას ნაცვლად თამაშში კახა ასეიშვილი ჩაერთვება.

რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან.

საქართველო-რუსეთის დაპირისპირება: 21 მატჩი/19 მოგება/1 ფრე/1 წაგება.

ჯამური ანგარიში 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16

შემადგენლობა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ანზორ სიჭინავა, 13. დავით კაჭარავა, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სოსო მათიაშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი კოშაძე.

მილტონ ჰეიგს კარგად ესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს მომავალ თამაშს ქართველებისთვის:

"ვემზადებით თამაშისთვის, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ქომაგისთვის. ჩვენ მათი კარგად გვესმის, მათ განწყობას სრულად ვიზიარებთ და შესაბამისად მოვემზადეთ. რუსეთთან მატჩს მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვხვდებით. ტრავმების გამო გვაქვს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არაფერს ცვლის, კრასნოდარში მოსაგებად მივდივართ".

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. საქართველო 3 3 0 0 +124 14(2)

2. რუმინეთი 3 2 0 1 +77 9(1)

3. ესპანეთი 3 2 0 1 +6 8(0)

4. რუსეთი 3 1 0 2 +24 6(2)

5. ბელგია 3 1 0 2 -34 5(1)

6. გერმანია 3 0 0 3 -197 0(0)

გიორგი
გენაცვალეთ! წარმატებები!!
გიორგი
ვისაც არ მოგეწონათ ჩემი კომენტარი იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ რატომ არის ისტორიული?
ლევანი
ისტორიული ხმამაღლა ნათქვამია ჩვენთვის. ისტორიული მაშინ იქნება, ისიც რუსებისთვის, თუ როდესმე დაგვამარცხებენ....
ilusha
მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მოგება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ეხება და გავასწორებთ მიწასთან საკმაოდ დამსახურებულადაც
ირაკლიუსი
ბიჭებო ხომ არ იცით, თუ იგეგმება სადმე პაბში ან ბარში ან რამე თავშეყრის ადგილებში დიდ ეკრანზე სად შეიძლება ყურება?
1234
რა ისტორიული რა ისტორიული ხუმრობთ? მესმის ახალ ზელანდიას ვეთამაშებოდეთ. 25 წელაი რუსეთს ჩვენთვის არ მოუგია და დღესაც დავდებთ. ესპანეთზე ცოტა სუსტი ნაკრებია. რა ისტორიული. ჟურნალისტების გადამზადების პროცესი როდის დაიწყება?
Gulshematkivari
21- ე საუკუნის მთავარი ისტორიული მოვლენაა)))))))
გიორგი
იქნებ ჟურნალისტმა აგვიხსნას რატომაა ისტორიული? მე ვერ ვხვდები. ჩემთვის ერთი რიგითი მატჩია რომელიც სჯობს არ გვქონოდა, რადგან რუსეთთან თამაში არაფერს გვაძლევს.
მიშა
სანამ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია, ყოველთვის ისტორიული იქნება!
ჯორჯიან
მეც მატჩის ისტორიულობა მაინტერესებს. რახან რუსეთია მეტოქე? ან მათიაშვილი სად ნახეთ 15-ზე წინა სამივე თამაშში?
გუგა
ვერაფრით გამიგია რატომ არის ისტორიული მატჩი
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს