როგორც ჩანს, თემურ ქეცბაია "ვოლგას" ქართველი მცველის ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე ფიქრობს
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი მცველი გია გრიგალავა უახლოეს პერიოდში საქართველოს პასპორტს დაიბრუნებს. ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ, ალეკო გრიგალავამ დაგვიდასტურა. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და გიას პასპორტის სასწრაფოდ გაკეთება სთხოვეს.

ეს ლოგიკურად იმაზე მიუთითებს, რომ თემურ ქეცბაია გრიგალავას ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე ფიქრობს. ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ასეც არის, მაგრამ 3 ივნისს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან დანიშნული შეხვედრისთვის მოემზადება თუ არა, მხოლოდ მის და ნაკრებიც თავკაცთა სურვილზე არ არის დამოკიდებული. ჯერ ფეხბურთის ფედერაციამ გრიგალავას საქართველოს ნაკრებში თამაშზე ფიფას თანხმობა უნდა მიიღოს, რადგან რუსეთის ახალგაზრდულში აქვს ნათამაშები.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ტანმაღალი (189 სმ) მცველი მარტვილელია, მაგრამ 11 წლიდან რუსეთში იზრდებოდა და კარიერაც ამ ქვეყანაში აიწყო: რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა 17 წლისამ "როსტოვში" ჩაატარა, ითამაშა "მოსკვაში", გასულ წელს "როსტოვს" დაუბრუნდა, მაგრამ მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელმა მილოშ კრასიჩმა (რომელიც ახლა "იუვენტუსში" თამაშობს) უმძიმესი ტრავმა მიაყენა და სეზონი გაუცდა. იანვარში კი გრიგალავამ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გრიგალავას თემა გულშემატკივართა ნაწილში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ასე ფიქრობენ - გრიგალავა მიხვდა, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი არ აქვს და საქართველოსკენ მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხედაო. ეს მცდარი შეხედულებაა, რაზეც ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაცია მეტყველებს.

როგორც ცნობილია, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება, რომლისთვის მზადებაც რუსებმა უკვე დაიწყეს და შეადგინეს პერსპექტიული ფეხბურთელების 50-კაციანი სია, რომელთაც 2018 წლის ნაკრებში მოიაზრებენ.

სიაში მოხვდა გრიგალავაც. ეს პირველად რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა "სპორტ-ექსპრესთან" ახსენა, მაგრამ მაშინ ნათქვამი კოლოსკოვის ნააზრებად მივიჩნიეთ.

თუმცა ფეხბურთელის მამა ამბობს, რომ 2018 წლის ნაკრების დაკომპლექტებაზე რუსეთის საფეხბურთო კავშირის სპეციალისტები მართლა მუშაობენ და რომ გია არა მხოლოდ ამ სიაში შეიყვანეს - რუსების ეროვნული ნაკრების თავკაცის დიკ ადვოკატის დაინტერესების სფეროშიც მოხვდაო.

ფედერაციაში იგორ ჩემინავათიც დაინტერესდნენ, რომელიც "ზენიტის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. 19 წლის ცენტრალური მცველიც რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, მაგრამ ჯერ უცნობია, ქართველია თუ აფხაზობს.

საქართველოს ნაკრებისთვის ფეხბურთელთა მოძიება თურქეთშიც უნდა დაწყებულიყო. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ხომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა და, ცხადია, ფეხბურთს ბევრი თამაშობს. მაგალითად, ცნობილი ფეხბურთელები, თურქეთის ნაკრების წევრები კარადენიზი და თექე ლაზები არიან, რაც თურქეთში მაცხოვრებელმა ქართველმა მუსტაფა ჯაფაროლიმ (გეგიძე) გვითხრა.

თუკი აკაკი გოგიასავით სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში არ დაიჟინა, ქართველებს დასაკარგი ფეხბურთელები ნამდვილად არ გვყავს.

malkhazi
წერე, წერე...მაგრამ წერე ისე, რომ მხოლოდ ფაქტი გადმოსცე... შენც ხო იცი, რომ ამ თემაზე შენი წერილები უფრო "მეტია" ვიდრე ფაქტის კონსტატირება?...ისე, ის სიტყვები გოგია საქართველოში ითამაშებს თუ გერმანიაშიო მაინც უნდა ვუგულშემატკივროთო, ფედერაციის გადამეტებული ინეტერსებიდან გამომდინარე აღმოგხდა ხო?:) სერიოზულად, არ უნდა ამ ხალხს ეს საქართველო და რატომ ვაძალებთ..ეს მაღიზიანებს მე თორემ ის კი არა ქართველებში ნიჭიერი გამოგვერია და არიქა არ გავიკაროთთქო...:)
MM
გოგია ჩემი კი არა ფედერაციის ფავორიტი იყო, მე ვწერდი დაინტერესების ფაქტზე, ისევე როგორც გრიგალავას შემთხვევაში - ქეცბაია დაინტერესდა და რადგან თქვენ ღიზიანდებით, ამის გამო არ უნდა დავწერო, რომ ქეცბაია დაინტერესდა და რომ ფედერაციამ პასორტის სასწრაფოდ გაკეთება მოსთხოვა?
malkhazi
კაი რა მერაბ, კაი რა...არ უნდა ამდენი უტრირება და ამოჩემება ამ თემას....გოგიაც ხო შენი ფავორიტი იყო..ხოდა ახლა არ წერო იქ იმას უნდა ვუგულშემატკივროთო...უკვე მარაზმში გადაგდის რა....
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს