"პარი სენ-ჟერმენი" შინაურ პირველობას დაუბრუნდა და აუტსაიდერს დაერია, მთელი ჯავრიც საბრალო "მეცზე" იყარა...
ჩემპიონი საუკეთესო გოლეადორის, რადამელ ფალკაოს გარეშე თამაშს მიეჩვია - კოლუმბიელმა ზედიზედ მე-5 ტურში არ ითამაშა (თუმცა განაცხადში პირველად გამოჩნდა), მაგრამ "მონაკომ" სტუმრად იოლად მოუგო "სტრასბურს" - 3:1. მონეგასკებმა სულ ოთხჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარში ზუსტად და სამი გოლი გაიტანეს - სტევან იოვეტიჩი და რონი ლოპეში ბრწყინვალე ფორმაში არიან.
ლიდერმა "პარი სენ-ჟერმენმა" 5:0 გაანადგურა ბოლოადგილოსანი "მეცი".
კრისტოფერ ნკუნკუმ დუბლი შეასრულა; გოლები გაიტანეს კილიან მბაპემ, თომას მონიემ და კაპიტანმა ტიაგო სილვამ.
აღსანიშნავია, რომ ტაიმი პსჟ-მა 4:0 მოიგო და მეორე ტაიმში უნაი ემერის გუნდი უბრალოდ გაჩერდა, თორემ "მეცს" კიდევ უფრო შავი დღე ელოდა.
ბუნებრივია, არ უთამაშია ტრავმირებულ ნეიმარს. არ იყო არც დისკვალიფიცირებული ედინსონ კავანი. ასე რომ, შემტევი ტრიდენტი ასე ჩამოყალიბდა - ანხელ დი მარია-კილიან მბაპე-იულიან დრაქსლერი.
აღსანიშნავია მარკო ვერატის ორი საგოლე პასი და დი მარიას ვირტუოზული საგოლე პასი მბაპეზე.
უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "ამ გამარჯვებამ "რეალთან" მარცხი დროებით მაინც გადაგვავიწყა. როცა ვიგებთ, გახარებულები ვართ, როცა ვაგებთ - იმედგაცრუებულები.
აუცილებლად გვჭირდებოდა ეს გამარჯვება. ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და იოლად მოვიგეთ. სხვათა შორის, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ - მეტოქეს არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით, პირველი ტაიმისგან განსხვავებით.
ნკუნკუ ვარჯიშებზე ძალზე მონდომებული იყო. ამის შეუმჩნევლობა არ შეიძლებოდა. მას პროგრესისთვის თამაში სჭირდება. მბაპემ გაიტანა, მაგრამ ბევრიც ააცილა. მას მოთმინება მართებს. ის ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს".
10.03.18 პსჟ - მეცი 5:0
ფაქტები
"მონაკომ" ბოლო 20 ზუსტი დარტყმით 14 გოლი გაიტანა.
სტევან იოვეტიჩმა (მონაკო) ბოლო 4 ტურში გაიტანა ზედიზედ (სულ 5 გოლი). ასეთი სერია მას ევროპის ტოპ-5 ლიგაში კარიერაში არასოდეს ჰქონია.
"მონაკოს" ლიგა 1-ში 14 ტურია, რაც არ წაუგია.
რონი ლოპეშმა (მონაკო) ბოლო 8 ტურში 7 გოლი გაიტანა.
თომას მონიეს გოლი 77-ე იყო ამ სეზონში "პარკ დე პრენსზე". მატჩის ბოლოს რეკორდი 82 გოლზე ავიდა.
პსჟ-მა ნკუნკუს მეორე გოლით სეზონის რეკორდი დაამყარა - 144 გოლი ყველა შეჯიბრებაში. მატჩის ბოლოს ეს რეკორდი 146 გოლს შეადგენდა.
"პარი სენ-ჟერმენმა" ამ სეზონში 15-ჯერ შეინახა კარი "მშრალად".
"ნანტმა" შინ "ტრუას" 13-დან 10 მატჩი მოუგო, 3 კი ფრედ დაასრულა.
"სენტ ეტიენს" უკვე 7 ტურია, რაც არ წაუგია (3 მოგება, 4 ფრე).
"ლილს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
ლიგა. XXIX ტური
სტრასბური-მონაკო 1:3
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (5), 1:1 ბაოკენი (19), 1:2 რონი ლოპეში (21), 1:3 ფაბინიო (41)
მონაკო (4-5-1): სუბაშიჩი - სიდიბე (64. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ბ. კეიტა (79. ტილემანსი), ჟოაო მოუტინიო, ლემარი (85. ღეზალი), ფაბინიო, რონი ლოპეში - იოვეტიჩი
პსჟ-მეცი 5:0
გოლები: 1:0 მონიე (5), 2:0 ნკუნკუ (20), 3:0 ნკუნკუ (28), 4:0 მბაპე (45+1), 5:0 ტიაგო სილვა (82)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი (64. ლო სელსო), ლ. დიარა, ნკუნკუ - დი მარია (70. ვეა), მბაპე, დრაქსლერი (71. რაბიო)
დიჟონი-ამიენი 1:1
გოლები: 0:1 კონატე (45+1), 1:1 საიდი (69)
ლილი-მონპელიე 1:1
გოლები: 1:0 პეპე (41), 1:1 რუსილიონი (64)
ნანტი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 სალა (86)
რენი-სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 სუბოტიჩი (35), 1:1 სარი (86)
გენგამი-ნიცა 2:5
გოლები: 1:0 გრენიე (9-პენ), 1:1 პლეა (24), 1:2 პლეა (47), 1:3 პლეა (58), 2:3 მარლონი (83 ს.კ.), 2:4 სრარფი (86), 2:5 პლეა (91)
ლიონი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 ბ. ტრაორე (63)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი (81. ტეტე), მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, ტუსარი, ფერი - ბ. ტრაორე (74. კორნე), მარიანო დიასი, მაოლიდა (66. დეპაი)
ტულუზი-მარსელი 1:2
გოლები: 0:1 ოკამპოსი (10), 1:1 მუბელე (19), 1:2 მიტროღლუ (79)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, საკაი - ზამბო ანგისა (59. ამავი), ლუის გუსტავო - მ. ლოპესი, სანსონი (72. პაიე), ოკამპოსი - ჟერმენი (78. მიტროღლუ)
ბორდო-ანჟერი 0:0
ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო).
გამოტოვებული მატჩი
14 მარტი: პსჟ-ანჟერი
მომდევნო ტური
16 მარტი: მონაკო-ლილი
17 მარტი: ბორდო-რენი, ამიენი-ტრუა, ანჟერი-კაენი, მონპელიე-დიჟონი, ტულუზი-სტრასბური
18 მარტი: ნიცა-პსჟ, მეცი-ნანტი, სტ. ეტიენი-გენგამი, მარსელი-ლიონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბიკენტი
ოოო, მეცთან იცოცხლე, ქვას ქვაზე არ ტოვებენ:) მაინც პროვინციულ დონეზე დარჩა ეს პსჟ. ახლა კი ნანობს ნეიმარი, მაგრამ გვიანღაა...
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა