ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ფიორენტინა", მდევართა იმედი

"ფიორენტინა", მდევართა იმედი

სერია A. XXXII ტურის წინ: ცენტრალური პაექრობა ფლორენციაში გაიმართება, სადაც "ფიორენტინა" ლიდერ "მილანს" უმასპინძლებს
სერია A-ს XXXII ტურს საფეხბურთო იტალია დიდი ინტერესით ეგებება - ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია შესული და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასკუდეტო მარათონში ფავორიტად "მილანი" მოსჩანს, "ინტერი" უმეტესობამ ჩამოწერა, "ნაპოლის" ნაკლებად სჯერათ, მაგრამ ტიფოზთა დიდი ნაწილი სწორედ ამ გუნდს გულშემატკივრობს და იმედს არ კარგავს.

ტურის ცენტრალური პაექრობა ფლორენციაში გაიმართება, სადაც "ფიორენტინა" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, "მილანს" უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ტოსკანელები პრაქტიკულად უმოტივაციოდ არიან, ფეხბურთელები ენთუზიაზმის ნაკლებობას არ უჩივიან. ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი სინიშა მიხაილოვიჩს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის დარჩება თუ არა პოსტზე მომდევნო სეზონისთვის. ამიტომ, სერბის საბრძოლო სულისკვეთება სრულიად ბუნებრივად გვეჩვენება: "გვინდა დავამტკჯიცოთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, მათ შორის "მილანის", რომელიც სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და მხოლოდ სამი ქულის აღებას გეგმავენ, რაც იმედებს მიღრმავებს. როდესაც "როსონერის" დარ გუნდთან გიწევს პაექრობა, ძნელია პირველ ნომრად ითამაშო, მაგრამ არც დაცვაში ჩაჯდომას და კონტრშეტევების იმედზე ყოფნას ვაპირებთ."

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, მიხაილოვიჩი 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და თავდასხმაში ალბერტო ჯილარდინოს გაამწესებს. უკნიდან ითამაშებენ ლიაიჩი და ვარგასი, რომლებსაც შემდეგი სამეული გაუმაგრებს ზურგს: დონადელი, მონტოლივო, სანტანა. თუ არ ჩავთვლით ადრიან მუტუს დისკვალიფიკაციას და სტევან იოვეტიჩის ტრავმას, შემადგენლობას ოპტიმალური ეთქმის.

ანტონიო კასანოს სახით დისკვალიფიცირებული "მილანსაც" ჰყავს და თუ მას კიდევ რამდენიმე ტრავმირებულს დავუმატებთ, სტუმართა დანაკლისი საკმაოდ სოლიდური გამოდის. თუმცა, "მილანი" იმის "მილანია", რომ თუნდაც 6 და 7 ფეხბურთელის მოსაკლისება არ უნდა დაეტყოს და ჩვეულად, მაღალ დონეზე იასპარეზოს. მასიმილიანო ალეგრი სწორედ ამ აზრზეა: "რაც "როსონერის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, არ მახსოვს, რომ თამაში დანაკლისის გარეშე ჩაგვეტარებინოს. ამიტომ, ეს სიტუაცია ჩემთვის კარგად ნაცნობია და განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. კასანო შესანიშნავი ფეხბურთელია, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ შეუცვლელი მოთამაშე არ არსებობს. მიზანი მხოლოდ სამი ქულაა, რადგან კონკურენტები კვალში გვიდგანან და წაფორხილება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ფლორენციაში თამაში ურთულესია, ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს."

"გაძეტას" მტკიცებით, ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას დაეყრდნობა და შეტევის წინა ხაზზე ალეშანდრე პატოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტანდემს გაამწესებს. შვედმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება. სათადარიგოთა სკამზე დარჩება რობინიო, რომელმაც "ინტერთან" შეხვედრაში უამრავი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ფორვარდების უკან სავარაუდოდ კევინ პრინც ბოატენგი გაირჯება - პლეიმეიქერობის თითქოს არაფერი ეტყობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პოზიციაზე ერთობ ნაყოფიერად მოქმედებს. შუა ხაზში ერთი აუცილებლად კლარენს ზეედორფი იქნება, მეორე მარკ ვან ბომელი, მესამე კი ალბათ მატიო ფლამინი. რაც მთავარია, სრულ მზადყოფნაშია დაცვის ცენტრალური ტანდემი ალესანდრო ნესტასა და ტიაგო სილვას შემადგენლობით. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრის დასაწყისს.

"მილანის" არ იყოს, რთული გასვლითი პაექრობა ელის "ნაპოლისაც", მით უმეტეს, სამხრეთელებს დისკვალიფიცირებული ედინსონ კავანის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. ვალტერ მაძარის არ აშინებს ლიდერის მოსაკლისება და აცხადებს, რომ დანარჩენ ფეხბურთელებს აქვთ დასამტკიცებელი ბევრი რამე. ეს მინიშნებაა: ესეკილ ლავეციმ და კომპანიამ უნდა დაამტკიცონ, რომ კავანის გარეშეც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ურუგვაელის არყოფნაში, შეტევის წინა ხაზზე სწორედ ლავეცი იმოქმედებს, უკნიდან კი მარეკ ჰამშიკს და ჯუზეპე მასკარას დაიხმარს. ეს უკანასკნელი ჯერჯერობით ბევრი ვერაფერში წაადგა "ნაპოლის" და აქვს შანსი, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თავისი სიტყვა თქვას. მასპინძლები უმოტივაციოდ არიან, ვერც ევროსაგზურს მოიპოვებენ და არც დაქვეითება ემუქრებათ - თუმცა, გვპირდებიან, რომ "ნაპოლის" დიდ ბრძოლას გაუმართავენ.

მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი "ინტერი" "კიევოს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ხასიათი ოდნავ მაინც გამოიკეთოს. რომ არა მასიმო მორატი, ლეონარდოს ნაცვლად ჯუზეპე ბარეზი გაიყვანდა გუნდს სათამაშოდ, მაგრამ პრეზიდენტმა დარჩენაზე დაიყოლია ბრაზილიელი და ისიც, ჯერჯერობით აგრძელებს მუშაობას. ლეოს სამი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა - ვალტერ სამუელი და დეიან სტანკოვიჩი დაშავებულნი არიან, კრისტიან კივუს კი დისკვალიფიკაცია აქვს. ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება ლუსიო, რომლის არყოფნამ "ინტერს" დათვური სამსახური გაუწია "შალკესთან" პაექრობაში. ბრაზილიელი ანდრეა რანოკიას შეუწყვილდება და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან. შეტევის წინა ხაზზე სამუელ ეტოო და ჯამპაოლო პაცინი იმოქმედებენ, დიეგო მილიტო კი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება "სტადიო ფრიულიზე", სადაც "უდინეზე" "რომას" უმასპინძლებს. თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის ქულები, ცხრილიდან ნათლად ჩანს. თუ რომაელებს ჯერ კიდევ უნდათ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, "უდინეზე" აუცილებლად უნდა დაამარცხონ. მეოთხე ადგილის შესანარჩუნებლად არც უდინელები დაზოგავენ თავს და ანტონიო დი ნატალეს კომენტარი ამის ნათელი დადასტურებაა. სანამ სიტყვას ტოტოს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ "უდინეზეს" ლიდერი თავის დროზე ვინჩენცო მონტელასთან ერთად "ემპოლიში" ასპარეზობდა და "ჯალოროსის" მესაჭეს იმ დროიდან იცნობს: "ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც "ემპოლიში" მივედი და იქ, სხვებზე მეტად სწორედ ვინჩენცო დამიდგა გვერდში. შესანიშნავი ადამიანია, მისი თანადგომა არასდროს დამავიწყდება და მიხარია, რომ "სტადიო ფრიულიზე" მასთან შეხვედრის საშუალება მომეცემა. რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მეტოქეს თავს შევაკლავთ. "ლაციოსთან" ერთად, "რომა" ჩვენი მთავარი კონკურენტია და მათი დამარცხება ექვსი ქულის აღების ტოლფასია."

დღეს:

ინტერი-კიევო 20.00

დისკვალიფიკაცია: კივუ - გუანა.

ტრავმა: სამუელი, სტანკოვიჩი - ლუჩანო, ფრეი.

უდინეზე-რომა 22.45

დისკვალიფიკაცია: ინლერი (უდინეზე).

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი, ანჯელა - ჟულიო სერჟიო, მექსე.

ხვალ:

იუვენტუსი-ჯენოა 14.30

დისკვალიფიკაცია: გროსო - კრიშიტო.

ტრავმა: დე ჩელიე, მოტა, კიელინი, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა, ბუფონი - ველოზო, კუჩკა, დესტრო.

ბარი-კატანია 17.00

დისკვალიფიკაცია: სილვესტრი (კატანია).

ტრავმა: ს. მაზიელო, კუტუზოვი, ბარეტო, ოკაკა, კასტილო, რომერო - ბელუში, სპოლი, პოტენცა, ლიამა.

ბოლონია-ნაპოლი 17.00

დისკვალიფიკაცია: კავანი (ნაპოლი).

ტრავმა: მონტელონგო, გარიჩი, ხიმენესი - გრავა.

კალიარი-ბრეშა 17.00

ტრავმა: ნენე - დალამანო, სერენი.

ლაციო-პარმა 17.00

დისკვალიფიკაცია: მათუზალემი, ბიავა, მაური - მორონე.

ტრავმა: დიაკიტე, რადუ - პალადინო, მარკესი, ზე ედუარდო.

პალერმო-ჩეზენა 17.00

დისკვალიფიკაცია: მუნოზი, მილიაჩო, პასტორე (პალერმო).

ტრავმა: ილიჩიჩი - ფატიჩი.

სამპდორია-ლეჩე 17.00

ტრავმა: სემიოლი - ჯულიატო, ოფერე, ფერარიო - გუსტავო.

ფიორენტინა-მილანი 22.45

დისკვალიფიკაცია: მუტუ - კასანო.

ტრავმა: იოვეტიჩი, ბეჰრამი - ინძაგი, ამბროზინი, ბონერა, გატუზო, იანკულოვსკი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 31 19 8 4 54-22 65

2. ნაპოლი 31 19 5 7 50-30 62

3. ინტერი 31 18 6 7 56-35 60

4. უდინეზე 31 17 5 9 56-32 56

5. ლაციო 31 16 6 9 39-29 54

6. რომა 31 14 8 9 47-43 50

7. იუვენტუსი 31 13 9 9 47-38 48

8. პალერმო 31 13 4 14 45-50 43

9. ფიორენტინა 31 10 12 9 37-33 42

10. კალიარი 31 12 6 13 37-36 42

11. ბოლონია 31 11 10 10 34-40 40

12. ჯენოა 31 10 9 12 29-34 39

13. კიევო 31 8 12 11 30-32 36

14. კატანია 31 9 8 14 29-40 35

15. სამპდორია 31 7 11 13 25-34 32

16. პარმა 31 7 11 13 30-43 32

17. ლეჩე 31 8 7 16 33-52 31

18. ჩეზენა 31 7 9 15 27-43 30

19. ბრეშა 31 7 8 16 27-39 29

20. ბარი 31 4 8 19 19-46 20

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 25 – დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი), დი ვაიო (ბოლონია); 17 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ